ხშირად იმის მაგივრად რომ სწორად ვიკვებოთ, არ გადავამეტოთ და ვაკონრტოლოთ თავი, ვამჯობინებთ სწრაფ დიეტებს. ხან თავად ვიგონებთ დიეტებს, ხან მეგობრებს ვთხოვთ რჩევას, ხანაც ინტერნეტში ვეძებთ საშველს.
sos !
ახლა იმის შესახებ თუ რა საფრთხეს უქმნით ორგანიზმს ასეთი დიეტებით.
ანუ რა იმალება გამოგონილი დიეტების უკან?
ყველაზე სახიფათოა ის რომ ძალიან ცოტას მიირთმევთ. ზოგი მხოლოდ მოხარშულს და შეუნელებელ ბოსტნეულს ჭამს, ზოგი არც სადილობს, მაგრამ საღამოს შეიძლება მაგიდაც შემოეჭამოს.
შეიძლება ადამიანმა დიეტის დროს, მეგობრებთან ერთად სადმე წასვლაზეც უარი თქვას, რომ რამე არ შეჭამოს და სასტიკად აკონტროლებენ კვების რაციონს.
ძალიან მკაცრმა დიეტებმა, შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა, მათ შორის დეპრესია.
ყველაზე ხშირი ეფექტი ასეთი დიეტების არის, იო იო ეფექტი.
იო იო ეფექტი ნიშნავს სწრაფი წონის კარგვის შემდეგ, სწრაფი გასუქება. იმიტომ რომ ასეთი დიეტების დიდი ხანი დაცვა შეუძლებელია და როგორც კი თავს გაანებებთ, დაქვეითებული და დასუსტებული ორგანიზმი უალა და ესეც გარმონის ეფექტი,უცებ დაუბრუნდება პირვანდელ ფორმას.
მაგრამ ამით არ დამთავრებულა. ასეთმა დიეტებმა შეიძლება თქვენს სილამაზეს შეუქმნას საფრთხე. სწრაფი დიეტების დროს ორგანიზმი შრება და სუსტდება, ამიტომ თქვენი არასწორი კვება გამოვლინდება კანზე და თმაზე. კანი მარტივად ნაოჭდება და უხეშდება და ასევე თმაც, ნაკლებად მბზინვარეა და ცვენის რისკი იმატებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ავარჩიოთ სწორი დიეტა?
დიეტის დაცვის დროს მნიშვნელოვანი უნდა იყოს ფსიქო- ფიზიკური კეთილდღეობა. აუცილებელია რომ ადამინი დიეტის დროს იღებდეს ყველა საჭირო ნივთიერებას და იყოს ბედნიერი. გამოზომილი ულუფები, გადამეტების გარეშე, საათობრივი კვება, ჯანსაღი საკვები და რაც მთავარია მოთმინება.
მიირთვით საკვები გამოზომილად, კარგად დაღეჭეთ და გქონდეთ მიზანი, არ იჩქაროთ. სიჩქარეს შედეგი არასდოს მოაქვს, უბრალოდ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ.
განვიხილოთ აქ ჩამომთვლილი დიეტები და მათი უკუჩვენებები.
1. სკარსდალის დიეტა.
სკარსდალის დიეტა, ეკუთვნის ამერიკელ კარდიოლოგ სკარსდალს, რომელმაც დაკვირვება მოახდინა ვიეტნამის ომის დროს ჯარისკაცებზე, რომლებიც ცოტას ჭამდნენ და თავს უკეთ გრძნობდნენ იმ ჯარისკაცებთან შედარებით, რომლებიც კარგად იკვებებოდნენ.
მისი დიეტა გაკლებინებთ ერთ კილოს დღეში და 10 კილოს ორ კვირაში. დიეტის დაცვა არაა რეკომენდებული ორ კვირაზე მეტ ხანს.
როგორ მოქმედებს დიეტა ანუ
ვიღებთ მხოლოდ ცილას და გამოვრიცხავთ ცხიმს და შაქარს, ანუ ორგანიზმი, რომელიც ვერ შეივსებს ცხიმებისა და შაქრის რაოდენობას, დაიწყებს იმის წვას, რისი მარაგიც აქვს, ასე და ამგვარად ვიკლებთ წონაში.
უკუჩვენება
იმის გამო რომ ორგანიზმი ვერ შეივსებს ნახშირწყლების დღიურ დოზას, ეს დიეტა არ უნდა გააკეთონ სპორტსმენებმა და დიაბეტიანებმა. დღიური კალორიული მაჩვენებელი არის 800-1200კალ რომელიც არის ძალიან ცოტა ორგანიზმისთის და შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. ამ დიეტით ადამიანი კარგავს არა გამომუშავებულ ცხიმს, არამედ კუნთებიდან ხდება ცხიმის წვა და ასევე სითხის დიდი რაოდენობით ხარჯვა.
2. სისხლის ჯგუფის დიეტა
ეს დიეტა ეკუთვნის პიტერ ადამს, იტალო-ამერიკელ პროფესორს. რომლის კვლევებიც ამტკიცებს, რომ ადამიანთა სისხლის ჯგუფები წარმოიქმნა ჩვენი დასაბამიდან და შესაბამისად, თითოეული მათგანი ასახავს ადამიანის კვებასთან დამოკიდებულებას.
დიეტის არსი
მეოთხე სისხლის ჯგუფის ადამიანებმა უნდა მიიღონ ცხოველური ცხიმები, და მიიღონ ძალიან ცოტა მარცვლეული და რძის ნაწარმი. რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვვა, ძალიან მძიმეც.
პირველი სისხლის ჯგუფი ჩამოყალიბდა როცა ადამიანმა ისწავლა მიწაზე მუშაობა და ბოსტნეული მოიყვანა. ამიტომ პირველი ჯგუფის სისხლი ვისაც აქვს უნდა მიირთვას ბევრი ბოსტნეული და ნაკლები ხორცი და რძის ნაწარმი. რეკომენდებულია იოგა.
მეორე ჯგუფის სისხლი კი ძალიან მარტივად ექვემდებარება ნებისმიერ საკვებს, ეს იქნება ხორცი, მარცვლეული, ბოსტეული, რძის ნაწარმი. და ა.შ. უნდა გამორიცხონ აუცილებლად შაქარი და გრძელვადიანი პროდუქტები. ძალიან კარგია გონებრივი დატვირთვა, მაგ. ჩოკბურთი
მესამე ჯგუფს კი მუდამ უწევს კონტროლი კვების, რადგან მარტივად ერღვევათ ჯანმრთელობა. ამიტომ დიეტოლოგი და გამოზომილი ულუფები. რეკომენდებულია ნაკლები რძის ნაწარმი.
უკუჩვენება
უკუჩვენება ამ დიეტას არ აქვს, მაგრამ დიეტას კი არა უფრო კვებით ჰოროსკოპს გავს. მაგალითად თუ თევზები ხარ უნდა ჭამო თევზი და ა.შ.
3. ქრონო დიეტა
ეს დიეტა მათთვის ვისაც გამოყვანილი სხეული და ფორმები უნდა.
ეს ეხება ორგანიზმისათვის საკვების მიწოდებას და მის ბიოლოგიურ საათზე ადაპტირებას, სხეულის გარანტიას, თუ რა სჭირდება მას და როდესაც სჭირდება.
ესაა კვება რომელიც არაფერს გიკრძალავთ
საუზმეზე იღებთ ცხიმებს
სადილზე ენერგიას, ანუ მეტი ხილი და ბოსტნეული
საღამოს წახემსება ტკბილი, რომ ტვინი გამოკვებოთ
და მსუბუქი ვახშამი
უკუჩვენება
უკუჩვენება მხოლოდ სპორტსმენებისთვის, რადგან დაბალ კალორიულია
4. დუკანის დიეტა
დუკანის დიეტაც იპერ ცილურია და ოთხი ფაზა აქვს.
1. ერთმანეთს ენაცვლება მაღალ ცილური და ნაკლებ კალორიული საკვები, რომელიც სწრაფ კლებას იწვევს.
2.შემდეგი ფაზა , შემოდის კალორიული საკვები რომ დააწყნაროთ დასტრესილი ორგანიზმი
3.შენარჩუნება. ანუ დაკარგული წონა რომ არ მოვიმატოთ, რეკომენდებულია კვირაში ერთი დღე მხოლოდ ცილების მიღება.
უკუჩვენება
ის რომ ეს დიეტა ეფუძნება ცილების დიდი რაოდენობით მიღებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინებისა და და მინერალური მარილების კარგვა, რომელმაც შეიძლება ბევრი დისფუნქცია გამოიწვიოს ორგანიზმში. ამიტომ ურჩევენ ხოლმე რომ ამ დიეტის დროს მიიღონ ვიტამინები.
ბევრი ცილების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის მატება სისხლში, დაღლილობა, შეკრულობა და კუჭის სიმძიმე .
5.ზონური დიეტა
დაბალკალორიული და არამდგრადი დიეტა. კვება ყოველ 5 საათში, დილით ცოტას ჭამთ, 100კალ. სადილად 500კალ
6. ვარსკვლავების დიეტები
ვარსკვლავების დიეტები ანუ ბოჭკოვანი დიეტა. რომელიც ითვალისწინებს 35გრ მდე მარცვლეულის მიღება დღეში და შაქრის და ცხიმის შეზღუდვა.
რადგან მარცვლეული განაყრებთ, ანელებს შაქრის სისხლში გადასვლას, ზედმეტი ცხიმის შემცირებას და ეხმარება მის გამოდევნას ორგანიზმიდან.
ანუ უნდა მიიღოთ მშრალი ხილი და მარცვლეული დილით საუზმეზე და საღამოს ვახშმის წინ.
უკუჩვენება
ეს დიეტა ეკრძალებათ მათ ვისაც აწუხებთ მონელების პრობლემები
მადლობა და დაელოდეთ შემდეგ სტატიას.
წყარო.MELAROSSA
Nessun commento:
Posta un commento