Etichette
- pasticceria (31)
- antipasti (17)
- pane (16)
- primi piatti (12)
- street food (8)
- bevande (7)
- pasta fresca (7)
- torte salate (6)
- vita sana (5)
- creme (4)
- diete (2)
- gelati (2)
- lingua italiana (2)
venerdì 15 luglio 2016
PESTO GENOVESE-ეს უგემრიელესი სოუსი,რომელიც ძალიან ბევრ თეფშს შესძენს გასაოცარ არომატს.
პესტოს მომზადება ძალიან მარტივია,ამისათვის დაგჭირდებათ ძველებური სანაყი,ან შეგიძლიათ მოათავსოთ ბლენდერში.
მე შემოგთავაზებთ კლასიკურ,ჯენოვურ რეცეპტს.
ინგრედიენტები:
100გრ ზეითუნის ზეთი
30გრ გახეხილი ცხვრის პარმიჯანო
80გრ პარმიჯანო
15გრ ფიჭვის კაკალი ან 15გრ კაკალი
2 კბილი ნიორი,უკეთესია ახალი
მსხვილი მარილი
50გრ ბაზილიკოს ფოთლები
მომზადება:
ე.წ. როდინში ჩაყარეთ ნიორი და ცოტაოდენი მარილი და დაიწყეთ დანაყვა.როცა წვენს გაუშვებს დაამატეთ ცოტა-ცოტა ბაზიილიკო,როდესაც ბაზილიკოს სულ დანაყავთ,დაამატეთ ფიჭვის კაკალი,ან უბრალოდ კაკალი.კარგად დანაყეთ და ბოლოს ნელა-ნელა აურიეთ ზეთი და პარმეჯანო.პესტო მზადაა.მოათავსეთ მაცივარში და მოამზადეთ უგემრიელესი ჯენოვური მაკარონი,სპაგეტი,პესტოთი..
თუ არ გაქვთ როდინი,მაშინ ყველა ინგრედიენტი ჩაყარეთ ბლენდერში და კარგად გათქვიფეთ,.
Iscriviti a:
Commenti sul post (Atom)
Nessun commento:
Posta un commento