Etichette

martedì 26 luglio 2016

LIMONCELLO-ეს კი იტალიაში ყველაზე ცნობილი სასმელია.მის არაჩვეულებრივ არომატს იყენებენ,როგორც ტკბილეულში ასევე როგორც გამაგრილებელი სასმელი..შეინახეთ საყინულეში და როდესაც ცხელი ზაფხული შემოგიტევთ გაგრილდით,ამ საუცხოო ლიმნის გემოთი.

ინგრედიენტები:
1 კგ ლიმონი
1კგ შაქარი
1ლ სპირტი

მომზადება:
კარგად გარეცხეთ ლიმონი და გაფრცქვენით ისე,რომ ლიმნის თეთრი მხარე არ აყვეს,ძალიან თხლად.მოათავსეთ მაღალ ბანკაში,დაახ.3ლ-იანი.დაასხით სპირტი,დახუფეთ კარგად და შეინახეთ ბნელ ადგილას 10 დღე.ხანდახან შეანჯღრიეთ ხოლმე.
10 დღეც გავიდა და დავასრულოთ ლიმონჩელოს მომზადება.
ჩავასხათ ქვაბში 1ლ წყალი,დავაყაროთ შაქარი და მოვადუღოთ 10წთ-ის განმავლობაში,შემდეგ კი გავაციოთ.
როდესაც სეროფი კარგად გაცივდება,ჩავამატოთ ლიმნიან სპირტში და კარგად  ამოვურიოთ.
ქვაბზე გადააკარით ჩაისტილო და ზედ გადაწურეთ წვენი,შემდეგ კი მოათავსეთ ბოთლებში.
სანამ გამოიყენებთ,ჯობს დაელოდოთ მინიმუმ 2 კვირა,რომ კარგად გაუჯდეს გემო.შემდეგ კი გამოყენებამდე 1სთ-ით ადრე მოათავსეთ საყინულეში...

Nessun commento:

Posta un commento