Etichette

venerdì 10 febbraio 2017

ეს კი ყველასათვის გემრიელი ფრანგული ეკლერებია...მომზადება ძალიან მარტივია და ეს რეცეპტი ნამდვილად ორიგინალურია..

ინგრედიენტები ცომისთვის:
250გრ ფქვილი
150გრ კარაქი
5 საშუალო კვერცხი
125მლ წყალი
125მლ რძე
ცოტაოდენი მარილი

ინგრედიენტები კრემისთვის:
250გრ ნაღები
250გრ კრემა პასტიჩერა (რეცეპტი აქ )
50გრ შაქრის პუდრა
ცოტაოდენი ვანილი

შავი შოკოლადი 
155მლ რძე

მომზადება:
მოვამზადოთ პასტა ბინიე,შუს ცომი.ქვაბში მოათავსეთ რძე,წყალი,კარაქი და მარილი,დადგით ცხელზე.კარგად რომ გალღვება კარაქი და ადუღებას მივა,გადმოდგით,აურიეთ ფქვილი და კარგად გახსენით.შეუნთენთ ისევ ცეცხლი დაბალზე და მანამდე ზილეთ შიგნით,სანამ  არ მოძვრება ცომი გვერდებს.გადაიტანეთ ღრმა თასში და გააგრილეთ.გატეხეთ 5 კვერცხი და გათქვიფეთ კარგად მიქსერით.ცომი მზადაა.
მოათავსეთ მოსართავ ტომარაში,განიერი პირით და პერგამენტიან ჟარონაზე  გადაიტანეთ,ამ პრინციპით.
გამოაცხეთ 180°ზე 10წთ შემდეგ დაუწიეთ 170° ზე და დატოვეთ კიდევ 8 წუთი.

ამასობაში მოამზადეთ კრემა შანტილი.
პირველ რიგში მოამზადეთ კრემა პასტიჩერა,შემდეგ გათქვიფეთ ცივი ნაღები,რომ შედგება კარგად,დაამატეთ შაქრის პუდრა და კარგად ამოიყვანეთ.მკვრივი მასა აურიეთ კრემა პასტიჩერას და კარგად ამოურიეთ ხის კოვზით,რომ მიიღოთ ერთი მასა.ეკლერები ამასობაში გაცივდნენ.
სანამ დაიწყებთ კრემით გამოვსებას,მოამზადეთ შოკოლადი.დატეხეთ წვრილად,დაასხით ცხელი რძე და დატოვეთ.
გამოავსეთ მოსართავი ტომარა კრემით ,ეკლერები უკნიდან დახვრიტეთ სამგან და გამოავსეთ კრემით


რადგან ეკლრები სიცივეში კარგავენ ფორმას,ასე კრემი მისცემს ფუმფულა ფორმას.
შოკოლადი სავარაუდოდ მზადაა,აიღეთ სათქვეფი და რძე გახსენით კარგად გამდნარ შოკოლადში,არ უნდა გააციოთ ძალიან.მზა ეკლერებს გადაუსვით ფუნჯით  და მოათავსეთ მაცივარში...

ძალიან ბევრჯერ ვცადე და საუცხოო გამოდის.წარმატებები <3

მოიწონეთ გვერდი  facebook page მადლობა
ლიმნის მუსი,კრემების მოყვარულთათვის.


ინგრედიენტები:
3 კვერცხი
110გრ შაქარი
90გრ კარაქი
1 ლიმნის ცედრა,გახეხილი
50მლ ლიმონჩელო(რეცეპტი აქ )
200გრ გათქვეფილი ნაღები

მომზადება:
საშუალო ზომის ქვაბში,მოათავსეთ კვერცხი,შაქარი,ლიმონჩელო და ლიმნის გახეხილი ცედრა.კარგად გათქვიფეთ და დადგით ცეცხლზე.თქვიფეთ  სანამ კრემს არ მიიღებთ.მასა გადაიტანეთ თასში და დაამატეთ კარაქი,ვთქვეფავთ ისევ.კარაქი რომ კარგად გალღვება,დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი,რომ ზედა ფენა არ გაშრეს.დატოვეთ 1სთ რომ გაცივდეს კარგად,შემდეგ კი აურიეთ გათქვეფილი ნაღები.ამოურიეთ ხის კოვზით კარგად,გატენეთ ტორტის მოსართავი და ამოავსეთ ჭიქა.მორთეთ ნებისმიერი ახალი ხილით,მარწყვით,კივით,ნესვით და ა.შ
ეს დესერტი ძალიან გემრიელია და იმსახურებს ადგილს,თქვენს სამზარეულოში <3

მოიოწონეთ გვერდი facebook page  მადლობა

ბოკონჩინები ყველით და ლორით.გემრიელი ანტიპასტო თქვენი მსუნაგი შვილებისთვის <3
ინგრედიენტები:
500გრ ფოკაჩას ცომი( 350ფქვილი,10გრ საფუარი,200მლ თბილი წყალი,1/2 ს/კ შაქარი)
1 ს/კ შაქარი
1 ს/კ ზეთი
150გრ ასიაგო წვრილად დაჭრილი(ცადეთ სულგუნი)
100გრ ლორის თხელი ნაჭრეები
კბილის ჩხირები))

მომზადება:
გამოჭერით ცომიდან დაახ.30გრ სიდიდის ნაჭრეები.აიღეთ ერთი ნაჭერი,გააბრტყელეთ ხელით ,შუაში მოათავსეთ ყველის კუბიკი,დახურეთ ცომი და გადაახვიეთ ლორში,დაამაგრეთ ჩხირებით.გააცხელეთ ზეთი და შეწვით.გადაიტანეთ სამზარეულოს ქაღალდზე,რომ ზედმეტი ზეთი შეიშროს...დამერწმუნეთ წამში გააქრობენ,თავის თეფშიანად ))

მოიწონეთ გვერდი facebook page მადლობა


ცნობილი სალენტური პური,შავი ზეთისხილით.მარტივი და ფუმფულა,პურის მოყვარულთათვის...

ინგრედიენტები:
500გრ ფქვილი
10გრ ახალი საფუარი(ან  2ს/კ მშრალი საფუარი)
25მლ ზეითუნის ზეთი
10გრ მარილი
100მლ რძე
200მლ თბილი წყალი
150გრ შავი ზეთისხილი,კურკაგამოცლილი


მომზადება:
პირველ რიგში გახსენით საფუარი თბილ წყალში.ღრმა თასში ჩაყარეთ ფქვილი,დაამატეთ რძე და ზეთი და დაიწყეთ ცომის მოზელა.ნელა-ნელა ამატეთ საფუარიანი წყალიც.მოზილეთ ელასტიური ცომი.ბოლოს დაამატეთ მარილი და ზილეთ დაახ.10 წუთი..შეფუთეთ ცომი და დატოვეთ 1 საათი.ცომი მზადაა გასაბრტყელებლად.გადაიტანეთ სამუშაო მაგიდაზე,სიმინდის ფქვილზე.კარგად გააბრტყელეთ და გაანაწილეთ მთლიანი ზეთისხილები.შემდეგ კი გადაახვიეთ რულეტის პრინციპით.დანის დახმარებით გამოჭერით 10სმ სიგრძის პატარა პურები.მოათავსეთ ჟარონაზე,გადააფარეთ ჩაი სტილო და დატოვეთ კიდევ 1სთ.გამოაცხეთ 180° ზე დაახ.35წთ. 
პური შეგიძლიათ მიირთვათ როგორც კლასიკური,ასევე გამოავსოთ ყველით და ძეხვეულით.
მიირთვით გემრიელად....

მოიწონეთ გვერდი facebook page მადლობა 
შემწვარი ვაშლი,ყველაზე გემრიელი,ფუმფულა ცომით.მომზადება ძალიან მარტივია.აბა ყველა სამზარეულოში.


ინგრედიენტები:
2 ვაშლი
180გრ ფქვილი
2 კვერცხი
60გრ შაქარი
1/2 ლიმნის წვენი
1/2 ჩ/კ დარიჩინი
2ს/კ ნამცხვრების საფუარი,ან სოდა(რათქმაუნდა ნაკლები)
10მლ ლიმონჩელო ( რეცეპტი იხილეთ აქ )
ან ნებისმიერი ლიქიორი
200მლ რძე
შაქრის პუდრი 
მზესუმზირის ზეთი შესაწვავად


მომზადება:
პირველ რიგში გაფრცქვენით ვაშლი,ამოაჭერით შუაგული და დაჭერით ალყა-ალყა,
1სმ სისქის.მოათავსეთ ღრმა თეფშზე ,მოაყარეთ შაქარი და მოასხით ლიმნის წვენი.ამასობაში მომაზადეთ ცომი,ე.წ პასტელა.
თასში ჩაყარეთ ფქვილი,საფუარი ან სოდა,შაქარი და დარიჩინი,კარგად აურიეთ ხელის სათქვეფით,დაამატეთ ლიმონჩელო,შემდეგ კვერცხი,და ბოლოს რძე.მიიღებთ თხელ მასას.
გააცხელეთ ზეთი,ჩაალაგეთ ვაშლი ცომში


და შეწვით თითო-თითო.გადმოიღეთ სამზარეულოს ქაღალდზე,რომ ზედმეტი ზეთი შეიშროს,მოაყარეთ შაქრის პუდრა და მიირთვით გემრიელად <3

მოიწონეთ გვერდი facebook page მადლობა

giovedì 9 febbraio 2017

ეს კლასიკური გრისინებია,ხორბლის ფქვილით...ყველაზე ხრამუნები

ინგრედიენტები:
500გრ ფქვილი
8გრ მარილი
1ს/კ შაქარი
2ს/კ საფუარი
280მლ წყალი
2ს/კ სიმინდის ფქვილი
50მლ ზეითუნის ზეთი


მომზადება:
ცოტაოდენ თბილ წყალში გავხსნათ საფუარი,შაქართან ერთად.დარჩენილ წყალში გავხსნათ მარილი და ზეთი.მოათავსეთ ფქვილი ღრმა თასში და დაიწყეთ მოზელა.პირველ რიგში გახსენით საფუარი და შემდეგ დარჩენილი ზეთიანი და მარილიანი წყალი.იმუშავეთ დაახ.10წთ.ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური.მიეცით მოგრძო ფორმა,მოათავსეთ სიმინდის ფქვილიან პერგამენტის ქაღალდზე.წაუსვით კარგად ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ სიმინდის ფქვილი მაღლიდან.ასე ცომი დარჩება რბილი.დატოვეთ 1 სთ ან შუქანთებულ,გამორთულ ღუმელში,ან დააფარეთ მინის დიდი თასი.
ცომი მზადაა და დავიწყოთ გრისინების მომზადება.მოათავსეთ ჟარონაზე პერგამენტის ქაღალდი,დაგჭირდებათ მაღალპირიანი დანა.გამოჭერით 1სმ სიგანის ცომები,გაწელეთ და მოათავსეთ ჟარონაზე
ამ პრინციპით.გამოაცხეთ 200° ზე  18-20წთ...
შეგიძლიათ ასევე,დაჭრილ გრისინებს წაუსვათ ცოტაოდენი რძე და მოაყაროთ ან ყაყაჩოს თესლი ან სეზამი...იდეები და ფანტაზიები თავად ავარჯიშეთ...დაელოდეთ შემდეგ რეცეპტს.... <3

მოიწონეთ გვერდი facebook page მადლობა 
Grissini-იტალიურ რესტორნებში ყველაზე მეტად გრისინები მიყვარს,რომლის მომზადებაც ძალიან მარტივია.შემოგთავაზებთ გრისინებს ფენოვანი ცომით.შიგთავსი თავად აარჩიეთ.ეს იქნება სხვადასხვა ბოსტნეულის სოუსი,პესტო,ლორი,ქათამი,კაკალი,პისტაკი და ა.შ..

ინგრედიენტები:
ფენოვანი ცომი (რეცეპტი იხილეთ  აქ )
50გრ ხმელი პომიდვრის პესტო,ან უბრალოდ ტომატპასტა
30გრ დაფერფლილი პისტაკი (შეგიძლიათ ცადოთ თხილი ან მიწისთხილიც)
1 კვერცხის გული და ცოტაოდენი რძე

მომზადება:
გაბრტყელებულ ფენოვან ცომზე,ნახევარზე წაუსვით პესტო და დააფარეთ სუფთა მხარე.დაჭერით დაახ.2.5სმ სიგანისები,გრძლად.წაუსვით რძეში გახსნილი კვერცხის გული,მოაყარეთ პისტაკი და გააკეთეთ სპირალები

ამ პრინციპით.მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე და გამოაცხეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში,180° ზე დაახ.15წთ...


ეს კი პარმიჯანოთი,ძეხვით და  პესტოთია...(პესტოს რეცეპტი აქ )
იგივე მეთოდით .გაბრტყელებულ ფენოვან ცომზე,ნახევარს წაუსმევთ პესტოს,დაალაგებთ თხლად დაჭრილ ძეხვს,დააფარებთ მეორე ნაწილს ზემოდან,დაჭრით დაახ.2,5სმ სიგანეზე,წაუსმევთ რძეში გახსნილ კვერცხის გულს და მოაყრით პარმიჯანოს.გააკეთებთ სპირალებს და გამოაცხობთ  წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180° ზე 15წთ...

ხრამუნა და გემრიელი გრისინები თქვენი საყვარელი შვილებისთვის <3

მოიწონეთ გვერდი facebook page  მადლობა
ეს ორაგულია ბროკოლით,ფენოვან ცომში.საინტერესოა ასევე ისპანახთან ერთად.მომზადება ძალიან მარტივია თუ რათქმაუნდა ფენოვანი ცომი არ გაქვთ გასაკეთებელი.

ინგრედიენტები:
ფენოვანი ცომი( თუ ვერ ნახეთ მარკეტში,რეცეპტი ნახეთ აქ
ორაგულის ფილე(შეგიძლიათ სხვა თევზიც ცადოთ)
მოთუშული ბროკოლი ან მოხარშული ისპანახი
ცოტაოდენი კაკალი
1 კვერცხის გული და რძე,ზემოდან წასასმელად
სეზამის მაცვლები ან გოგრის თესლი

მომზადება:
პირველ რიგში შეწვით ორაგული,შემდეგ მოშუშეთ ბროკოლი კაკალთან ერთად .გაბრტყელებულ ფენოვან ცომზე დადეთ ორაგული,მაღლიდან დაადეთ ბროკოლი და გადააფარეთ ცომი ზევიდან.წაუსვით,კვერცხი და მოაყარეთ მარცვლეული.გამოაცხეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180° ზე დაახ.25წთ..
მიირთვით გემრიელად....


მოიწონეთ გვერდი facebook page მადლობა
მეგობრებო დაგიბრუნდით ახალი რეცეპტებით.ეს უგემრიელესი ნუშის კროსტატაა.მომზადება ძალიან მარტივია და დამიჯერეთ არ დაგავიწყდებათ....


ინგრედიენტები ფროლასთვის(ცომი):

450გრ ფქვილი
125გრ შაქრის პუდრა
250გრ კარაქი
1 კვერცხი
ნახევარი ლიმნის გახეხილი ცედრა და წვენი

შიგთავსი:
400გრ კრემა პასტიჩერა( რეცეპტი იხილეთ  აქ )
30 ნუშის კვერები პატარები
20 ნუშის კვერები დაფხვნილი
50გრ დამტვრეული შავი შოკოლადი
100მლ ამარეტო(ლიქიორი) ცოტაოდენ წყალში გახსნილი

მომზადება:
მოვამზადოთ პასტა ფროლა. ღრმა თასში ჩავყაროთ ფქვილი,შაქრის პუდრა,ლიმნის ცედრა და წვენი,კვერცხი და კარაქი.მოზილეთ ელასტიური ცომი,შეფუთეთ და მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.ცომი მზადაა გასაბრტყელებლად.გაყავით ორ ნაწილად,მაგიდაზე დაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და დაიწყეთ გაბრტყელება.ცომმა შეიძლება დაშლა დაიწყოს მაგრამ არაუშავს,ადვილად ააწყობთ.დაახ.4მმ სიმაღლის გააბრტყელეთ.მოათავსეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ჟარონაზე 
ესაა კლასიკური კროსტატას ფორმა.
მიყევით ინსრუქციას.მოაყრით დაფხვნილ ნუშის კვერები და შოკოლადს,დაფარეთ კრემითდა ბოლოს დაალაგეთ მთლიანი ნუშის კვერები ზემოდან.გააბრტყელეთ მეორე ნახევარი ცომის და გადააფარეთ ზემოდან,მოაჭერით დარჩენილი ცომი,ან გადაკეცეთ და ჩანგლით დასერეთ.გამოაცხეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180° ზე  დაახ.40წთ. 
კროსტატა მზადაა.მოაყარეთ ცოტაოდენი შაქრის პუდრი ზემოდან.ისიამოვნეთ როგორც ცხელი,ასევე ცივი.
<3
მოიწონეთ გვერდი facebook page მადლობა