Etichette

mercoledì 3 agosto 2016


PASTICCIOTTI-კიდევ ერთი უმარტივესი ნამცხვარი,რომელიც დილის საუზმეს გაგიმდიდრებთ.შეგიძლიათ ნაირნაირი შიგთავსით მოამზადოთ.როგორც რძის კრემით,ასევე კრემა პასტიჩერა რეცეპტი,ალუბლის მურაბით და კიდევ სხვა მრავალი.ფანტაზია არ დაზოგოთ.იტალიური პასტიჩერიის საიდუმლო,იმაშია,რომ მუდმივად ცდილობენ,რაღაც ახალი გემო შექმნან.

ინგრედიენტები:
250გრ ფქვილი
110გრ ქონი
110გრ შაქარი
1 კვერცხი
ერთი ლიმნის ცედრა(გახეხილი)
1 ჩ/კ სოდა
ცოტაოდენი მარილი

გამოტენეთ სასურველი კრემით...
მე გირჩევთ რძის კრემი და ალუბალი

დაგჭირდებათ პატარა ფორმები.იდეალურია ტარტალეტკების ფორმები,ცოტა ღრმა

მომზადება:
ჩაყარეთ თასში ფქვილი სოდასთან ერთად,დააყარეთ შაქარი,დაუმატეთ ქონი,კვერცხი,მარილი და დაიწყეთ მუშაობა.დაამატეთ გახეხილი ცედრა და მოზილეთ ელასტიური ცომი.მიეცით ფორმა,გაახვიეთ ცელოფანში და დაასვენეთ მაცივარში 1სთ.
ცომი მზადაა.გააბრტყელეთ ცოტაოდენი ფქვილის დახმარებით.ცომი შეიძლება ცოტა დაიშალოს გაბრტყელების დროს,მაგრამ არაუშავს,ააწყვეთ ფორმაში.ცომი უნდა იყოს 3-4მმ სისქის.გამოჭერით ფორმების შესაბამისად,ცოტა დიდები.
წაუსვით კარაქი ფორმებს და გააფქვილიანეთ.მოათავსეთ ცომი შიგნით,დაჩხვლიტეთ და ამოავსეთ სასურველი შიგთავსით კარგად,მაღალი უნდა იყოს კრემი.გადააკარით ცომი მაღლიდან,წინასწარ დაჩხვლეტილი ჩანგლით და პირებზე კარგად დაძეკეთ.
გამოაცხეთ 180° ზე  30წთ,ან სანამ არ დაწითლდებიან.
მიირთვით როგორც ცხელი,ასევე ცივი.როგორც საუზმედ,ასევე დესერტად.
დაელოდეთ შემდეგ რეცეპტს და შეკითხვები თუ გექნებათ დამისვით <3

Nessun commento:

Posta un commento