ახლა კარჩოფის პერიოდი გვაქვს და ემოგთავაზებთ ბევრჯერ ნაცად რეცეპტს,კარჩოფი,სოკო კრეპებით...მარტივი მოსამზადებელია,კრეპების რეცეპტი შეგიძლიათ ჩემს ბლოგზე ნახოთ კრეპები
ინგრედიენტები : (4 ულუფა)
5 კარჩოფი
3ს/კ ზეითუნის ზეთი
მარილი
პილპილი
1 კბილი ნიორი
თეთრი ღვინო
20 გრ მშრალი სოკო
პარმიჯანო
ბესამელის რეცეპტი იხილეთ ჩემს ბლოგზე ბესამელი
მომზადება:
კარგად გაასუფთავეთ კარჩოფი და დაჭერით წვრილად.მოათავსეთ ლიმნიან წყალში ცოტა ხანს,რომ არ გაშავდნენ.
ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი და დააწითლეთ ნიორი,შემდეგ ჩაყარეთ კარგად გადაწურული კარჩოფი,დაასხით ცოტაოდენი თეთრი ღვინო,მარილი,პილპილი და მოშუშეთ. სოკო აუცილებლად უნდა დაარბილოთ მოხმარებამდე.დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ 20წთ,შემდეგ კი დაუმატეთ კარჩოფს.
,ამასობაში მოამზადეთ ბესამელი და შეაზავეთ ცოტაოდენი კარჩოფთან ერთად...
კრეპების ცომიც მზადაა.გამოაცხეთ მაღალ ცეცხლზე ,ფუმფულა კრეპები და შეახვიეთ ტოლმის პრინციპით .ჟარონაზე დაასხით ცოტაოდენი ბესამელი და დაალაგეთ გატენილი კრეპები.დარჩენილი ბესამელი და კარჩოფი გადაუსვით მაღლიდან და მოაყარეთ პარმიჯანო...
გამოაცხეთ 180° ზე 20 წთ...
მიირთვით გემრიელად <3
Nessun commento:
Posta un commento