სიმსივნის საწინააღმდეგო დიეტა... რა უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან.
სიმსივნის საწინააღმდეგო დიეტა , ნიშნავს გავზარდოთ რაციონში ბოსტნეული, ხმელი ხილი, ხილი, პარკოსნები და ბურღულეული.
სიმსივნის საწინააღმდეგო დიეტა , იგივეა რაც ჯანსაღი ცხოვრების სტილი და სწორი კვება, წონა და ფიზიკური აქტივობა. ყველანაირად გამორიცხულია ალკოჰოლური სასმელები და მოწევა.
რომელია ანტი სიმსივნური დიეტის მიზანი, რასაც მსოფლიო სიმსივნის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმები წერენ და მოუწოდებენ ყველას, ვისაც სურს თავი დაიცვას სიმსივნისაგან.. ძირითადი მექანიზმი რაზეც ბრუნავს დიეტა, ესაა ზღვის პროდუქტი.
ეს კი დიეტა თუ როგორ ვიკვებოთ:
=მივიღოთ 2 პორცია ბოსტნეული და 3 პორცია ხილი ყოველდღიურად
=უკეთესია მიირთვათ არარაფინირებული მაკარონი და ბრინჯი
= მივირთვათ რაც შეიძლება მეტი პარკოსნები, რომლებიც მდიდარია პროტეინით
= დალიეთ მინუმუმ 8 ჭიქა წყალი ყოველდღიურად
=მოუკელით ხორცის ჭამას, მათ შორის ძეხვეულის და ძროხის ხორცის.
= გამორიცხეთ მაღალ ალკოჰოლური სასმელები და შეზღუდეთ ღვინო ჭამის დროს
= მოიხმარეთ ნაკლები მარილი და ეცადეთ მიირთვათ ნატურალურად მარილიანი პროდუქტები
ასევე სეზონური საკვები და რაც შეიძლება ახალი და სანდო, შხამ- ქიმიკატების გარეშე.
გამოვრიცხოთ:
=კვლევების თანახმად, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან სიმსივნე, სპეციალისტები გვირჩევენ რომ არ ვჭამოთ წითელი ხორცი( კუპატი, სოსისი, ძეხვეული) რომლებიც არაჯანსაღი პროდუქტითაა გაჯერებული და ზრდის რისკს..
=გამორიცხეთ წითელი და გრილზე შემწვარი ნებისმიერი ხორცი, რომელიც არაჯანსაღია, აკლია ხარშვა და კარცეროგენულია.
= ასევე დაკონსერვებული პროდუქტი, რომლებსაც მაღალი შენახვის ვადა გააჩნია
= პალმის ზეთი, რომელიც დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს რესტორნებში, არის საშიში. პალმის ზეთი დუღილის ტემპერატურაზე, გამოყოფს კარცეროგენულ ელემენტებს, რომლებიც ჩვენს იმუნიტეტს საშინლად აქვეითებენ..
ანტი სიმსივნური საკვები:
ნორმალური საკვების პორცია ესაა, სახშირწყლების, ცხიმებისა და პროტეინების ერთობლიობა.
= უკეთესია ბოსტნეულიდან და ხილიდან მიღებული ნახშირწყლები
= პროტეინები პარკოსნებიდან, ვინც აირჩია ვეგეტარიანული ცხოვრების სტილი, ხოლო თევზი მათთვის ვინც ხორცს მიირთმევს.
=ზეითუნის ზეთი, განსაკუთრებით სალათეულში
ყველაზე სასურველი საკვები, რომელიც შეიცავს სამივე საჭირო ელემენტს ესაა, მაკარონი კაკლით ლობიოთი ან ლენტიკით და სალათის ფურცლები ახალი პომიდორით და შავი ზეთისხილით.
გაიჯანსაღეთ თქვენი ცხოვრება მარტივად, უბრალოდ იკვებეთ სწორად.
Nessun commento:
Posta un commento