Etichette

martedì 30 maggio 2017

მოგესალმებთ მეგობრებო და დიდი პაუზის შემდეგ გთავაზობთ ახალ გემრიელ რეცეპტებს.ალბათ ყველას გინახავთ სუპერმარკეტში ხახვის ნედლი ფოჩების შეკვრა,მე ვერასდროს ვიგებდი რაში იყენებდნენ,მერე როგორც გავიგე არ ყოფილა ხახვი.იტალიელებს,როგორც ვიცით ძალიან უყვართ მხალეული და მათი დიდი არჩევანი გვაქვს.აგრეტი კი ერთერთი მხალეულია, ხახვის ოჯახიდან, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს . საუკეთესოა მარილიანი ტორტების შიგთავსისთის. ამიტომ მე დღეს შემოგთვაზებთ ერთერთ მარტივ რეცეპტს,თქვენი სამზარეულოს მრავალფეროვნებითვის.


ინგრედიენტები:
1 შეკვრა აგრეტტი
300გრ ხაჭო
5 კვერცხი
50გრ პარმიჯანო
50გრ დამბალი პური
2ს/კ ზეითუნის ზეთი
მარილი 
პილპილი

მომზადება:
პირველ რიგში გავარჩიოთ აგრეტტი, მოვაშოროთ ფესვი და შეყვითლებული ნაწილები და რამოდენიმეჯერ გავრეცხოთ გამდინარე წყალში.მოხარშეთ ადუღებულ, მარილიან წყალში 5წთ. გადაწურეთ და დატოვეთ თასში გასაციებლად, რამოდენიმე წუთი. როცა მხალი გაცივდება დაამატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი,პური, პარმიჯანო, ხაჭო და კარგად აურიეთ მასა. გამოსაცხობ ჟარონაზე წაუსვით ცოტაოდენი ზეთი და მასა გადაიტანეთ ზედ. კარგად გაანაწილეთ და  გამოაცხვეთ  180° ზე 25/30 წუთი, ან სანამ მოწითალო ფერს არ მიიღებს. ტორტი მზადაა.მიირთვით როგორც ცხელი ასევე ცივი <3

Nessun commento:

Posta un commento