Etichette

mercoledì 26 luglio 2017



დაგიბრუნდით ახალი ეტიკეტით და მინდა შევეხო ქალების ყველაზე დიდ პრობლემას... რატომ ვსუქდებით, რატომ ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ სურვილებს და რატომ ვუზარმაცდებით საკუთარ სხეულს... მინდა ყველა ქალს ვუთხრა რომ თავის დამარცხება ძალიან მარტივია, თუკი თქვენი ბრძოლა გასტანს 20 დღე, ორგანიზმი ეჩვევა იმას, რასაც იმეორებთ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში... მე შემოგთავაზებთ დიეტებს, ოღონდ ნუტრიციონისტებისაგან... როგორ ვიკვებოთ სწორად, რა გამოვრიცხოთ რაციონიდან,  რა რის შემდეგ მივირთვათ, რამდენი სითხე და რამდენი ფიზიკური დატვირთვა, ამასთან ერთან ტისანები და დამატენიანებელი კრემები, რათა თქვენმა სხეულმა არ დაკარგოს ფორმა და ელასტიურობა. ნუ დაექვემდებარებით სტრესს, იმის გამო რომ თქვენი სხეული ისეთი აღარაა , როგორც უწინ... დღეს ყველაფერი მარტივია და მოგვარებადი. დაიბრუნეთ ღიმილი და ცხოვრების ხალისი...

როგორ გამოვითვალოთ სწორი წონა:

იდეალური წონის შენარჩუნება, არც თუ ისე მარტივია ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაციონიდან მაღალკალორიული საკვების ამოღება, ფიზიკური დატვირთვა და ექიმთან ვიზიტი, გვეხმარება შევინარჩნოთ სასურველი წონა. კი მაგრამ რა არის იდეალუური წონა და როგორ უნდა გავიგოთ . სხეულის წონა პირდაპირ პროპორციულია ჯანმრთელობასთან.. აუ როდესაც თქვენი სხეული იმყოფება კომფორტულ ფაზაში და იძლევა ნაკლებ რისკს რომ თქვენს სხეულში მუტაცია განიცადონ მრავალმა დაავადებებმა, რასაც ან გადაჭარბებული სიმსუქნე ან სიგამხდრე იწვევს.. მაგ: დიაბეტი, ჰიპერტონია, გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები. როდესაც თქვენი წონა იდეალურია, ეს არამარტო ფიზიკურად აღინიშნება, ასევე მენტალურად.
სხეულის წონის გამოთვლა მათემატიკურია და დამოკიდებულია სქესზე და ადამიანის სიმაღლეზე. ასევე სხეულის აგებულებაზე დ ძვლის აგებულებაზე. ძირითადად არსებობს სამი ტიპის აგებულება:
დაბალი  და ძლიერი ძვლის სტრუქტურა
საშუალო სიმაღლე და საშუალო ძვლის სტრუქტურა
მაღალი და მსუბუქი ძვლის სტრუქტურა
ამის გამოსათვლელად არაა საჭირო სარკეში ჩახედვა, ესაა მათემატიკური გამოთვლა. საკმარისია გაზომოთ მაჯის გარშემოწერილობა და გამოითვალოთ:

დაბალი:
მამაკაცი- 9,6 ნაკლები
ქალი- 9,9 ნაკლები

საშუალო სიმაღლე:
მამაკაცი- 9,6 - 10,4 - მდე
ქალი- 9,9 - 10,9- მდე

მაღალი:
მამაკაცი - 10,4 და ზევით
ქალი -  10,9 და ზევით


ზუსტი წონის გამოთვლაში დაგეხმარებიან სპეციალისტები, მაგრამ არსებობს ფორმულები, როომლებიც დაგეხმარებათ გამოითალოთ სასურველი წონა, ერთერთ ცნობილი ფორმულაა,  ლორენცის ფორმულა 
მამაკაცის სიმაღლეს გამოკლებული 100სმ ( ანუ თუ თქვენი სიმაღლეა 180სმ- 100 =80კგ)
ქალის სიმაღლეს გამოკლებული 104სმ (თუ თქვენი სიმაღლეა 160სმ-104= 56კგ)
 ესაა თქვენი სხეულის იდეალური მასა, რომელიც საშუალებას აძლევს თქვენს სხეულს იყოს ჯანმრთელი.


Nessun commento:

Posta un commento