Etichette

giovedì 25 agosto 2016

lezione 1
alfabeto italiano-იტალიური ენა შედგება 21 ასოსგან,მათგან 5 ხმოვანი და 16 თანხმოვანი.
ესენია:
A   a   a (ა)
B   b   bi (ბი)
C   c   ci (ჩი)
D   d   di (დი)
E   e   e (ე)
F   f   effe
G   g   gi (ჯი)
H   h   acca (აკკა)
I    i    i (ი)
L   l   elle (ელლე)
M   m   emme (ემმე)
N   n   enne (ენნე)
O   o   o (ო)
P   p   pi (პი)
Q   q   qu (ქუ)
R   r   erre (ერრე)
S   s   esse (ესსე)
T   t   ti (ტი)
U   u   u (უ)
V   v   vu (ვი)
Z   z   zeta (ძეტა)

უცხო ასოები:
J-i lunga-ი ლუნგა (გრძელი ი)
K-cappa-კაპპა
W-doppia w-დოპპია ვუ(ორმაგი ვუ)
X-ics-იქს
Y-ipsilon-იფსილონ

                                                              imparare e parlare-სწავლა და ლაპარაკი
                                           lezione 1 -il sostantivo-გაკვეთილი 1-არსებითი სახელი


მამრობითი (maschile)                           მდედრობითი(femminile)
olio-ზეთი                                                 acqua-(აქუა) წყალი
uomo-კაცი                                                donna-ქალი
delfino-დელფინი                                    tigre-ვეფხვი
armadio-კარადა                                        idea-იდეა
treno-მატარებელი                                   sedia-სკამი

75% მამრობითი სქესის სიტყვები მთავრდებიან მხ.რ. O-ზე  მრ.რ.  I -ზე
 მდედრობითი  მხ.რ. A-ზე და მრ.რ.   E-ზე

არის 25% მამრობითი და მდედრობითი სქესის სიტყვები, რომლებიც მთავრდებიან მხ.რ.   E -ზე  მრ.რ I -ზე
მაგ:
                            singolare (მხოლობითი)                           plurale(მრავლობითი)
                         
                             mese  -თვე                                                     mesi-თვეები
                             ristorante -  რესტორანი                               ristoranti-რესტორნები
                             studente -სტუდენტი                                   studenti-სტუდენტები
                             arte -ხელოვნება                                           arti-ხელოვნება
                             notte-ღამე                                                      notti-ღამეები
                             stazione-საგდური                                        stazioni-სადგურები

სიტყვები,რომლებსაც ბოლოში აქვთ აპოსტროფი,მრავლობით რიცხვში არ იცვლებიან
მაგ:
                            singolare                      plurale
                              caffè- ყავა                         caffè-ყავები
                              città-ქალაქი                     città-ქალაქები
                              menù- მენიუ                     menù-მენიუები
                              venerdì- პარასკევი           venerdì-პარასკევები

                                               


                                             l'aggettivo-ზედსართავი სახელი
არსებობს ზედსართავი სახელების 2 ჯგუფი.
პირველი-სიტყვები რომლებიც მთავრდებიან  O-A-I-E -ზე
მაგ:

                   maschile (მამრობითი)                  femminile-მდედრობითი

famoso-famosi (ცნობილი მამრ.-ცნობილები)    famosa-famose(ცნობილი მდედ.-ცნობილები)
italiano-italiani (იტალიელი მამრ.-იტალიელები)    italiana-italiane(იტალიელი მდედ.-იტალიელები)
piccolo-piccoli(პატარა მამრ.-პატარები)       piccola-piccole(პატარა მდედ.-პატარები)
rosso-rossi (წითელი მამრ.-წითლები)          rossa-rosse(წითელი მდედ.-წითლები)
tutto-tutti(ყველა მამრ.-ყველა)               tutta-tutte(ყველა მდედ.-ყველა)

მეორე-სიტყვები რომლებიც ბოლოვდებიან  E-I - ზე
მაგ:
                                   singolare- მხოლობითი -მრავლობითი-plurale

forte-forti(ძლიერი-ძლიერები)
giaponese-giaponesi(იაპონელი-იაპონელები)
grande-grandi(დიდი-დიდები)
importante-importanti(მნიშვნელოვანი-მნიშვნელოვნები)
verde-verdi(მწვანე-მწვანეები)

არიან ზედსართავი სახელები, რომლებიც არ იცვლიან ფორმას
მაგ:
                         singolare-მხოლობითი-მრავლობითი-plurale

                          arrosto-arrosto(შემწვარი-შემწვრები)
                          blu-blu (ლურჯი-ლურჯები)
                          dispari-dispari(განუყოფელი-განუყოფლები)
                          pari-pari(თანაბარი-თანაბრები)
                          rosa-rosa(ვარდი-ვარდები)
                         viola-viola(მელნისფერი-მელნისფერები)


რამოდენიმე საჭირო სიტყვა:
ciao-(ჩაო)-მისალმება მეგობრულად
salve-(სალვე)-მისალმება კულტურულად
buongiorno-(ბონჯორნო)-მისალმება,კარგი დღე
buonasera-(ბონასერა)-საღამო მშვიდობისა
buonanotte-(ბონანოტტე)-ღამე მშვიდობისა
arrivederci-(არრივედერჩი)-შეხვედრამდე
addio-(ადდიო)-მშვიდობით
fiore-ყვავილი
luna-მთვარე
cielo-(ჩელო)-ცა
albero-ხე
penna-(პენნა)კალამი
letto-(ლეტტო)-საწოლი
casa-სახლი
giornale-(ჯორნალე)-ჟურნალი
chiave-(კიავე)-გასაღები
stella-(სტელლა)-ვარსკვლავი
foglia-(Fოლია)-ფოთოლი
quaderno-(კუადერნო)-რვეული

დაელოდეთ შემდეგ გაკვეთილს....
წარმატებები.....<3


        







                                       



Dante Alighieri (1265-1321) ცნობილი ნაწარმოები Divina Commedia

იტალიური ენა მომდინარეობს ძველი ლათინური ენიდან და მიეკუთვნება ინდოევროპული ენების ოჯახს.ინდოევროპული ენა ვირტუალური ენაა,ანუ ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით,აწყობილ იქნა რეტროსპექტულად სხვადასხვა ახალი თუ მკვდარი ენებიდან. წარმოიდგინეთ სხვადასხვა ტომები,ევროპასა და აზიაში ქრისტეშობამდე მე-4 მე-3 ათასწლეულების შორის .ხდებოდა დიალექტების გაცვლა,საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესაბამისად.იტალიური ენის წარმოშობა დაახ.მეორე ათასწლეულის ბოლოს,იტალიის ნახევარკუნძულზე იღებს სათავეს.იტალიურმა ენამ მრავალი ცვლილება განიცადა.ეტრუსკებიდან,თანამედროვე(ვულგარულ) იტალიურამდე.იმპერატორი კლაუდიო(1 საუკუნე ქ.შობ-დან)აღნიშნავდა თავის ჩანაწერებში,რომ ეტრუსკული იტალიური ქრისტესობიდან მე-4 საუკუნემდე არსებობდა,ანუ წიგნები,რომლებიც კიდევ ეტრუსკულად იწერებოდა.
ლათინური ენიდან კი მოდერნისტული (ვულგარული) იტალიური.ეს ცვლილება ძალიან რთული აღმოჩნდა იტალიელებისთვის, წლების მანძილზე წიგნებს ისევ ლათინურად წერდნენ,მაგრამ ხალხი ვულგარული იტალიური საუბრობდა და იძულებულები გახდნენ დაეწერათ იტალიური ენა.ლათინურ ენას ქონდა 10 ხმოვანი,აპოსტროფიანი ხმოვნების ჩათვლით.მაგ: "vĕnit" ნიშნავდა " viene"(მოდის) ან "vēnit" და ნიშნავდა "venne" და ა.შ.
სადაც ეს შემოკლებები ამოიღეს და დატოვეს მხოლოდ ხუთი.
ამ ცვლილებების შემდეგ, ენის მოხმარება,ასევე ლიტერატურაში დაიწყეს ქრ.შობ-დან მე-13 საუკუნეში.
პირველი პოეტი,ვინც ვულგარული იტალიური გამოიყენა პოეზიაში იყო,სან ფრანჩესკო დ'ასისი(1181-1226)
დიდი დანტე ალიგიერი,ფრანჩესკო პეტრარკა და ჯოვანი ბოკაჩო ,წერდნენ ვულგარული იტალიურით.
  ამ ცნობების ფონზე,მინდა შემოგთავაზოთ იტალიური  ენის მარტივი გაკვეთილები.მათთვის ვისაც სურს ესტუმროს იტალიას,ან მხოლოდ მათთვის ვისაც უბრალოდ უყვარს იტალიური ენა.

mercoledì 24 agosto 2016

ეს კი ყველასთვის საყვარელი მაიონეზია.დღეს შემოგთავაზებთ უკვერცხო რეცეპტს...მოამზადეთ სულ რაღაც 2 წთ-ში...

ინგრედიენტები:
200მლ მზესუმზირის ზეთი
100მლ სოიას რძე
1 კოვზი მდოგვი
1/2 ს/კ მარილი 1/2 ს/კ ლიმნის წვენი

მომზადება:


თასში მოათავსეთ რძე,მდოგვი და ზეთი.და გათქვიფეთ მიქსერით,მაღალ სიჩქარეზე,სანამ არ გასქელდება.დაამატეთ ლიმნის წვენი და მარილი.გააგრძელეთ თქვეფა,სანამ მაიონეზის მასას არ მიიღებთ.მაიონეზი მზადაა.რატომ უნდა შეიძინოთ,როდესაც მოსამზადებლად ასე ცოტა დროა საჭირო....
დაელოდეთ შემდეგ რეცეპტს....
panini al'olio-ზეთიანი პურები...
ყველაზე ფუმფულა პური.მიირთვით როგორც საუზმედ,პავიდლოსთან ერთად ასევე სადილად და ვახშმად....
მომზადება ძალიან მარტივია და დიდ დროს არ წაგართმევთ...

ინგრედიენტები:
600გრ ფქვილი~
40გრ საფუარი
350მლ თბილი რძე
50მლ ზეთი
2ს/კ მარილი
1ს/კ თაფლი
1 კვერცხი გარედან წასასმელად

მომზადება:
თასში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ერთად,მარილის გარდა.ფქვილი,ზეთი,თაფლი,საფუარი,რძე და მოზილეთ ცომი.როდესაც ფქვილი კარგად გაიხსნება,დაამატეთ მარილი.მოზილეთ ელასტიური ცომი,დაახ.10წთ.
მიეცით ფორმა,დასერეთ შუაში,გადააფარეთ ჩაის ტილო და დატოვეთ ასაფუებლად,სანამ არ გაორმაგდება.
ცომი მზადაა.დაჭერით პატარა ნაჭრეებად,დაახ.55გრ სიდიდის,მიეცით მრგვალი ფორმა და მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე,ერთმანეთის მოშორებით..დატოვეთ ასაფუებლად,სანამ არ გაორმაგდებიან.შემდეგ წაუსვით გათქვეფილი კვერცხის ცილა და გამოაცხეთ  წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 200° ზე დაახ.25წთ.
სახლში გამომცხვარ პურს,სულ სხვა გემო აქვს და რა ჯობია სურნელს,რომელიც სახლშ ი ტრიალებს...
მიირთვით გემრიელად...<3

Plumcake-ბანანის და ნიგვზის საოცარი შერწყმა....გამოიყენეთ ცოტაოდენი შოკოლადი ან ხილის ჩირი....ძალიან მარტივი მოსამზადებელია...

ინგრედიენტები:
250გრ ფქვილი
3 რბილი ბანანი~
100გრ შაქარი
50გრ კარაქი
2 კვერცხი
50გრ შოკოლადის ნამცეცები
50გრ დაკუწული კაკალი
1პ/ჭ ნამცხვრის საფუარი(ან სოდა)
200მლ ნაღები
ცოტაოდენი მარილი

მომზადება:
გაფრცქვენით ბანანი და დაჭერით წვრილად.თასში ჩაყარეთ შაქარი კარაქთან ერთად და გათქვიფეთ.დაამატეთ ნელა-ნელა კვერცხი ,ნაღები და ფქვილი საფუართან ერთად(თუ არ გაქვთ ნამცხვრის საფუარი,მაშინ გამოიყენეთ სოდა).როცა მიიღებთ ცომის ელასტიურ მასას აურიეთ დაჭრილი კაკალი,ბანანი და შოკოლადი...კარგად აურიეთ ხის კოვზის დახმარებით.გადაიტანეთ მზა მასა ცხიმიან და ფქვილიან ფორმაში.გამოაცხეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 165°ზე დაახ.40წთ
მზადაა ნამცხვარი....დატოვეთ გასაგრილებლად,მოაყარეთ ცოტაოდენი შაქრის პუდრი და მიირთვით როგორც საუზმედ ასევე დესერტად....<3




ესეც ფუმფულა სამარხვო ბისკვიტი კაკაოთი,კვერცხის და რძის გარეშე.

ინგრედიენტები:
200გრ ფქვილი
120გრ შაქარი
6გრ ხსნადი ყავა
20გრ კაკაო
50მლ მზესუმზირის ზეთი
270მლ წყალი
1 პ/ჭ ნამცხვრების საფუარი(ან სოდა)

მომზადება:
თასში გაცერით ფქვილი,დაამატეთ შაქარი და კაკაო,კარგად აურიეთ ერთმანეთში ხელის სათქვეფით.წყალში გახსენით ზეთი და ხსნადი ყავა.ნელა-ნელა დაამატეთ ეს მასა ფქვილს,ისე რომ კარგად გაიხსნას .
ცომი მზადაა და გადაიტანეთ ზეთიან და ფქვილიან ფორმაში.გამოაცხეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180°ზე  40წთ.
შეგიძლიათ ბისკვიტი მიირთვათ კლასიკური,ან  მორთოთ ხილის პავიდლოთი.ძალიან ჰაეროვანი და გემრიელია...
დაელოდეთ შემდეგ რეცეპტს <3

TORTA CON PESCE E MANDORLE-ატმის და ნუშის ფუმფულა ნამცხვარი...მარტივი და სწრაფი.მოამზადეთ სულ რაღაც 30 წთ-ში.

ინგრედიენტები:
250გრ ფქვილი
150გრ შაქარი
2 კვერცხი
100მლ ნაღები
150მლ რძე(თუ შესაძლებელია ქოქოსის რძე)
20მლ მზესუმზირის ზეთი
ცოტაოდენი მარილი
ნამცხვრის საფუარი 1პ/ჭ (ან სოდა)
2 ატამი
30გრ დაფერფლილი ნუში

მომზადება:
გაფრცქვენით ატამი და დაჭერით ალყა-ალყა,ძალიან თხლად.თასში გატეხეთ კვერცხი,დაამატეთ მარილი და შაქარი და დაიწყეთ გათქვეფა,ამოიყვანეთ თეთრი მუსი.ნელა-ნელა დაამატეთ ზეთი,ნაღები,რძე და ბოლოს საფუარიანი ფქვილი(საფუარი მხოლოდ ნამცხვრების,თუ არ გაქვთ მაშინ სოდა დაამატეთ თავიდანვე,კვერცხის დამუშავების დროს)
ცომი მზადაა და შეგვიძლია ფორმაში გადავიტანოთ.
ცხიმიან და ფქვილიან ფორმაზე დავასხათ ნახევარი ცომი,დავალაგოთ ერთი ფენა ატამი,შემდეგ მეორე ფენა ცომი,ისევ ატამი და მაღლიდან დაფერფლილი ნუში.
გამოცხეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180° ზე დაახ.40წთ
მიირთვით გემრიელად <3

martedì 23 agosto 2016


 
ciambelline ,graffe  di carnevale-ყველაზე მარტივი გრაფები.მოამზადეთ როგორც მარილიანი ისე კრემიანი და ნუტელას შიგთავსით.

ინგრედიენტები:
600გრ ფქვილი
2 პატარა კვერცხი
250მლ რძე
40გრ შაქარი
60გრ ქონი
6გრ საფუარი
10გრ რომი
1 ლიმნის და 1 ფორთოხლის ცედრა
1/2 ჩ/კ მარილი


მომზადება:
ჩავყაროთ თასში ყველა ინგრედიენტი ერთად.ფქვილი, შაქარი.ქონი,რომი(ან სხვა სახის ალკოჰოლური სასმელი),კვერცხი,საფუარი,ლიმნის და ფორთოხლის ცედრა და თბილი რძე.დაიწყეთ ცომის მოზელა.როცა ცომი შეიკვრება,დაამატეთ მარილი.მოზილეთ ელასტიური ცომი,მიეცით ფორმა,შეფუთეთ და დაასვენეთ 30წთ.
შემდეგ გამოჭერით პატარა ცომები,მიეცით მრგვალი ფორმა,ხელის წრიული მოძრაობით და ფქვილიან დაფაზე დაალაგეთ,ერთმანეთის მოშორებით..შეფუთეთ და დატოვეთ ასაფუებლად 2სთ თბილ ადგილას.
როდესაც ბურთები გაფუვდებიან,საჩვენებელი თითის წრიული მოძრაობით,გაუკეთეთ ნახვრეტი შუაში,ისე რომ ცომი არ დაიჩუტოს,ძალიან ნაზად.
შეწვით ზეთში,საშუალო ცეცხლზე და ამოავლეთ შაქარში.თუ სურვილი გაქვთ შიგთავსი გაუკეთოთ,სანამ ცხელია და ცომი ელასტიურია,გატენეთ ტომარა კრემით ან ნუტელათი და გამოავსეთ.
უგემრიელესი და ძალიან  მსუყე.იტალიაშ ბომბებს ეძახიან..

გემრიელად მიირთვით....<3

mercoledì 3 agosto 2016


SFOGLIATINE ALLE MELE- ესაა ვაშლის უგემრიელესი ნამცხვარი,ფენოვანი ცომით,
ფენოვანი ცომის მოსამზადებლად შემოგთავაზებთ ჩემს კრუასანების რეცეპტს აქ
ძალიან ხრამუნა და გემრიელი.
ვაშლის გარდა შეგიძლიათ სხვა ხილი და პავიდლო გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:
500გრ ფენოვანი ცომი
2 კეხურა ვაშლი
200გრ კრემა პასტიჩერა  აქ
2ს/კ რომი
2ს/კ  ყავისფერი შაქარი
1 კოვზი კარაქი
ცოტაოდენი დარიჩინი
ლიმნის გახეხილი ცედრა და ცოტაოდენი წვენი

მომზადება:

გაფრცქვენით ვაშლი,დაჭერით პატარა კუბიკებად,ჩაყარეთ ქვაბში,დააყარეთ ყველა ინგრედიენტი,ლიმნის წვენი,ცედრა,რომი,შაქარი,კარაქი,დარიჩინი,დადგით დაბალ ცეცხლზე და მოშუშეთ,სანამ არ გაყვითლდება კარგად....გადმოდგით და გააცივეთ ...
ამასობაში გააბრტყელეთ ცომი დაახ.3მმ სიმაღლის.დაჭერით 10სმ სიგანის ნაჭრეები.
აიღეთ ორი ფენოვანი ნაჭერი,ერთზე წაუსვით კრემა პასტიჩერა,დაამატეთ ვაშლი.მეორე ფენა დაჭერით სიგანეზე,შუაში სამ-ოთხგან და გადააფარეთ ზემოდან,კარგად შეუკარით გვერდები.მოათავსეთ პერგმენტის ქაღალდზე ,წაუსვით კვერცხი,ცოტაოდენ რძეში გათქვეფილი .გამოაცხეთ 180° ზე 20წთ,წინასწარ გახურებულ ღუმელში.
ეს ნაზი და ხრამუნა გემო არასდროს დაგავიწყდებათ.<3



PASTICCIOTTI-კიდევ ერთი უმარტივესი ნამცხვარი,რომელიც დილის საუზმეს გაგიმდიდრებთ.შეგიძლიათ ნაირნაირი შიგთავსით მოამზადოთ.როგორც რძის კრემით,ასევე კრემა პასტიჩერა რეცეპტი,ალუბლის მურაბით და კიდევ სხვა მრავალი.ფანტაზია არ დაზოგოთ.იტალიური პასტიჩერიის საიდუმლო,იმაშია,რომ მუდმივად ცდილობენ,რაღაც ახალი გემო შექმნან.

ინგრედიენტები:
250გრ ფქვილი
110გრ ქონი
110გრ შაქარი
1 კვერცხი
ერთი ლიმნის ცედრა(გახეხილი)
1 ჩ/კ სოდა
ცოტაოდენი მარილი

გამოტენეთ სასურველი კრემით...
მე გირჩევთ რძის კრემი და ალუბალი

დაგჭირდებათ პატარა ფორმები.იდეალურია ტარტალეტკების ფორმები,ცოტა ღრმა

მომზადება:
ჩაყარეთ თასში ფქვილი სოდასთან ერთად,დააყარეთ შაქარი,დაუმატეთ ქონი,კვერცხი,მარილი და დაიწყეთ მუშაობა.დაამატეთ გახეხილი ცედრა და მოზილეთ ელასტიური ცომი.მიეცით ფორმა,გაახვიეთ ცელოფანში და დაასვენეთ მაცივარში 1სთ.
ცომი მზადაა.გააბრტყელეთ ცოტაოდენი ფქვილის დახმარებით.ცომი შეიძლება ცოტა დაიშალოს გაბრტყელების დროს,მაგრამ არაუშავს,ააწყვეთ ფორმაში.ცომი უნდა იყოს 3-4მმ სისქის.გამოჭერით ფორმების შესაბამისად,ცოტა დიდები.
წაუსვით კარაქი ფორმებს და გააფქვილიანეთ.მოათავსეთ ცომი შიგნით,დაჩხვლიტეთ და ამოავსეთ სასურველი შიგთავსით კარგად,მაღალი უნდა იყოს კრემი.გადააკარით ცომი მაღლიდან,წინასწარ დაჩხვლეტილი ჩანგლით და პირებზე კარგად დაძეკეთ.
გამოაცხეთ 180° ზე  30წთ,ან სანამ არ დაწითლდებიან.
მიირთვით როგორც ცხელი,ასევე ცივი.როგორც საუზმედ,ასევე დესერტად.
დაელოდეთ შემდეგ რეცეპტს და შეკითხვები თუ გექნებათ დამისვით <3

BEIJINHOS-ყველაზე გემრიელი ქოქოსის ბურთები.მარტივი და სწრაფი.
ვცდილობ ბევრი იდეა მოგაწოდოთ ბავშვებისთვის და თან ისე,რომ ბევრი დრო არ წაგართვათ...გადავინაცვლოთ სამზარეულოში და სანამ დაბრუნებულან სკოლიდან და საბავშვო ბაღიდან,მოვამზადოთ ....

ინგრედიენტები:
1 ქილა სგუშონი
40გრ ქოქოსი
30გრ კარაქი

ამოსავლებად ქოქოსი ,რამდენიც ეყოფა
მიხაკი

მომზადება.:
ქვაბს წაუსვით კარაქი,ჩაასხით სგუშონი,დაამატეთ ქოქოსი და კარაქი.ამოადუღეთ ,სანამ არ შესქელდება,დაბალ ცეცხლზე,გამორთეთ და კარგად გააცივეთ.
ცომი მზადაა.გააკეთეთ პატარა ბურთები და ამოავლეთ ქოქოსში.შუაში გაუკეთეთ ერთი მიხაკი.
მოათავსეთ მაცივარში,თუ სულ არ შემოგეჭამათ)))
გემრიელად მიირთვით <3

SEMIFREDDO TARTUFO BIANCO --ესაა ყველაზე გავრცელებული ნაყინი იტალიაში.არის მარტივი მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი...

ინგრედიენტები ბეზესთვის:
1 კვერცხის ცილა
100გრ შაქრის პუდრა
ცოტაოდენი მარილი
1ჩ/კ ლიმნის წვენი

კრემისთვის:
400გრ კრემა პასტიჩერა (რეცეპტი იხილეთ აქ)
500გრ ნაღები ტკბილი,ან დაუმატეთ 100გრ შაქრის პუდრა
20გრ ხსნადი ყავა
100გრ ბეზე

მომზადება
პირველ რიგში მოამზადეთ ბეზე.ჩაასხით ცილა თასში და ათქვიფეთ,ამატეთ ნელა ნელა შაქარი.როდესაც კრემი ამოვა,დაამატეთ დარჩენილი შაქარი ,ლიმნის წვენი და ამოურიეთ კოვზით,სანამ არ მიიღებთ პრიალა ბეზეს.
მეორე თასში ჩაასხით ცივი ნაღები და ამოიყვანეთ.გაყავით ნაღები ორად.ერთს დაუმატეთ ნახევარი კრემა პასტიჩერა და კარგად აურიეთ კოვზით,შემდეგ კი დაამატეთ ბეზე(მოიტოვეთ ცოტაოდენი გულისთვის)ისევ აურიეთ კარგად.მეორე  თასში ნაღებს დაამატეთ დარჩენილი კრემა პასტიჩერა და კარგად ამოურიეთ კოვზით,დაუმატეთ ხსნადი ყავა და ბოლოს დარჩენილი ბეზე..
აიღეთ ალუმინის ღრმა,მრგვალი თასი,20სმ დიამეტრის(საშუალო ზომის) ჩააფინეთ წებო-ცელოფანი და წაუსვით ყვითელი კრემი ერთი ფენა,შემდეგ კი ამოავსეთ ყავიანი კრემით.ბოლოს დააფარეთ მორჩენილი ყვითელი კრემი და მოასწორეთ დანით კარგად.შედეთ საყინულეში 3-4სთ.
ტარტუფო მზადაა.გადმოაბრუნეთ თეფშზე,მოაცალეთ ცელოფანი და ამოავლეთ,დაფხვნილ ბეზეში.
მიირთვით გემრიელად <3

Viennetta-უგემრიელესი და უმარტივესი ნაყინი.მოამზადეთ სახლში.

ინგრედიენტები:
100გრ შავი შოკოლადი
35გრ კვერცხის ცილა
70გრ შაქრის პუდრა
1ჩ/კ ლიმნის წვენი
500გრ ნაღები ტკბილი თუ ვერ ნახავთ ,მაშინ აურიეთ 100გრ შაქრის პუდრი
10მლ რომი
100გრ კარამელი
50გრ წვრილად დაჭრილი თხილი

მომზადება:
პირველ რიგში გაადნეთ შოკოლადი ორთქლზე,გამოჭერით ფორმის ზომაზე პერგამენტი, წაუსვით  4 თხელი ფენა და გააშრეთ საყინულეში
ძალიან თხელი ფენები უნდა იყოს.შემდეგ კი სანამ შოკოლადი ცივდება,მოვამზადოთ კრემი.
თასში ჩაასხით ცილა და გათქვიფეთ კარგად.აურიეთ შაქრის პუდრა ნელა ნელა.ძალიან ნაზი კრემი უნდა მიიღოთ.დაამატეთ ლიმნის წვენი და დარჩენილი შაქრის პუდრი,ამოურიეთ კოვზით კარგად.მეორე თასში გათქვიფეთ ნაღები ..როცა მკვრივი ცომი ამოვა,დაუმატეთ რომი და გათქვეფილი ცილა,ნელა ნელა ამოურიეთ კოვზით,დაბლიდან მაღლა.
ფორმაში ჩაუფინეთ პერგამენტი,ჩადეთ ერთი ფენა შოკოლადი,გატენეთ ტომარა კრემით და დააფარეთ კრემის ერთი ფენა ზემოდან.დაადეთ მეორე ფენა შოკოლადი,დაასხით ცოტაოდენი კარამელი და მოაყარეთ თხილი.იგივე გაიმეორეთ ორჯერ და ბოლოს დაფარეთ კრემით ზემოდან.მოათავსეთ საყინულეში დაახ.5სთ.
მზადაა ნაყინის ტორტი.გადმოაბრუნეთ თეფშზე და მოაცალეთ ქაღალდი.თუ შემოგრჩათ კრემი ,მორთეთ გარედან.
მიირთვით გემრიელად ეს არაჩეულებრივი ტორტი და გამიზიარეთ თქვენი აზრი.
დაელოდეთ შემდეგ რეცეპტს <3