ესეც კრემა პასტიჩერა.იტალიური ნამცხვრების 99% მზადდება ამ კრემით.ძალიან მარტივი და გემრიელი
ინგრედიენტები:
400მლ რძე
4 კვერცხის გული
ვანილის ღერო
ლიმნის ცედრა
30გრ სიმინდის სახამებელი ან ფქვილი
90გრ შაქარი
მომზადება:
ჩაასხით რძე ქვაბში ერთად და დაამატეთ ვანილის ღერო ან ვანილი 1 პაჭკა.კარგად რომ გაცხელდება და ადუღებაზე მივა, დაგამორთეთ .გაფრცქვენით ლიმონი და ცედრა ჩაყარეთ რძეში.
მოვამზადოთ დარჩენილი ინგრედიენტები.
გამოაცალკევეთ კვერცხის გულები.დაამატეთ შაქარი და ათქვიფეთ.როცა კარგად გადნება შაქარი,დაამატეთ სახამებელი ან ფქვილი,დაამატეთ ნახევარი რძე,მერე შეუნთეთ ხელახლა რძეს ,ამოიღეთ ლიმნის ცედრა და კვერცხის მასა მოათავსეთ შიგ.თქვიფეთ გაუჩერებლად,სანამ არ შესქელდება.გადმოიღეთ თასში და გაცივეთ ჯერ ოთახის ტემპერატურაზე,მერე მაცივარში.
უგემრიელესია <3
Nessun commento:
Posta un commento