ეს ტორტების დასანამი სეროფია, რომელსაც იტალიურ პასტიჩერიებში იყენებენ.
ინგრედიენტები:
2 ლიმონი
2 ფორთოხალი
150გრ შაქარი
ვანილის ღერო
500მლ წყალი
მომზადება:
პირველ რიგში მოვაცალოთ ცედრა ლიმონს და ფორთოხალს,ისე რომ თეთრი მხარე არ აყვეს, რაც შეიძლება თხლად. პატარა ზომის ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, ჩააგდეთ შუაზე გაყოფილი ვანილის ღერო(სიგრძეზე უნდა გაჭრათ შუაში) დავამატოთ ლიმნის და ფორთოხლის ცედრა და დავამატოთ წყალი. დადგით საშუალო ცეცხლზე და დაელოდეთ სანამ შაქარი არ გალღვება და არ ადუღდება. გამორთეთ და გააცივეთ კარგად. ცივი მასა გადაწურეთ ფილტრში, ან მარლაში. სეროფი მზადაა თქვენი საუკეთესო ტორტების დასანამად... აუცილებლად ცადეთ.
Nessun commento:
Posta un commento