Grissini-იტალიურ რესტორნებში ყველაზე მეტად გრისინები მიყვარს,რომლის მომზადებაც ძალიან მარტივია.შემოგთავაზებთ გრისინებს ფენოვანი ცომით.შიგთავსი თავად აარჩიეთ.ეს იქნება სხვადასხვა ბოსტნეულის სოუსი,პესტო,ლორი,ქათამი,კაკალი,პისტაკი და ა.შ..
ინგრედიენტები:
ფენოვანი ცომი (რეცეპტი იხილეთ აქ )
50გრ ხმელი პომიდვრის პესტო,ან უბრალოდ ტომატპასტა
30გრ დაფერფლილი პისტაკი (შეგიძლიათ ცადოთ თხილი ან მიწისთხილიც)
1 კვერცხის გული და ცოტაოდენი რძე
მომზადება:
გაბრტყელებულ ფენოვან ცომზე,ნახევარზე წაუსვით პესტო და დააფარეთ სუფთა მხარე.დაჭერით დაახ.2.5სმ სიგანისები,გრძლად.წაუსვით რძეში გახსნილი კვერცხის გული,მოაყარეთ პისტაკი და გააკეთეთ სპირალები
ამ პრინციპით.მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე და გამოაცხეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში,180° ზე დაახ.15წთ...
ეს კი პარმიჯანოთი,ძეხვით და პესტოთია...(პესტოს რეცეპტი აქ )
იგივე მეთოდით .გაბრტყელებულ ფენოვან ცომზე,ნახევარს წაუსმევთ პესტოს,დაალაგებთ თხლად დაჭრილ ძეხვს,დააფარებთ მეორე ნაწილს ზემოდან,დაჭრით დაახ.2,5სმ სიგანეზე,წაუსმევთ რძეში გახსნილ კვერცხის გულს და მოაყრით პარმიჯანოს.გააკეთებთ სპირალებს და გამოაცხობთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180° ზე 15წთ...
ხრამუნა და გემრიელი გრისინები თქვენი საყვარელი შვილებისთვის <3
მოიწონეთ გვერდი facebook page მადლობა
Nessun commento:
Posta un commento