Etichette
- pasticceria (31)
- antipasti (17)
- pane (16)
- primi piatti (12)
- street food (8)
- bevande (7)
- pasta fresca (7)
- torte salate (6)
- vita sana (5)
- creme (4)
- diete (2)
- gelati (2)
- lingua italiana (2)
martedì 30 maggio 2017
კრემების მოყვარულთათვის კრემა პასტიჩერა ნაღებით.
ინგრედიენტები:
130გრ შაქარი
2 კვერცხის გული
40გრ სიმინდის სახამებელი
150გრ ნაღები
300მლ რძე
ვანილი
მომზადება:
თასში ჩაყარეთ შაქარი, დაამატეთ კვერცხის გული და ქვიფეთ სანამ არ იქცევა ერთ მასად. რძეს შეურიეთ ნაღები და ვანილი და დადგით საშუალო ცეცხლზე ასადუღებლად. როდესაც რძე ადუღდება გადავიტანოთ კვერცხის მასა შიგნით და კარგად ამოვურიოთ, დავუწიოთ ცეცხლს , დავამატოთ სიმინდის სახამებელი და ვურიოთ გაუჩერებლად სანამ კრემი არ გახდება სქელი. გააცივეთ კრემი და გამოიყენეთ ნამცხვრებში, ძალიან გემრიელია
ზაფხულიც კარს მოგვადგა და ძალიან რთულია ცეცხლთან ახლოს ყოფნა, ამიტომ არსებობს ცივი, მარტივი და სწრაფი ტორტის რეცეპტები, ცხობის გარეშე. დღეს მე შემოგთავაზებთ ქოქოსის ცივ ტორტს.
ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:
150გრ ვანილის ვაფლი
70გრ გამდნარი კარაქი
შიგთავსი:
400გრ ქოქოსის იოგურტი
250გრ მასკარპონე ( თუ ვერ იპოვით სუპერმარკეტებში მოამზადეთ ჩემი რეცეპტით აქ )
150გრ ტკბილი ამოსაყვანი ნაღები
8გრ ჟელატინის ფირფიტა( აქ ეძახიან colla di pesce)
დეკორაციისთვის:
30გრ ქოქოსის ფქვილი
რაფაელოს ბურთები
ნუში
მომზადება:
პატარა ზომის ტორტის ფორმას( ფორმა , რომელსაც ზედა ნაწილი ემაგრება) ,მოვხსნათ ზედა ნაწილი ,ძირში ჩავუფინოთ პერგამენტის ქაღალდი, ისევ დავამაგროთ და წავუსვათ მზესუმზირის ზეთი.გამოვჭრათ პერგამენტის ქაღალდი და ჩავუფინოთ ასევე გვერდებში.
გავატაროთ ვაფლი ბლენდერში, დავუმატოთ კარაქი, კარგად ავურიოთ მასა და გადავიტანოთ ფორმაში. კოვზის დახმარებით კარგად მოვასწოროთ და დავპრესოთ. მოვათავსოთ მაცივარშ 30წთ . ამასობაში მოვამზადოთ კრემი. პირველ რიგში ჩავალბოთ ჟელატინი წყალში. ნაღების მასას გამოვაკლოთ 4ს/კ და გავაცხელოთ,შემდეგ კი უკვე რბილი ჟელატინი კარგად გავწუროთ და გავხსნათ თბილ ნაღებში. ავიღოთ ღრმა თასი, მოვათავსოთ შიგ მასკარპონე, იოგურტი და ნაღები. კარგად გავთქვიფოთ სანამ არ მივიღებთ ფუმფულა მასას. დაამატეთ ჟელატინიანი ნაღები და თქვიფეთ კიდევ რამდენიმე წუთი.კრემი გადაიტანეთ ფორმაში, კარგად მოასწორეთ და დაასვენეთ მაცივარში ერთი ღამე ან მინიმუმ 5სთ.. ტორტი გამოიღეთ მაცივრიდან ,მოაცალეთ ზედა ნაწილი ფორმას, ასევე პერგამენტის გაღალდი. მოაყარეთ ტორტს ქოქოსის ფქვილი,გაანაწილეთ რაფაელო და ნუში ზემოდან. ტორტი მზადაა დასაგემოვნებლად... ესეც ჩვენი ცხელი ზაფხულის ცივი რეცეპტი ....

Aggiungi didascalia |
ინგრედიენტები:
500გრ ფქვილი
60გრ შაქარი
2 კვერცხი
8გრ ახალი საფუარი ან 1ს/კ მშრალი საფუარი
150მლ თბილი რძე
80გრ კარაქი
1 ლიმნის გახეხილი ცედრა
5გრ მარილი
ზემოდან:
1 კვერცხის გული და 2ს/კ რძე
შიგთავსი:
კრემა პასტიჩერა 200გრ( აქ )
30გრ შაქრის გრანულები
შაქრის პუდრი, რამდენიც მოუნდება
მომზადება:
გაალღვეთ კარგად საფუარი რძეში. თუ გაქვთ ცომის საზელი რობოტი, თუ არადა მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, ცედრა, კვერცხი და ამატეთ რძე. მოზილეთ ფუმფულა ცომი, ბოლოს ვამატებთ მარილს და ოთახის ტემპერატურის კარაქს. როდესაც ცომი გახდება ელასტიური, მიეცით ფორმა , შეფუთეთ ცელოფანში და დატოვეთ სანამ ცომი არ გაორმაგდება. ცომი მზადაა, გადავიტანოთ სამუშაო მაგიდაზე, ფორმა მივცეთ და გამოვჭრათ დაახ. 50გრ სიდიდის ნაჭრეები. ვიმუშაოთ კარგად თითოეულ საჭერზე, მივცეთ მრგვალი ფორმა, ქვეშიდან შეკეცვით. გადაიტანეთ ბურთულები პერგამენტიან ჟარონაზე , წაუსვით კვერცხის და რძის ნაზავი, დატოვეთ თბილად 1სთ.
სანამ გამოვაცხობთ, ცომის შუაში დანის თხელი წვერით გამოვსახოთ ჯვრები და ამოვავსოთ კრემით, მოაყარეთ ასევე შაქრის გრანულები და გამოაცხეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180° ზე 20წთ. ფუნთუშებმა უნდა მიიღონ მოწითალო ფერი. ვენეციურები ფუნთუშები მზადაა ....მოაყარეთ ასევე ცოტაოდენი შაქრის პუდრი ზემოდან.
ეს კი ყველასთვის საყვარელი სგუშონია, რომლის სახლში მომზადებასაც მე გასწავლით.
ყველასთვის საყვარელი სგუშონის პატარა საიდუმლოებები
ინგრედიენტები:
400მლ რძე
300გრ შაქრის პუდრა
40გრ კარაქი
სტერილიზებული ქილა
მომზადება:
პატარა ზომის ქვაბში ჩაყარეთ შაქრის პუდრა, კარაქი და დაამატეთ რძე, დადგით საშუალო ცეცხლზე. ურიეთ გამუდმებით, სანამ რძე არ შესქელდება, დაახ. 10/15 წუთში.გადაიტანეთ ქილაში და გააცივეთ კარგად. გაციებისას კიდევ უფრო შესქელდება... სგუშონი მზადაა თქვენი უგემრიელესი ნამცხვრებისთვის <3

ეს ტორტების დასანამი სეროფია, რომელსაც იტალიურ პასტიჩერიებში იყენებენ.
ინგრედიენტები:
2 ლიმონი
2 ფორთოხალი
150გრ შაქარი
ვანილის ღერო
500მლ წყალი
მომზადება:
პირველ რიგში მოვაცალოთ ცედრა ლიმონს და ფორთოხალს,ისე რომ თეთრი მხარე არ აყვეს, რაც შეიძლება თხლად. პატარა ზომის ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, ჩააგდეთ შუაზე გაყოფილი ვანილის ღერო(სიგრძეზე უნდა გაჭრათ შუაში) დავამატოთ ლიმნის და ფორთოხლის ცედრა და დავამატოთ წყალი. დადგით საშუალო ცეცხლზე და დაელოდეთ სანამ შაქარი არ გალღვება და არ ადუღდება. გამორთეთ და გააცივეთ კარგად. ცივი მასა გადაწურეთ ფილტრში, ან მარლაში. სეროფი მზადაა თქვენი საუკეთესო ტორტების დასანამად... აუცილებლად ცადეთ.

მოგესალმებთ მეგობრებო და დიდი პაუზის შემდეგ გთავაზობთ ახალ გემრიელ რეცეპტებს.ალბათ ყველას გინახავთ სუპერმარკეტში ხახვის ნედლი ფოჩების შეკვრა,მე ვერასდროს ვიგებდი რაში იყენებდნენ,მერე როგორც გავიგე არ ყოფილა ხახვი.იტალიელებს,როგორც ვიცით ძალიან უყვართ მხალეული და მათი დიდი არჩევანი გვაქვს.აგრეტი კი ერთერთი მხალეულია, ხახვის ოჯახიდან, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს . საუკეთესოა მარილიანი ტორტების შიგთავსისთის. ამიტომ მე დღეს შემოგთვაზებთ ერთერთ მარტივ რეცეპტს,თქვენი სამზარეულოს მრავალფეროვნებითვის.
ინგრედიენტები:
1 შეკვრა აგრეტტი
300გრ ხაჭო
5 კვერცხი
50გრ პარმიჯანო
50გრ დამბალი პური
2ს/კ ზეითუნის ზეთი
მარილი
პილპილი
მომზადება:
პირველ რიგში გავარჩიოთ აგრეტტი, მოვაშოროთ ფესვი და შეყვითლებული ნაწილები და რამოდენიმეჯერ გავრეცხოთ გამდინარე წყალში.მოხარშეთ ადუღებულ, მარილიან წყალში 5წთ. გადაწურეთ და დატოვეთ თასში გასაციებლად, რამოდენიმე წუთი. როცა მხალი გაცივდება დაამატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი,პური, პარმიჯანო, ხაჭო და კარგად აურიეთ მასა. გამოსაცხობ ჟარონაზე წაუსვით ცოტაოდენი ზეთი და მასა გადაიტანეთ ზედ. კარგად გაანაწილეთ და გამოაცხვეთ 180° ზე 25/30 წუთი, ან სანამ მოწითალო ფერს არ მიიღებს. ტორტი მზადაა.მიირთვით როგორც ცხელი ასევე ცივი <3

Iscriviti a:
Post (Atom)