Etichette

martedì 19 novembre 2019

სწორი კვება ადამიანს არა მხოლოდ  წონის შენარჩუნებაში, არამედ სტრესის დამარცხებაში, დაღლილობის მოხსნაში და ასევე ხასიათის შენარჩუნებაში ეხმარება. ბევრმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები რომლებმაც ჯანსაღი კვება აირჩიეს, დაამარცხეს ბევრი ესა თუ ის მძიმე დაავადება. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ საკვებმა შეიძლება თავისუფლად ჩაანაცვლოს წამლები და არა მხოლოდ ერთი, არამედ ბევრი პრობლემა მოგიგვაროთ. 

საკვები რომლებიც არ უნდა მიიღოთ

სწრაფი კვება 
არამარტო განწყობას და ჯანმრთელობას ასევე ფსიქიკურ დაზიანებებს იწვევს სწრაფი კვება.Public Health Nutrition Journal -ის კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები რომლებიც მიირთმევენ ჩისბურგერებს, ჰოთდოგებს , არაჯანსაღ გაზიან სასმელებს, მაღალი პროცენტულობაა (51%) იმის რომ დეპრესიით დაავადდნენ.


გააკონტროლეთ ყავა 

ყავაც უნდა მიიღოთ ნაკლები რაოდენობის, რადგან ყავა გამოიმუშავებს ადრენალინს, და შიშის ჰორმონს. რჩევაა მიიღოთ მაქსიმუმ 3  ჭიქა (300მლ) დღეში


ჯანსაღი საკვები 

გინდა იყო ბედნიერი? მაშინ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული
რადგან ხილი და ბოსტნეული შეიცავენ დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას, რომელიც ამაღლებს ბედნიერების ჰორმონის მოქმედებას ( განსაკუთრებით მარცვლეული, ისპანახი და ასპარაგო) და ასევე ამშვიდებს ნერვულ სისტემას ჰორმონი ბრომო( შეიცავს ყურძენი და მანდარინი)

ვიტამინი დ

მიიღე ენერგია ვიტამინი ბ12 -სგან
ხშირად დაღლილობა იწვევს ხასიათის გაფუჭებას , როდესაც ყველაფერი გვეზარება .
ვიტამინი ბ12 შეგვიძლია შევივსოთ ცხოველური ცხიმებით: რძის ნაწარმით, თევზით, წითელი ხორცით, ზღვის პროდუქტებით და ასევე ღვიძლით.

დაიცავი გონებრივი კეთილდღეობა ომეგა 3-ით

ომეგა 3 არის აუცილებელი ვიტამინი, რომელიც იცავს ჰორმონების მემბრანას, რომლითაც ხდება ზუსტი სიგნალების გადაცემა. ომეგა 3 ის მიღება აახალგაზრდავებს  ტვინის მოქმედებას, მეხსიერებას.  ბევრმა კვლევებმა აჩვენა რომ ომეგა 3-ის მიღება ამარცხებს ასევე დეპრესიას, ამიტომ კვირაში 3 ჯერ მაინც მიირთვით თევზი, განსაკუთრებით ორაგული.

არ დაივიწყოთ მინერალური მარილები

და ბოლოს , რთულ და დატვირთულ დღესთან საბრძოლველად აუცილებლად უნდა შეივსოთ მინერალური მარილების მარაგი. მაგნიუმი, თუთია, კალიუმი და სელენი.  რომლებსაც შეიცავს მშრალი ხილი.
მშრალი ხილის მიღება დაგეხმარებათ შეივსოთ ენერგია, დაამარცხოთ დაღლილობა , უძილობა და ასევე პრემესტრუალური უხასიათობა. რჩევა ჩვენ ქალებს, რომ დავიმშვიდოთ ნერვები და პირის ღრუ)))) 

მადლობა ყურადღებისთვის.
 შემდეგ სტატიამდე <3

წყარო. melarossa

Nessun commento:

Posta un commento