9 რჩევა თუ როგორ დავიკლოთ კვირაში ერთი კილო ზედმეტი შეზღუდვების გარეშე
წონაში რომ ნატურალურად დავიკლოთ, ამისათვის საჭიროა მოთმინება და სწრაფი დიეტებისგან თავის შეკავება. ასე შესაძლებელია კვირაში 1 კილოგრამის მოკლება.
ამიტომ სასწაულმოქმედი დიეტები, რომლებიც კვირაში რამოდენიმე კილოს გაკლებინებთ, თითქმის შეუძლებელია თქვენი ორგანიზმისთვის და ასევე დიდი ზიანი მოაქვს.
იმისთვის რომ კვირაში ერთი კილო დაიკლოთ, ამისთვის ორგანიზმმა უნდა დაწვას 7000 კალორია, ანუ დღეში 1000 კალორია, რომელიც არ წარმოადგენს პრობლემას.
ანუ შენ გაქვს 7000 კალორია, 7 დღე და ნაკლები სტრესი. მთავარია მიზანი და მოთმინება. კვირის ბოლოს შედეგი კი აუცილებლად წაგახალისებთ.
დავიწყოთ!
1. ფიზიკური დატვირთვა
ფიზიკური დატვირთვა არამარტო წონის შენარჩუნებას, არამედ მეტაბოლიზმის და გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას უწყობს ხელს (მხოლოდ სიარულიც კი) დღის მანძილზე აუცილებელი არაა სპორტით დაკავდეთ, უბრალოდ შეგიძლიათ ლიფტის მაგივრად ფეხით აიაროთ კიბეები და სახლში ნაკლები დრო გაატაროთ დივანზე.
2. იკვებეთ სწორად
იმისთვის რომ ეს ერთი კილო დავიკლოთ აუცილებელი არაა ვჭამოთ ნაკლები, მაგრამ ვჭამოთ სწორად შერჩეული საკვები.
აუცილებელია მენიუ იყოს მრავალფეროვანი, ნაკლები დამწვარი ცხიმი , სანელები და სოუზები.
3.არ აიწონოთ
უმჯობესია არ აიწონოთ ყოველ დღე, იმიტომ რომ წონა იცვლება სითხის მიღების და კარგვის დროს, ამიტომ შეუძლებელია ზუსტი წონის დაფიქსირება ყოველ დღე.
დიეტა თუ მოქმედებს, იგრძნობთ აუცილებლად სიმსუბუქეს და მიხვდებით როცა ჯინსი უფრო კომფორტულად შეგეკვრებათ.
4.სვით ბევრი
იმისთის რომ წონაში დაიკლოთ საჭიროა მინიმუმ 1,5ლ წყალი დღეში. წყალი აოკებს შიმშილს, ხელს უწყობს მონელებას და ატენიანებს ორგანიზმს.
5.იცოდე რას ჭამ და რამდენს
არაა მარტივი იცოდე ნუტრიციულად რას მიირთმევთ. ჩემს ბლოგზე ნახავთ პროდუქტების კალორიულ ჩამონათვალს, რითიც შეგიძლიათ გაიგოთ რას მიირთმევთ და როგორ დაარეგულიროთ მათი რაოდენობა.
გამორიცხეთ მაღალ კალორიული და ცხიმიანი საკვები, ჭამეთ მხოლოდ მაშინ თუ გულით გინდათ, რადგან მნიშვნელოვანია იყოთ ბედნიერი და არა დასტრესილი.
6. არა გაზიან სასმელებს
აუცილებელია ნულზე დაიყვანოთ გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები
7. აუცილებელია წახემსება
აუცილებელია დღის მანძილზე ორჯერ მაინც წაიხემსოთ, რომ ძალიან არ მოგშივდეთ და სადილად და ვახშმად ბევრი არ მოგივიდეთ.
8.არ იჩქაროთ
აუცილებელია ჭამოთ ნელა და დაღეჭოთ კარგად, იმისთვის რომ კუჭმა ადვილად მოინელოს. თავი რომ დანაყრებულად იგრძნოთ, ტვინს ამისათვის ჭირდება 20წთ, ამიტომ მიეცით დრო თქვენს ორგანიზმს გაიაზროს რამდენი ჭამეთ
9.დაისვენეთ
აუცილებელია ღამით მინიმუმ 7-8 საათი ძილი, იმისთვის რომ მეორე დღეს ორგანიზმმა შეძლოს კალორიების დაწვა, ანუ აიღოს დღიური ენერგიის მარაგი.
თუ ამ წესებს დაიცავთ, ძალიან მარტივად ჩადგებით ფორმაში, ყველანაირი ძალისხმევის გარეშე.
წარმატებები და დაელოდეთ შემდეგ სტატიას.
წყარო:MELAROSSA
Nessun commento:
Posta un commento