Etichette

martedì 19 novembre 2019


დიეტა მათთვის ვისაც ფეხმძიმედ უნდა დარჩეს

უშვილობის პრობლემა შეიძლება დამოკიდებული იყოს არასწორ კვებაზეც და იმაზეც, რომ თქვენს ორგანიზმს აკლია ესა თუ ისე ვიტანიმები, რომელთა შევსებაც აუცილებელია იმისთვის რომ დარჩეთ ფეხმძიმედ. Harvard Medical School di Cambridge ის კვლევით დამტკიცდა  საკვების და განაყოფიერების მჭიდრო კავშირი.
 ჯანსაღი დიეტა,  ვისაც სურს შვილის გაჩენა.

რას ნიშნავს დიეტა განაყოფიერებისთვის
შეისწავლეს  მეცნიერებმა, რომ ხშირად ქალების პრობლემა , რომ დარჩნენ ფეხმძიმედ არის ფოლიკოლარულ პრობლემასთან კავშირში, ანუ როდესაც ქალის ორგანიზმი ვერ ამწიფებს კვერცხუჯრედს. ეს პრობლემა შეიძლება მოიგვაროთ სწორი კვებით.

პირველ რიგში თუ გინდათ რომ ფეხმძიმედ დარჩეთ, არ უნდა გაწუხებდეთ არც ჭარბი წონა და არც ძალიან გამხდარი არ უნდა იყოთ, აუცილებელია იდეალური წონა.

ხელის შემწყობი ვიტამინები

ომეგა 3 -ეხმარება კვერცხუჯრედის მომწიფებას
ცინკი-მნიშვნელოვანია ფერმენტების აქტივობისთვის
E ვიტამინი- ეს ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია
მაგნიუმი, რკინა, ცინკი-აუცილებელია რადგან სპერმატოზოიდების სწრაფ მოძრაობას უწყობს ხელს და ასევე ანემიის რისკს ამცირებს
ნახშირწყლები-მნიშვნელოვანია დიეტის დროს, მაგრამ ვისაც კუჭის მონელების პრობლემები გაქვთ ფრთხილად პურეულთან
ფოლიუმის მჟავა- მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს უჯრედების ზრდას
C და B ვიტამინი- ამ ორ ვიტამინს დიდი როლი უკავია ჩენს ორგანიზმში და განსაკუთრებით C ვიტამინი, იმიტომ რომ ანტიოქსიდანტია
A ვიტამინი-  აუცილებელია გარანტირებული სპერმატოგენეზისათვის

სწორად არჩეული საკვები განაყოფიერებისთვის
დავიწყოთ ომეგა 3 ით. ანუ მნიშვნელოვანია მივირთვათ თევზი, დიდ ფოთლიანი მცენარეები ( ისპანახი, ჭარხლის ფოთოლი, სალათის ფურცლები, თალგამის ფოთოლი) ზეითუნის ზეთი და მშრალი ხილი

A ვიტამინით მდიდარი საკვებია სტაფილო, წითელი და მწვანე კომბოსტო და კარალიოკი.
B ვიტამინით კი, განსაკუთრებით B9 ფოლიუმის მჟავა და B12 მდიდარია ხორცი. არამარტო ღორი, ძროხა და ბატკანი, ასევე ორაგული.

ფოლიუმის მჟავით მდიდარია ისპანახი, სატაცური, სალათი, პომიდორი, მარცვლეული, ხილი (განსაკუთრებით კივი, მარწყვი და ფორთოხალი) და მშრალი ხილი ( კაკალი, ნუში)
აუცილებელია ასევე არ გადავამეტოთ Cვიტამინი, მაქსიმუმ 1000მგ დღეში. გადამეტება იწვევს საშვილოსნოს ყელის ლორწოს გამოშრობას.

ცილები აუცილებელია კუნთოვანი სისტემის გაუმჯობესებისთვის, ნუტრიციონისტების რჩევაა ცხოველური ცხიმების მაგივრად, მცენარეული ცხიმების მიღება . ( მარცვლეული მცენარეები. ლობიო, ბარდა და ა.შ)

და ბოლოს აუცილებელია მინერალური მარილების ბალანსი. ცინკი ეხმარება ჰორმონების ბალანსს, და რკინა ამცირებს მუცლის მოშორების რისკს.
განსაკუთრებით Co-Enzima Q10 რომელიც გვხვდება ქათმის ხორცში, არაქისში, ისპანახში, მარწყვისა და ფორთოხლის წვენში

რა უნდა გამოვრიცხოთ დიეტის დროს
არ უნდა ავკრძალოთ ცხიმები, მაგრამ ავარჩიოთ სწორად.
შემწვარი საკვები და მარგარინის ხშირი მოხმარება აქვეითებს განაყოფიერებას.
აკრძალეთ ალკოჰოლის და სიგარეტის მოხმარება.
ასევე გრძელვადიანი ქილის საკვები.

მადლობა და დაელოდეთ შემდეგ სტატიას

წყარო: MELAROSSA

9 რჩევა თუ როგორ დავიკლოთ  კვირაში ერთი კილო ზედმეტი შეზღუდვების გარეშე

წონაში რომ ნატურალურად დავიკლოთ, ამისათვის საჭიროა მოთმინება და სწრაფი დიეტებისგან თავის შეკავება. ასე შესაძლებელია კვირაში 1 კილოგრამის მოკლება.

ამიტომ სასწაულმოქმედი დიეტები, რომლებიც კვირაში რამოდენიმე კილოს გაკლებინებთ, თითქმის შეუძლებელია თქვენი ორგანიზმისთვის და ასევე დიდი ზიანი მოაქვს.
იმისთვის რომ კვირაში ერთი კილო დაიკლოთ, ამისთვის ორგანიზმმა უნდა დაწვას 7000 კალორია, ანუ დღეში 1000 კალორია, რომელიც  არ წარმოადგენს პრობლემას.
ანუ შენ გაქვს 7000 კალორია, 7 დღე და ნაკლები სტრესი. მთავარია მიზანი და მოთმინება. კვირის ბოლოს შედეგი კი აუცილებლად წაგახალისებთ.


დავიწყოთ!


1. ფიზიკური დატვირთვა
ფიზიკური დატვირთვა არამარტო წონის შენარჩუნებას, არამედ მეტაბოლიზმის და გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას უწყობს ხელს (მხოლოდ სიარულიც კი) დღის მანძილზე აუცილებელი არაა სპორტით დაკავდეთ, უბრალოდ შეგიძლიათ  ლიფტის მაგივრად ფეხით აიაროთ კიბეები და სახლში ნაკლები დრო გაატაროთ დივანზე.

2. იკვებეთ სწორად
იმისთვის რომ ეს ერთი კილო დავიკლოთ აუცილებელი  არაა ვჭამოთ ნაკლები, მაგრამ ვჭამოთ სწორად შერჩეული საკვები.
აუცილებელია მენიუ  იყოს მრავალფეროვანი, ნაკლები დამწვარი ცხიმი , სანელები და სოუზები.

3.არ აიწონოთ
უმჯობესია არ აიწონოთ ყოველ დღე, იმიტომ რომ წონა იცვლება სითხის მიღების და კარგვის დროს, ამიტომ შეუძლებელია ზუსტი წონის დაფიქსირება ყოველ დღე.
დიეტა თუ მოქმედებს, იგრძნობთ აუცილებლად სიმსუბუქეს და მიხვდებით როცა ჯინსი უფრო კომფორტულად შეგეკვრებათ.

4.სვით ბევრი
იმისთის რომ წონაში დაიკლოთ საჭიროა მინიმუმ 1,5ლ წყალი დღეში. წყალი აოკებს შიმშილს, ხელს უწყობს მონელებას და ატენიანებს ორგანიზმს.

5.იცოდე რას ჭამ და რამდენს
არაა მარტივი იცოდე ნუტრიციულად რას მიირთმევთ. ჩემს ბლოგზე ნახავთ პროდუქტების კალორიულ  ჩამონათვალს, რითიც შეგიძლიათ გაიგოთ რას მიირთმევთ და როგორ დაარეგულიროთ მათი რაოდენობა. 
გამორიცხეთ მაღალ კალორიული და ცხიმიანი საკვები, ჭამეთ მხოლოდ მაშინ თუ გულით გინდათ, რადგან მნიშვნელოვანია იყოთ ბედნიერი და არა დასტრესილი.

6. არა გაზიან სასმელებს
აუცილებელია ნულზე დაიყვანოთ გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები

7. აუცილებელია წახემსება
აუცილებელია დღის მანძილზე ორჯერ მაინც წაიხემსოთ, რომ ძალიან არ მოგშივდეთ და სადილად და ვახშმად ბევრი არ მოგივიდეთ.

8.არ იჩქაროთ
აუცილებელია ჭამოთ ნელა და დაღეჭოთ კარგად, იმისთვის რომ კუჭმა ადვილად მოინელოს.  თავი რომ დანაყრებულად იგრძნოთ, ტვინს ამისათვის ჭირდება 20წთ, ამიტომ მიეცით დრო თქვენს ორგანიზმს გაიაზროს რამდენი ჭამეთ

9.დაისვენეთ
აუცილებელია ღამით მინიმუმ 7-8 საათი ძილი, იმისთვის რომ მეორე დღეს ორგანიზმმა შეძლოს კალორიების  დაწვა, ანუ აიღოს დღიური ენერგიის მარაგი.

თუ ამ წესებს დაიცავთ, ძალიან მარტივად ჩადგებით ფორმაში, ყველანაირი ძალისხმევის გარეშე.

წარმატებები და დაელოდეთ შემდეგ სტატიას.

წყარო:MELAROSSA

სწრაფი დიეტები და რისკი. რა ზიანი შეიძლება მოუტანონ ჩვენს ორგანიზმს!

ხშირად იმის მაგივრად რომ სწორად ვიკვებოთ, არ გადავამეტოთ და ვაკონრტოლოთ თავი, ვამჯობინებთ სწრაფ დიეტებს. ხან თავად ვიგონებთ დიეტებს, ხან მეგობრებს ვთხოვთ რჩევას, ხანაც ინტერნეტში ვეძებთ საშველს.
sos !
ახლა იმის შესახებ თუ რა საფრთხეს უქმნით ორგანიზმს ასეთი დიეტებით.


ანუ რა იმალება გამოგონილი დიეტების უკან?

ყველაზე სახიფათოა ის რომ ძალიან ცოტას მიირთმევთ. ზოგი მხოლოდ მოხარშულს და შეუნელებელ ბოსტნეულს ჭამს, ზოგი  არც  სადილობს, მაგრამ საღამოს შეიძლება მაგიდაც შემოეჭამოს.
შეიძლება ადამიანმა დიეტის დროს, მეგობრებთან ერთად სადმე წასვლაზეც უარი თქვას, რომ რამე არ შეჭამოს და სასტიკად აკონტროლებენ კვების რაციონს.
ძალიან მკაცრმა დიეტებმა, შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა, მათ შორის დეპრესია.
ყველაზე ხშირი ეფექტი ასეთი დიეტების არის, იო იო ეფექტი.
იო იო ეფექტი ნიშნავს სწრაფი წონის კარგვის შემდეგ, სწრაფი გასუქება. იმიტომ რომ ასეთი დიეტების დიდი ხანი დაცვა შეუძლებელია და როგორც კი თავს გაანებებთ, დაქვეითებული და დასუსტებული ორგანიზმი უალა და ესეც გარმონის ეფექტი,უცებ დაუბრუნდება პირვანდელ ფორმას.


მაგრამ ამით არ დამთავრებულა. ასეთმა დიეტებმა შეიძლება თქვენს სილამაზეს შეუქმნას საფრთხე. სწრაფი დიეტების დროს ორგანიზმი შრება და სუსტდება, ამიტომ თქვენი არასწორი კვება გამოვლინდება კანზე და თმაზე. კანი მარტივად ნაოჭდება და უხეშდება და ასევე თმაც, ნაკლებად მბზინვარეა და ცვენის რისკი იმატებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ავარჩიოთ სწორი დიეტა?
დიეტის დაცვის დროს მნიშვნელოვანი უნდა იყოს ფსიქო- ფიზიკური კეთილდღეობა. აუცილებელია რომ ადამინი დიეტის დროს იღებდეს ყველა საჭირო ნივთიერებას და იყოს ბედნიერი. გამოზომილი ულუფები, გადამეტების გარეშე, საათობრივი კვება,  ჯანსაღი საკვები და რაც მთავარია მოთმინება.
მიირთვით საკვები გამოზომილად, კარგად დაღეჭეთ და გქონდეთ მიზანი, არ იჩქაროთ. სიჩქარეს შედეგი არასდოს მოაქვს, უბრალოდ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ. 

განვიხილოთ აქ ჩამომთვლილი დიეტები და მათი უკუჩვენებები.

1. სკარსდალის დიეტა.


სკარსდალის დიეტა, ეკუთვნის ამერიკელ კარდიოლოგ სკარსდალს, რომელმაც დაკვირვება მოახდინა ვიეტნამის ომის დროს ჯარისკაცებზე, რომლებიც ცოტას ჭამდნენ და თავს უკეთ გრძნობდნენ იმ ჯარისკაცებთან შედარებით, რომლებიც კარგად იკვებებოდნენ.
მისი დიეტა გაკლებინებთ ერთ კილოს დღეში და 10 კილოს ორ კვირაში.  დიეტის დაცვა არაა რეკომენდებული ორ კვირაზე მეტ ხანს.

როგორ მოქმედებს დიეტა ანუ
ვიღებთ მხოლოდ ცილას და გამოვრიცხავთ ცხიმს და შაქარს, ანუ ორგანიზმი, რომელიც ვერ შეივსებს ცხიმებისა და შაქრის რაოდენობას, დაიწყებს იმის წვას, რისი მარაგიც აქვს, ასე და ამგვარად ვიკლებთ წონაში.

უკუჩვენება
იმის გამო რომ ორგანიზმი ვერ შეივსებს ნახშირწყლების დღიურ დოზას, ეს დიეტა არ უნდა გააკეთონ სპორტსმენებმა და დიაბეტიანებმა. დღიური კალორიული მაჩვენებელი არის 800-1200კალ რომელიც არის ძალიან ცოტა ორგანიზმისთის და შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. ამ დიეტით ადამიანი კარგავს არა გამომუშავებულ ცხიმს, არამედ კუნთებიდან ხდება ცხიმის წვა და ასევე სითხის დიდი რაოდენობით ხარჯვა.

2. სისხლის ჯგუფის დიეტა

ეს დიეტა ეკუთვნის პიტერ ადამს, იტალო-ამერიკელ პროფესორს. რომლის კვლევებიც ამტკიცებს, რომ ადამიანთა სისხლის ჯგუფები წარმოიქმნა ჩვენი დასაბამიდან და შესაბამისად, თითოეული მათგანი ასახავს ადამიანის კვებასთან დამოკიდებულებას.

დიეტის არსი
მეოთხე სისხლის ჯგუფის ადამიანებმა უნდა მიიღონ ცხოველური ცხიმები, და მიიღონ ძალიან ცოტა მარცვლეული და რძის ნაწარმი. რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვვა, ძალიან მძიმეც.

პირველი სისხლის ჯგუფი ჩამოყალიბდა როცა ადამიანმა ისწავლა მიწაზე მუშაობა და ბოსტნეული მოიყვანა. ამიტომ პირველი ჯგუფის სისხლი ვისაც აქვს უნდა მიირთვას ბევრი ბოსტნეული და ნაკლები ხორცი და რძის ნაწარმი. რეკომენდებულია იოგა.


მეორე ჯგუფის სისხლი კი ძალიან მარტივად ექვემდებარება ნებისმიერ საკვებს, ეს იქნება ხორცი, მარცვლეული, ბოსტეული, რძის ნაწარმი. და ა.შ. უნდა გამორიცხონ აუცილებლად შაქარი და გრძელვადიანი პროდუქტები. ძალიან კარგია გონებრივი დატვირთვა, მაგ. ჩოკბურთი

მესამე ჯგუფს კი მუდამ უწევს კონტროლი კვების, რადგან მარტივად ერღვევათ ჯანმრთელობა. ამიტომ დიეტოლოგი და გამოზომილი ულუფები. რეკომენდებულია ნაკლები რძის ნაწარმი.

უკუჩვენება
უკუჩვენება ამ დიეტას არ აქვს, მაგრამ დიეტას კი არა უფრო კვებით ჰოროსკოპს გავს. მაგალითად თუ თევზები ხარ უნდა ჭამო თევზი და ა.შ.

3. ქრონო დიეტა


 ეს დიეტა მათთვის ვისაც გამოყვანილი სხეული და ფორმები უნდა.
ეს ეხება ორგანიზმისათვის საკვების  მიწოდებას და მის  ბიოლოგიურ საათზე ადაპტირებას, სხეულის გარანტიას, თუ რა სჭირდება მას და როდესაც  სჭირდება.
ესაა კვება რომელიც არაფერს გიკრძალავთ

საუზმეზე იღებთ ცხიმებს
სადილზე ენერგიას, ანუ მეტი ხილი და ბოსტნეული
საღამოს წახემსება ტკბილი, რომ ტვინი გამოკვებოთ
და მსუბუქი ვახშამი

უკუჩვენება
უკუჩვენება მხოლოდ სპორტსმენებისთვის, რადგან დაბალ კალორიულია

4. დუკანის დიეტა


 დუკანის დიეტაც იპერ ცილურია და ოთხი ფაზა აქვს.

1. ერთმანეთს ენაცვლება მაღალ ცილური და ნაკლებ კალორიული საკვები, რომელიც სწრაფ  კლებას იწვევს.
2.შემდეგი ფაზა , შემოდის კალორიული საკვები რომ დააწყნაროთ დასტრესილი ორგანიზმი
3.შენარჩუნება. ანუ დაკარგული წონა რომ არ მოვიმატოთ, რეკომენდებულია კვირაში ერთი დღე მხოლოდ ცილების მიღება.

უკუჩვენება

ის რომ ეს დიეტა ეფუძნება ცილების დიდი რაოდენობით მიღებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინებისა და და მინერალური მარილების კარგვა, რომელმაც შეიძლება ბევრი დისფუნქცია გამოიწვიოს ორგანიზმში. ამიტომ ურჩევენ ხოლმე რომ ამ დიეტის დროს მიიღონ ვიტამინები.
ბევრი ცილების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის მატება სისხლში, დაღლილობა, შეკრულობა და კუჭის სიმძიმე .

5.ზონური დიეტა

დაბალკალორიული და არამდგრადი დიეტა. კვება ყოველ 5 საათში, დილით ცოტას ჭამთ, 100კალ. სადილად 500კალ 


6. ვარსკვლავების დიეტები

ვარსკვლავების დიეტები ანუ ბოჭკოვანი დიეტა. რომელიც ითვალისწინებს 35გრ მდე  მარცვლეულის მიღება დღეში და შაქრის და ცხიმის შეზღუდვა.
რადგან მარცვლეული განაყრებთ, ანელებს შაქრის სისხლში გადასვლას, ზედმეტი ცხიმის შემცირებას და ეხმარება მის გამოდევნას ორგანიზმიდან.
ანუ უნდა მიიღოთ მშრალი ხილი და მარცვლეული დილით საუზმეზე და საღამოს ვახშმის წინ.

უკუჩვენება

ეს დიეტა ეკრძალებათ მათ ვისაც აწუხებთ მონელების პრობლემები

მადლობა და დაელოდეთ შემდეგ სტატიას.

წყარო.MELAROSSA

როგორ გამოვითვალოთ კალორიები და როგორ დავწვათ მარტივად.

ყველა საუბრობს კალორიებზე, მაგრამ სულ ცოტამ იცის სინამდვილეში რას ნიშნავს სიტყვა "კალორია", ნამდვილად ასეთი მნიშვნელოვანია დიეტის დაცვის დროს? ახლა ზუსტად აგიხსნით, რომ გაიგოთ რა მნიშვნელობა მიანიჭოთ , როდესაც შეარჩევთ დიეტას.

რა არის კალორია
როდესაც ისმის კითხვა რა არის კალორია, თითქმის ყოველთვის გვესმის პასუხი, "კალორია არის ცხიმის რაოდენობა, რომელსაც ვიღებთ საკვებიდან. არასწორია და არასდროს შეგიყვანონ შეცდომაში. კალორია უბრალო წონის ერთეულია, რომელიც გამოითვლის ენერგიას. ამიტომ ჩვენი მიზანია შევივსოთ ის ენერგია, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი კარგავს დღის მანძილზე.  ანუ კალორია არის ენერგიის საზომი და ყველა ადამიანისთვის  ინდივიდუალურია ენერგიული კოეფიციენტი, იმის მიხედვით თუ რა აქტივობას ეწევა ესა თუ ის პიროვნება, რა სახის ფიზიკურ და მენტალურ დატვირთვას იღებს დღის მანძილზე და ამის მიხედვით იწერება პერსონალური დიეტა, თუ რამდენი ნახშირწყლები, პროტეინები და ცხიმები უნდა მივიღოთ კალორიების სახით.

caloria,kilocaloria, k joule
ხშირად გვინახავს საკვების შეფუთვაზე კალორიების ადგილას, სხვადასხვა ტიპის გამოთვლა, რომელიც გაურკვევლობას იწვევს. რა განსხვავებაა ამ სამს შორის? ფიზიურად თუ ვიმსჯელებთ, ესაა ენერგიის რაოდენობა, რომელიც ზრდის 1 კგ გამოხდილი წყლის ტემპერატურას 14.5-დან 15.5 ° -მდე , ანუ  Kcal, Cal (როდესაც ორივე იწყება დიდი ასოთი) არის ერთი და იგივე. ხოლო სადაც წერია cal - ესაა პატარა კალორია და საუბარია გრამებზე. 
1Kcal - 1000 cal
ანუ აუცილებელია, როდესაც დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, დააკონტროლოთ კალორიული მაჩვენებელი საკვებში, რათა მარტივად გაიგოთ რა ენერგიას იღებს თქვენი ორგანიზმი, რომ არ გადაამეტოთ ან სულაც ნაკლები არ მოგივიდეთ და არ დაასუსტოთ ორგანიზმი.
შემოგთავაზებთ სიას ყველა პროდუქტის, თავისი კალორიული გამოთვლით

ხორცი და მისი კალორიული მაჩვენებელი

























თუ ჭარბ წონიანობა გაწუხებთ, ზედმეტი კალორიების დასაწვავად აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა. თუ არ გაქვთ  დრო რომ ვარჯიშით დაკავდეთ, ამას სახლის დალაგების დროსაც შეძლებთ. მე გეტყვით რამდენ კალორიას წვავთ ამა თუ იმ აქტივობის დროს



გეტყვით ასევე როგორ და რა დროში იწვება კალორიები



ეს უბრალოდ იმისთვის რომ გავიგოთ რითი  ვიკვებებით და რამდენად მარტივია მათი დაწვა. წარმატებული  და ნაკლებად კალორიული დღე ყველას.
დაელოდეთ შემდეგ სტატიას.

წყარო: melarossa
სწორი კვება ადამიანს არა მხოლოდ  წონის შენარჩუნებაში, არამედ სტრესის დამარცხებაში, დაღლილობის მოხსნაში და ასევე ხასიათის შენარჩუნებაში ეხმარება. ბევრმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები რომლებმაც ჯანსაღი კვება აირჩიეს, დაამარცხეს ბევრი ესა თუ ის მძიმე დაავადება. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ საკვებმა შეიძლება თავისუფლად ჩაანაცვლოს წამლები და არა მხოლოდ ერთი, არამედ ბევრი პრობლემა მოგიგვაროთ. 

საკვები რომლებიც არ უნდა მიიღოთ

სწრაფი კვება 
არამარტო განწყობას და ჯანმრთელობას ასევე ფსიქიკურ დაზიანებებს იწვევს სწრაფი კვება.Public Health Nutrition Journal -ის კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები რომლებიც მიირთმევენ ჩისბურგერებს, ჰოთდოგებს , არაჯანსაღ გაზიან სასმელებს, მაღალი პროცენტულობაა (51%) იმის რომ დეპრესიით დაავადდნენ.


გააკონტროლეთ ყავა 

ყავაც უნდა მიიღოთ ნაკლები რაოდენობის, რადგან ყავა გამოიმუშავებს ადრენალინს, და შიშის ჰორმონს. რჩევაა მიიღოთ მაქსიმუმ 3  ჭიქა (300მლ) დღეში


ჯანსაღი საკვები 

გინდა იყო ბედნიერი? მაშინ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული
რადგან ხილი და ბოსტნეული შეიცავენ დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას, რომელიც ამაღლებს ბედნიერების ჰორმონის მოქმედებას ( განსაკუთრებით მარცვლეული, ისპანახი და ასპარაგო) და ასევე ამშვიდებს ნერვულ სისტემას ჰორმონი ბრომო( შეიცავს ყურძენი და მანდარინი)

ვიტამინი დ

მიიღე ენერგია ვიტამინი ბ12 -სგან
ხშირად დაღლილობა იწვევს ხასიათის გაფუჭებას , როდესაც ყველაფერი გვეზარება .
ვიტამინი ბ12 შეგვიძლია შევივსოთ ცხოველური ცხიმებით: რძის ნაწარმით, თევზით, წითელი ხორცით, ზღვის პროდუქტებით და ასევე ღვიძლით.

დაიცავი გონებრივი კეთილდღეობა ომეგა 3-ით

ომეგა 3 არის აუცილებელი ვიტამინი, რომელიც იცავს ჰორმონების მემბრანას, რომლითაც ხდება ზუსტი სიგნალების გადაცემა. ომეგა 3 ის მიღება აახალგაზრდავებს  ტვინის მოქმედებას, მეხსიერებას.  ბევრმა კვლევებმა აჩვენა რომ ომეგა 3-ის მიღება ამარცხებს ასევე დეპრესიას, ამიტომ კვირაში 3 ჯერ მაინც მიირთვით თევზი, განსაკუთრებით ორაგული.

არ დაივიწყოთ მინერალური მარილები

და ბოლოს , რთულ და დატვირთულ დღესთან საბრძოლველად აუცილებლად უნდა შეივსოთ მინერალური მარილების მარაგი. მაგნიუმი, თუთია, კალიუმი და სელენი.  რომლებსაც შეიცავს მშრალი ხილი.
მშრალი ხილის მიღება დაგეხმარებათ შეივსოთ ენერგია, დაამარცხოთ დაღლილობა , უძილობა და ასევე პრემესტრუალური უხასიათობა. რჩევა ჩვენ ქალებს, რომ დავიმშვიდოთ ნერვები და პირის ღრუ)))) 

მადლობა ყურადღებისთვის.
 შემდეგ სტატიამდე <3

წყარო. melarossa

mercoledì 26 luglio 2017


სიმსივნის საწინააღმდეგო დიეტა... რა უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან.

სიმსივნის საწინააღმდეგო დიეტა , ნიშნავს გავზარდოთ რაციონში ბოსტნეული, ხმელი ხილი, ხილი, პარკოსნები და ბურღულეული.
სიმსივნის საწინააღმდეგო დიეტა , იგივეა რაც ჯანსაღი ცხოვრების სტილი და სწორი კვება, წონა და ფიზიკური აქტივობა. ყველანაირად გამორიცხულია ალკოჰოლური სასმელები და მოწევა. 
რომელია ანტი სიმსივნური დიეტის მიზანი, რასაც მსოფლიო სიმსივნის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმები წერენ და მოუწოდებენ ყველას, ვისაც სურს თავი დაიცვას სიმსივნისაგან.. ძირითადი მექანიზმი  რაზეც ბრუნავს დიეტა, ესაა ზღვის პროდუქტი.

ეს კი დიეტა თუ როგორ ვიკვებოთ:
=მივიღოთ 2 პორცია ბოსტნეული და 3 პორცია ხილი ყოველდღიურად
=უკეთესია მიირთვათ არარაფინირებული მაკარონი და ბრინჯი
= მივირთვათ რაც შეიძლება მეტი პარკოსნები, რომლებიც მდიდარია პროტეინით
= დალიეთ მინუმუმ 8 ჭიქა წყალი ყოველდღიურად
=მოუკელით ხორცის ჭამას, მათ შორის ძეხვეულის და ძროხის ხორცის.
= გამორიცხეთ მაღალ ალკოჰოლური სასმელები და შეზღუდეთ ღვინო ჭამის დროს
= მოიხმარეთ ნაკლები მარილი და ეცადეთ მიირთვათ ნატურალურად მარილიანი პროდუქტები

ასევე სეზონური საკვები და რაც შეიძლება ახალი და სანდო, შხამ- ქიმიკატების გარეშე.

გამოვრიცხოთ:

=კვლევების თანახმად, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან სიმსივნე, სპეციალისტები გვირჩევენ რომ არ ვჭამოთ წითელი ხორცი( კუპატი, სოსისი, ძეხვეული) რომლებიც არაჯანსაღი პროდუქტითაა გაჯერებული და ზრდის რისკს..
=გამორიცხეთ წითელი  და გრილზე შემწვარი ნებისმიერი ხორცი, რომელიც არაჯანსაღია, აკლია ხარშვა და  კარცეროგენულია.
= ასევე დაკონსერვებული პროდუქტი, რომლებსაც მაღალი შენახვის ვადა გააჩნია 
= პალმის ზეთი, რომელიც დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს რესტორნებში, არის საშიში. პალმის ზეთი დუღილის ტემპერატურაზე, გამოყოფს კარცეროგენულ ელემენტებს, რომლებიც ჩვენს იმუნიტეტს საშინლად აქვეითებენ..

ანტი სიმსივნური საკვები:
ნორმალური საკვების პორცია ესაა, სახშირწყლების, ცხიმებისა და პროტეინების ერთობლიობა. 

= უკეთესია ბოსტნეულიდან და ხილიდან მიღებული ნახშირწყლები
= პროტეინები პარკოსნებიდან, ვინც აირჩია ვეგეტარიანული ცხოვრების სტილი, ხოლო თევზი მათთვის ვინც ხორცს მიირთმევს.
=ზეითუნის ზეთი, განსაკუთრებით სალათეულში

ყველაზე სასურველი საკვები, რომელიც შეიცავს სამივე საჭირო ელემენტს ესაა, მაკარონი კაკლით ლობიოთი ან ლენტიკით და სალათის ფურცლები ახალი პომიდორით და შავი ზეთისხილით.

გაიჯანსაღეთ თქვენი ცხოვრება მარტივად, უბრალოდ იკვებეთ სწორად.





დაგიბრუნდით ახალი ეტიკეტით და მინდა შევეხო ქალების ყველაზე დიდ პრობლემას... რატომ ვსუქდებით, რატომ ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ სურვილებს და რატომ ვუზარმაცდებით საკუთარ სხეულს... მინდა ყველა ქალს ვუთხრა რომ თავის დამარცხება ძალიან მარტივია, თუკი თქვენი ბრძოლა გასტანს 20 დღე, ორგანიზმი ეჩვევა იმას, რასაც იმეორებთ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში... მე შემოგთავაზებთ დიეტებს, ოღონდ ნუტრიციონისტებისაგან... როგორ ვიკვებოთ სწორად, რა გამოვრიცხოთ რაციონიდან,  რა რის შემდეგ მივირთვათ, რამდენი სითხე და რამდენი ფიზიკური დატვირთვა, ამასთან ერთან ტისანები და დამატენიანებელი კრემები, რათა თქვენმა სხეულმა არ დაკარგოს ფორმა და ელასტიურობა. ნუ დაექვემდებარებით სტრესს, იმის გამო რომ თქვენი სხეული ისეთი აღარაა , როგორც უწინ... დღეს ყველაფერი მარტივია და მოგვარებადი. დაიბრუნეთ ღიმილი და ცხოვრების ხალისი...

როგორ გამოვითვალოთ სწორი წონა:

იდეალური წონის შენარჩუნება, არც თუ ისე მარტივია ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაციონიდან მაღალკალორიული საკვების ამოღება, ფიზიკური დატვირთვა და ექიმთან ვიზიტი, გვეხმარება შევინარჩნოთ სასურველი წონა. კი მაგრამ რა არის იდეალუური წონა და როგორ უნდა გავიგოთ . სხეულის წონა პირდაპირ პროპორციულია ჯანმრთელობასთან.. აუ როდესაც თქვენი სხეული იმყოფება კომფორტულ ფაზაში და იძლევა ნაკლებ რისკს რომ თქვენს სხეულში მუტაცია განიცადონ მრავალმა დაავადებებმა, რასაც ან გადაჭარბებული სიმსუქნე ან სიგამხდრე იწვევს.. მაგ: დიაბეტი, ჰიპერტონია, გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები. როდესაც თქვენი წონა იდეალურია, ეს არამარტო ფიზიკურად აღინიშნება, ასევე მენტალურად.
სხეულის წონის გამოთვლა მათემატიკურია და დამოკიდებულია სქესზე და ადამიანის სიმაღლეზე. ასევე სხეულის აგებულებაზე დ ძვლის აგებულებაზე. ძირითადად არსებობს სამი ტიპის აგებულება:
დაბალი  და ძლიერი ძვლის სტრუქტურა
საშუალო სიმაღლე და საშუალო ძვლის სტრუქტურა
მაღალი და მსუბუქი ძვლის სტრუქტურა
ამის გამოსათვლელად არაა საჭირო სარკეში ჩახედვა, ესაა მათემატიკური გამოთვლა. საკმარისია გაზომოთ მაჯის გარშემოწერილობა და გამოითვალოთ:

დაბალი:
მამაკაცი- 9,6 ნაკლები
ქალი- 9,9 ნაკლები

საშუალო სიმაღლე:
მამაკაცი- 9,6 - 10,4 - მდე
ქალი- 9,9 - 10,9- მდე

მაღალი:
მამაკაცი - 10,4 და ზევით
ქალი -  10,9 და ზევით


ზუსტი წონის გამოთვლაში დაგეხმარებიან სპეციალისტები, მაგრამ არსებობს ფორმულები, როომლებიც დაგეხმარებათ გამოითალოთ სასურველი წონა, ერთერთ ცნობილი ფორმულაა,  ლორენცის ფორმულა 
მამაკაცის სიმაღლეს გამოკლებული 100სმ ( ანუ თუ თქვენი სიმაღლეა 180სმ- 100 =80კგ)
ქალის სიმაღლეს გამოკლებული 104სმ (თუ თქვენი სიმაღლეა 160სმ-104= 56კგ)
 ესაა თქვენი სხეულის იდეალური მასა, რომელიც საშუალებას აძლევს თქვენს სხეულს იყოს ჯანმრთელი.