Etichette

martedì 30 maggio 2017

Aggiungi didascalia
ესენი ვენეციური ფუნთუშებია კრემა პასტიჩერათი. თქვენი მშვიდი საუზმისთვის, რომელიც ცოტა ხნით მოგახვედრებთ ვენეციურ პატარა კაფეში სან მარკოს მოედანთან ან გონდოლაში )))<3


ინგრედიენტები:
500გრ ფქვილი
60გრ შაქარი
2 კვერცხი
8გრ ახალი საფუარი ან 1ს/კ მშრალი საფუარი
150მლ თბილი რძე
80გრ კარაქი
1 ლიმნის გახეხილი ცედრა
5გრ მარილი

ზემოდან:
1 კვერცხის გული და 2ს/კ რძე

შიგთავსი:
კრემა პასტიჩერა 200გრ( აქ  )
30გრ შაქრის გრანულები
შაქრის პუდრი, რამდენიც მოუნდება

მომზადება:
გაალღვეთ კარგად  საფუარი რძეში. თუ გაქვთ ცომის საზელი რობოტი, თუ არადა მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, ცედრა, კვერცხი და ამატეთ რძე. მოზილეთ ფუმფულა ცომი, ბოლოს ვამატებთ მარილს და ოთახის ტემპერატურის კარაქს. როდესაც ცომი გახდება ელასტიური, მიეცით ფორმა , შეფუთეთ  ცელოფანში და დატოვეთ სანამ ცომი არ გაორმაგდება. ცომი მზადაა, გადავიტანოთ სამუშაო მაგიდაზე, ფორმა მივცეთ და გამოვჭრათ დაახ. 50გრ სიდიდის  ნაჭრეები. ვიმუშაოთ კარგად თითოეულ საჭერზე, მივცეთ მრგვალი ფორმა, ქვეშიდან შეკეცვით. გადაიტანეთ ბურთულები პერგამენტიან ჟარონაზე , წაუსვით კვერცხის და რძის ნაზავი, დატოვეთ თბილად 1სთ.
სანამ გამოვაცხობთ, ცომის შუაში დანის თხელი წვერით გამოვსახოთ ჯვრები და ამოვავსოთ კრემით, მოაყარეთ ასევე შაქრის გრანულები და გამოაცხეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180° ზე 20წთ. ფუნთუშებმა უნდა მიიღონ მოწითალო ფერი. ვენეციურები ფუნთუშები მზადაა ....მოაყარეთ ასევე ცოტაოდენი შაქრის პუდრი ზემოდან.



Nessun commento:

Posta un commento