Etichette

venerdì 10 marzo 2017

ეს ხაჭოს ნიოკებია პესტოთი და ყაბაყით.მარტივი და გემრიელია

ინგრედიენტები:
500გრ ხაჭოს ნიოკები (რეცეპტი აქ )
4 ყაბაყი (ძუკინე)
1 ხახვი
3ს/კ პარმიჯანო
პესტო (რეცეპტი აქ )
მარილი

მომზადება:
ტაფაში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი,ზეითუნის ზეთთან ერთად,დაამატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ყაბაყი .თუ ძალიან დაშრა ზეთი,დაამატეთ ცოტაოდენი წყალი.როცა კარგად მოიშუშება დაამატეთ პესტო და გამორთეთ .
აადუღეთ წყალი,უყავით მარილი,ცოტაოდენი ზეთი და მოხარშეთ ნიოკები 3წთ.გადაწურეთ სოუზში,უყავით ცოტაოდენი მარილი,პარმიჯანო და მიირთვით გემრიელად <3
gnocchi alla sorrentina-თუ მოხვდებით სორენტოში,აუცილებლად დააგემოვნეთ სორენტოს ცნობილი  კერძი.მომზადება მარტივია

ინგრედიენტები:
კარტოფილის ნიოკები 600გრ (რეცეპტი აქ )
500გრ ტომატპასტა
200გრ ფიორდილატე (ყველის სახეობა,შეგიძლიათ ცადოთ რაიმე რბილი ყველი)
100გრ პარმიჯანო
ნახევარი ხახვი
ბაზილიკო
მარილი

მომზადება:
დაჭერით წვრილად ფიორდილატე და შეინახეთ.
ასევე წვრილად დაჭრილიხახვი და მოშუშეთ ზეითუნის ზეთში.დაამატეთ დაჭრილი პომიდორი და მარილი და შუშეთ 10წთ.მოურიეთ ხოლმე ხშირად.როცა შესქელდება გამორთეთ და დაამატეთ ბაზილიკოს ფოთლები...აადუღეთ ამასობაში წყალი და მოხარშეთ ნიოკები 2წთ.გადაწურეთ პომიდვრის სოუზში და დაამატეთ ყველის ნახევარი გადაიტანეთ თიხის ფორმებში,დაამატეთ დარჩენილი ყველი,პარმიჯანო და გამოაცხეთ 10წთ ცხელ ღუმელში,სანამ ყველი კარგად არ გალღვება...გააფორმეთ ბაზილიკოს ფოთლებით და მიირთვით... 
გოგრის ნიოკები ბროკოლით და კუპატით...
ეს ყველაზე მსუბუქი და გემრიელი, ასევე ყველაზე ფერადი კერძია..

ინგრედიენტები:
500გრ გოგრის ნიოკები (რეცეპტი აქ )
400გრ ბროკოლი
150გრ კუპატი
მარილი
ცოტაოდენი მწარე წიწაკა

მომზადება:

გაასუფთავეთ ბროკოლი,დატეხეთ პატარებად ,გარეცხეთ კარგად და მოხარშეთ დაახ.10წთ
სანამ ბროკოლი იხარშება,მოამზადეთ კუპატი.გააცხელეთ ტაფა,გამოაცალეთ გული კუპატს,დააქუცმაცეთ და დააწითლეთ ცოტათი,ცხიმის გარეშე...მეორე ტაფაში ჩაასხით ზეთი,ჩააგდეთ ნიორი,როცა კარგად გაცხელდება,გადაიტანეთ მოხარშული ბროკოლი და მოთუშეთ კარგად,დაამატეთ კუპატი.
ბროკოლის წყალში მოხარშეთ ნიოკები, 2წთ და გადაწურეთ ტაფაში ბროკოლთან და კუპატთან ერთად,უყავით მარილი და წიწაკა,დატოვეთ 1 წუთი,რომ გემო კარგად გაუჯდეს...
მიირთით გემრიელად <3




gnocchi di ricotta-ხაჭოს ნიოკები..
მარტივი და ფუმფულა <3

ინგრედიენტები:
500გრ ხაჭო
1 კვერცხი
250გრ ფქვილი
100გრ პარმიჯანო
მუსკატის კაკალი
მარილი

მომზადება:
პირველ რიგში დაამუშავეთ ხაჭო...უკეთესია იყოს ცხვრის.როცა კრემივით გახდება,დაამატეთ პარმიჯანო,ცოტათი გათქვეფილი კვერცხი,მუსკატის კაკალი და მარილი.კარგად აურიეთ და დაიწყეთ ფქვილის დამატება...
შეიძლება ცოტა ფქვილი მოგთხოვოთ ან მეტი,დამოკიდებულია ხაჭოზე თუ რამდენად მშრალია.მიეცით მრგვალი ფორმა.დაყარეთ ფქვილი სამუშაო მაგიდაზე და გამოჭერით ცომი,გააბრტყელეთ ამ პრინციპით

დაახ.3სმ სისქის და დაჭერით წვრილად...თუ ფორმის მიცემა გსურთ გამოიყენეთ ჩანგალი ან სპეციალური ტაროკი...აადუღეთ წყალი,უყავით მარილი,ცოტაოდენი ზეთი და მოხარშეთ 3 წუთი...
დაელოდეთ რეცეპტებს <3
gnocchi da patate-კარტოფილის ნიოკები...
დღეს ნიოკების დღე მაქვს და ვეცდები მრავალფეროვანი ვიყო

ინგრედიენტები:
1კგ კარტოფილი (4 პერსონა)
300გრ ფქვილი
100გრ პარმიჯანო
1 კვერცხი
მარილი
პილპილი

მომზადება:
მოხარშეთ კარტოფილი,გაფრცქვენით და გაატარეთ.მასა მოათავსეთ სამუშაო მაგიდაზე,დაამატეთ ფქვილი,პარმიჯანო,კვერცხი და მოზილეთ ცომი,ძალის დატანების გარეშე...ცომი მზადაა და შეგიძლიათ გამოჭრათ...
გააფქვილიანეთ მაგიდა და გამოჭრილი ცომები გააბრტყელეთ ასე
ამ პრინციპით გამოჭერით და თუ გნებავთ ფორმის მიცემა,თუ დაფა არ გაქვთ სპეციალური,შეგიძლიათ ჩანგალი იხმაროთ
აადუღეთ წყალი,უყავით მარილი,ზეთი და მოხარშეთ 3 წუთი....დაელოდეთ რეცეპტებს <3
gnocchi di zucca-გოგრის ნიოკები....ყველაზე გემრიელი და მსუბუქი...მომზადება მარტივია და დამერწმუნეთ ძალიან ლამაზი ფერისაა  და გემრიელია....

ინგრედიენტები:
500გრ  გოგრა
100გრ ფქვილი
1 კვერცხი
პარმიჯანო,რამდენიც ეყოფა
ერთი კოვზი კარაქი
მარილი

მომზადება:
გაასუფთავეთ გოგრა და დაჭერით წვრილად.მოათავსეთ ჟარონაზე,მოასხით ცოტაოდენი ზეთი,როზმარინო,მარილი და მოხარშეთ ღუმელში,20/30 წუთი 170°  ზე.
შეამოწმეთ თავად,როცა კარგად დარბილდებიან,გამოღეთ და გააცივეთ.
დააბლენდერეთ,ან უბრალოდ ჩანგლის საშუალებით.უნდა მიიღოთ გოგრის კრემი.მასას დაამატეთ ყველა ინგრედიენტი და მოზილეთ ცომი....
აადუღეთ წყალი ,დაამატეთ მარილი და ცოტაოდენი ზეთი,რომ ერთმანეთზე არ დაეკვრნენ და  ხარშეთ სულ რაღაც 3 წუთი....რეცეპტებს შემოგთავაზებთ <3

ახლა კარჩოფის პერიოდი გვაქვს და ემოგთავაზებთ ბევრჯერ ნაცად რეცეპტს,კარჩოფი,სოკო კრეპებით...მარტივი მოსამზადებელია,კრეპების რეცეპტი შეგიძლიათ ჩემს ბლოგზე ნახოთ კრეპები


ინგრედიენტები : (4 ულუფა)
 5 კარჩოფი
3ს/კ ზეითუნის ზეთი
მარილი
პილპილი
1 კბილი ნიორი
თეთრი ღვინო
20 გრ მშრალი სოკო
პარმიჯანო


ბესამელის რეცეპტი იხილეთ ჩემს ბლოგზე ბესამელი

მომზადება:

კარგად გაასუფთავეთ კარჩოფი და დაჭერით წვრილად.მოათავსეთ ლიმნიან წყალში ცოტა ხანს,რომ არ გაშავდნენ.
ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი და დააწითლეთ ნიორი,შემდეგ ჩაყარეთ კარგად გადაწურული კარჩოფი,დაასხით ცოტაოდენი თეთრი ღვინო,მარილი,პილპილი და მოშუშეთ. სოკო აუცილებლად უნდა დაარბილოთ მოხმარებამდე.დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ 20წთ,შემდეგ კი დაუმატეთ კარჩოფს.
,ამასობაში მოამზადეთ ბესამელი და შეაზავეთ ცოტაოდენი კარჩოფთან ერთად...
კრეპების ცომიც მზადაა.გამოაცხეთ მაღალ ცეცხლზე ,ფუმფულა კრეპები და შეახვიეთ ტოლმის პრინციპით .ჟარონაზე დაასხით ცოტაოდენი ბესამელი და დაალაგეთ გატენილი კრეპები.დარჩენილი ბესამელი და კარჩოფი გადაუსვით მაღლიდან და მოაყარეთ პარმიჯანო...
გამოაცხეთ 180° ზე 20 წთ...
მიირთვით გემრიელად <3




ბესამელი არის მარილიანი კრემი,რომელიც ძალიან ხშირად იხმარება იტალიურ სამზარეულოში...მომზადება ძალიან მარტივია და სულ რაღაც 10 წუთს წაგართმევთ...

ინგრედიენტები:
1ლ რძე
100გრ კარაქი
3ს/კ სავსე ფქვილი
მუსკატის კაკალი
მარილი

მომზადება:
ქვაბში გაადნეთ კარაქი,დაამატეთ ფქვილი და მოშუშეთ ცოტა.შემდეგ ნელა-ნელა დაამატეთ რძე.თქვიფეთ სანამ მასა არ გამკვრივდება....დაუწიეთ ცეცხლს და მოშუშეთ კარგად.ბოლოს დაამატეთ მუსკატის კაკალი და ცოტაოდენი მარილი...
გამოიყენეთ როგორც ლაზანიაში ასევე,ბევრ სხვა უგემრიელეს კერძებში...
დაელოდეთ რეცეპტებს...