Etichette

martedì 30 maggio 2017

ზაფხულიც კარს მოგვადგა და ძალიან რთულია ცეცხლთან ახლოს ყოფნა, ამიტომ არსებობს ცივი, მარტივი და სწრაფი ტორტის რეცეპტები, ცხობის გარეშე. დღეს მე შემოგთავაზებთ ქოქოსის ცივ ტორტს.


ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:
 150გრ ვანილის ვაფლი
70გრ გამდნარი კარაქი

შიგთავსი:
400გრ ქოქოსის იოგურტი
250გრ მასკარპონე ( თუ ვერ იპოვით სუპერმარკეტებში მოამზადეთ ჩემი რეცეპტით აქ )
150გრ ტკბილი ამოსაყვანი ნაღები
8გრ ჟელატინის ფირფიტა( აქ ეძახიან  colla di pesce)

დეკორაციისთვის:
30გრ ქოქოსის ფქვილი
რაფაელოს ბურთები 
ნუში

მომზადება:
 პატარა ზომის ტორტის ფორმას( ფორმა , რომელსაც ზედა ნაწილი ემაგრება) ,მოვხსნათ ზედა ნაწილი ,ძირში ჩავუფინოთ პერგამენტის ქაღალდი, ისევ დავამაგროთ და წავუსვათ მზესუმზირის ზეთი.გამოვჭრათ პერგამენტის ქაღალდი და ჩავუფინოთ ასევე გვერდებში. 
გავატაროთ ვაფლი ბლენდერში, დავუმატოთ კარაქი, კარგად ავურიოთ მასა და გადავიტანოთ ფორმაში. კოვზის დახმარებით კარგად მოვასწოროთ და დავპრესოთ. მოვათავსოთ მაცივარშ 30წთ . ამასობაში მოვამზადოთ კრემი. პირველ რიგში ჩავალბოთ ჟელატინი წყალში. ნაღების მასას გამოვაკლოთ 4ს/კ და გავაცხელოთ,შემდეგ კი უკვე რბილი ჟელატინი კარგად გავწუროთ და გავხსნათ თბილ ნაღებში. ავიღოთ ღრმა თასი, მოვათავსოთ შიგ მასკარპონე, იოგურტი და ნაღები. კარგად გავთქვიფოთ სანამ არ მივიღებთ ფუმფულა მასას. დაამატეთ ჟელატინიანი ნაღები და თქვიფეთ კიდევ რამდენიმე წუთი.კრემი გადაიტანეთ ფორმაში, კარგად მოასწორეთ და დაასვენეთ მაცივარში ერთი ღამე ან მინიმუმ 5სთ.. ტორტი გამოიღეთ მაცივრიდან ,მოაცალეთ ზედა ნაწილი ფორმას, ასევე პერგამენტის გაღალდი. მოაყარეთ ტორტს ქოქოსის ფქვილი,გაანაწილეთ რაფაელო და ნუში ზემოდან. ტორტი მზადაა დასაგემოვნებლად... ესეც ჩვენი ცხელი ზაფხულის ცივი რეცეპტი ....

Nessun commento:

Posta un commento