Etichette

mercoledì 11 maggio 2016

სირთულე:მარტივი    მომზადება:30წთ    ცხობა:45წთ  
TORTA RUSTICA-შემწვარი,მარილიანი ტორტი.ესაა ნაზი აფუებული ცომი,შეზავებული წყლით,რძით,ზეთით ,ძეხვის და ყველის შიგთავსით.მოამზადეთ როგორც ამ შიგთავსით,ასევე ბოსტნეულით ,ან ზღვის პროდუქტებით.დააგემოვნეთ ძველ ლუდთან ერთად.თუ მზად ხართ,მაშინ დავიწყოთ ....

ცომი,ერთი საშუალო ზომის ტორტისთვის:
500გრ ფქვილი
125მლ თბილი რძე
125მლ თბილი წყალი
40მლ ზეითუნის ზეთი
60გრ კარაქი
12გრ საფუარი
10გრ მარილი
შიგთავსი:

200გრ თხლად დაჭრილი სულგუნი
150გრ შებოლილი ლორი,თხლად დაჭრილი

წაუსვით მაღლიდან ერთი კვერცხი ,ცოტაოდენ რძეში გახსნილი
(1)ტორტის მოსამზადებლად,პირველ რიგში მოვზილოთ ცომი.გახსენით მარილი წყალში(2) ცოტაოდენი შაქარი და  საფუარი კი რძეში
(4)გაცერით ფქვილი (5) პირველ რიგში ვამატებთ რძეს საფუართან და შაქართან ერთად (6) შემდეგ კი მარილიან წყალს.
(7)აურიეთ წვრილად დაჭრილი რბილი კარაქი (8)ზეითუნის ზეთი (9)დაიწყეთ ცომის მოზელა
(10) იმუშავეთ მანამ,სანამ ყველა ინგრედიენტი კარგად არ გაიხსნება (11) გადმოიტანეთ ცომი სამუშაო მაგიდაზე და კიდევ დაამუშავეთ (12)მეცით ფორმა და მოათავსეთ თასში.გადააკარით ცელოფანი და დატოვეთ ასაფუებლად,სანამ არ გაორმაგდება
(13)გაფუებული ცომი ამოიღეთ თასიდან,გაჭერით ორად.(14)გააბრტყელეთ პირველი ფენა დაახ.სახევარი სმ (15)გაამზადეთ ფორმა,პერგამენტის ქაღალდით და საბრტყელებლის დახმარებით მოათავსეთ ცომი შიგ
(16)კარგად გაანაწილეთ ცომი,ფორმაზე შემდეგ კი დაალაგეთ შებოლილი ლორი(17) ზემოდან კი დაალაგეთ ყველის თხელი ფენები (18)გააბრტყელეთ მეორე ცომის ნაწილი და გადააფარეთ ზემოდან
(19)ეცადეთ მისცეთ ასეთ ფორმა,თითების დაჭერით (20)შემდეგ ჩანგლის დახმარებით ნაპირებს გაუკეთეთ შვეული ხაზები (21)გატეხეთ ერთი კვერცხი,დაამატეთ ცოტაოდენი რძე და წაუსვით ტორტს მაღლიდან
(22)გადააფარეთ ცელოფანი და დატოვე 1 საათი.(23)გამოაცხეთ 180° ზე 45წთ (24) ტორტი მზადაა.დააგემოვნეთ ცხელი
შეინახეთ მაცივარში 3-4 დღე.გააცხლეთ სანამ მიირთმევთ.შეგიძლიათ გაყინოთ გამომცხვარი და გაალღვოთ 12 საათით ადრე ...
გემრიელად მიირთვით..


სირთულე:მარტივი   მომზადება:45წთ    ხარშვა 30წთ  
COUSCOUS-კუსკუსი ბოსტნეულით და თევზის ბურთებით.ეს რეცეპტი არის ჩრდილოეთ აფრიკული და მზადდება ბევრნაირად.მე შემოგთავაზებთ ჩემს საყვარელ რეცეპტს.კუსკუსი ცოცხალი,ფერადი ბოსტნეულით...თავად აარჩიეთ რომელი ბოსტნეული გიყვართ ყველაზე მეტად.ეს იქნება სტაფილი,ჭარხალი,ხახვი,კარტოფილი,ლობიო თუ სხვა.შემდეგ კი გაამდიდრეთ თევზის ბურთებით.ასეთ მსუბუქ გემოს მართლა ვერსად დააგემოვნებთ...ძლიერი არომატისთვის დაამატეთ რამოდენიმე პიტნის ფოთოლი და ლიმნის ცედრა.

ინგრედიენტები კუსკუსისთვის:
250გრ კუსკუსი (ესაა დაღერღილი ხორბალი)
250მლ წყალი
200გრ წიწაკა(ან გოგორა)
2 თავი ახალი ხახვი
150გრ სტაფილო
120გრ ყაბაყი(ან კარტოფილი)
150გრ ნედლი ლობიო
ნიახური
მარილი,პილპილი გემოვნებით
ზეითუნის ზეთი
რამოდენიმე პიტნის ფოთოლი
ლიმნის ცედრა
ინგრედიენტები თევზის ბურთებისთვის:
260გრ გამორჩეული ახალი თევზი
1 საშუალო კარტოფილი
30გრ დაფხვნილი ხმელი პური
ცოტაოდენი ფქვილი
ოხრახუში
მარილი,პილპილი
ზეთი
(1) პირველ რიგში მოვამზადოთ თევზის ბურთები.გავასუფთაოთ თევზი.ვაჭრით თავს(2)გაჭერით ისე რომ თევზის ერთი ნაწილი სუფთად გამოეყოს მეორეს.(3)მეორე ნაწილს ააჭერით ფხიანი ნაწილი და თევზის ორ სუფთა ნაწილს მივიღებთ.
(4)მოათავსეთ წვრილად დაჭრილი თევზი თასში ,დაამატეთ გატარებული კარტოფილი(6)დაამატეთ ოხრახუში,მარილი,პილპილი და ზეთი.
(7)დაამუშავეთ ხელით კარგად.(8)დაამატეთ დაფხვნილი პური,კიდევ დაამუშავეთ ცომი (9)შემდეგ კი გავაკეთოთ პატარა ბურთები...შეგიძლიათ მოამზადოთ ამ ტიპის ბურთები,რომელიც ჩემს წინა რეცეპტში შემოგთავაზეთ spagetti con le polpettine di pesce


(10)ამოავლეთ ბურთები ფქვილში(11)მოათავსეთ მაცივარში მანამ,სანამ შეწვავთ (13)ახლა კი მოვამზადოთ ბოსტნეული კუსკუსისთვის.დავჭრათ ნიახური წვრილად
(13)სტაფილო (14)ახალი ხახვი ალყა-ალყა (15) გოგრა ან კარტოფილი
(16)ნედლი ლობიო (17)ყაბაყი ან წიწაკა .ინგრედიენტები უნდა იყოს კარგად გარეცხილი წინასწარ.(18)ამ ეტაპზე კი დაასხით ზეთი ტაფაზე,დაყარეთ ნიახური და სტაფილო და მოშუშეთ
(19)შეურიეთ ხახვი,მერე ლობიო,გოგრა(წიწაკა)  კარგად მოშუშეთ ეს ყველაფერი 20წთ დაბალ ცეცხლზე.დაამატეთ ცოტაოდენი წყალი,მარილი და პილპილი
(22)მოამზადეთ კუსკუსი...ჩაასხით წყალი ქვაბში,დაამატეთ ცოტაოდენი ზეთი და აადუღეთ (23)რომ ადუღდება ჩაყარეთ კუსკუსი და ხარშეთ 5 წუთი თავდახურული.ამასობაში კუსკუსი წყალს შეიწოვს და გაორმაგდება
(25)გადაიტანეთ ტაფაში,მზა ბოსტნეულთან ერთად(26)დაამატეთ ყაბაყი ან კარტოფილი წვრილად დაჭრილი და დატოვეთ 2-3 წუთი ცეცხლზე,თავდახურული.(27) მოვამზადოთ ბურთები...გავაცხელოთ ზეთი ტაფაზე და შევწვათ კარგად
(28)როდესაც ბურთები სუნს გაუშვებენ,მზადაა.(29)ამოვყაროთ ქაფქირით და დავყაროთ სამზარეულოს ქაღალდზე,რომ ზედმეტი ცხიმისგან განთავისუფლდეს.(30)როცა კარგად გაშრება ბურთები,აურეით ბოსტნეულს და კუსკუსს.
(31)დაამატეთ რამოდენიმე პიტნის ფოთოლი (32)დაახეხეთ ლიმნის ცედრა და კუსკუსი მზადაა..

შეინახეთ კონტეინერში 2-3 დღით.
buon appetito..









სირთულე:მარტივი     მომზადება:40წთ    ხარშვა:15წთ   
PASTA CON LE POLPETTINE DI PESCE-იტალიაში მიირთმევენ ზაფხულობით.როდესაც ძალიან ცხელა და საღამოობით ტერასაზე შლიან სუფრას.არამარტო ზაფხულობით.თევზეული ჩემის აზრით არაა სეზონური და მათი დაგემოვნება ნებისმიერ დროს შეგვიძლია.ძალიან მდიდარია ეს რეცეპტი თევზეულით და აუცილებლად მოხვდებით ადრიატიკის ზღვის ულამაზეს და მსუბუქ გარემოში.დააგემოვნეთ თეთრ ღვინოსთან ერთად...

ინგრედიენტები სპაგეტისთვის:
320გრ სპაგეტი
50გრ ღვინო
200გრ ნაღები
1 კბილი ნიორი
10გრ კარაქი
10გრ ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით

ინგრედიენტები  თევზის ბურთებისთვის:
რადგან დიდი არჩევანი არ გვაქვს თევზის...აარჩიეთ სამი თევზის ტიპი
დაახ.300გრ
80გრ პური
1 საშ,კვერცხი
50გრ გახეხილი ყველი
1 კბილი ნიორი
10გრ ზეითუნის ზეთი
ზაფრანა,მარილი,პილპილი გემოვნებით

(1) პირველ რიგში მოვამზადოთ თევზის ბურთები.თუ არის იმის საშუალება რომ კრევეტები შეიძინოთ,აუცილებლად გამოიყენეთ.გამოარჩიეთ თევზი კარგად და კარგად გარეცხეთ.(3)გამოარჩიეთ პურის რბილი ნაწილი და დაჭერით კუბიკებად.
(4).გათქვიფეთ ერთი კვერცხი(5)მოათავსეთ დაჭრილი პური ბლენდერში,დაამატეთ ნიორი
(7)გაატარეთ პური და ნიორი,შემდეგ კი დაამატეთ თევზი,რაც გაქვთ
(10)აურიეთ ზეთი (11) გათქვეფილი კვერცხი (12) გახეხილი ყველი,მარილი და პილპილი
(13)გაატარეთ ეს ყველაფერი,სანამ ცომის მასას არ მივიღებთ. (14) პატარა თასში გახსენით ზაფრანა თბილ წყალში (15) გადმოიღეთ ცომი თასში და დაამატეთ ზაფრანა
(16)კარგად დაამუშავეთ ცომი ხელის დახმარებით (17) შემდეგ კი გააკეთეთ პაწია ბურთები დაახ.6გრ სიდიდის.
(19)ახლა კი ავიღოთ ღრმა ტაფა.დავასხათ ზეთი და კარაქი (20)დაამატეთ 1 კბილი ნიორი.როდესაც შეყვითლდება ამოიღეთ უკან (21)ჩაყარეთ ბურთები და მოშუშეთ 5წთ საშუალო ცეცხლზე და ურიეთ რომ არ დაეკროს ძირზე.
(22)დაამატეთ ღვინო(23)დაელოდეთ აორთქლებას,შემდეგ კი დაასხით ნაღები, მარილი და პილპილი და მოშუშეთ 10წთ დაბალ ცეცხლზე (24) ამასობაში მოხარშეთ სპაგეტი
(25)როდესაც დააკლდება ხარშვას 2-3 წუთი ,გადაწურეთ და პირდაპირ მოათავსეთ თევზის ტაფაში.(26)კარგად აურიეთ ინგრედიენტები (27) მზადაა სპაგეტი,თევზის ბურთებით .დააგემოვნეთ ცხელი...სპაგეტი უნდა იყოს უმი.

შენახვა: უკვე მომზადებული  სპაგეტი მიირთვით სულ,მაგრამ თუ შენახვა გსურთ,ბურთები მომზადებამდე შეინახეთ მაცივარში მაქსიმუმ 1 დღე,ან გაყინეთ მაცივარში 1 თვე.
გემრიელად მიირთვით...<3
სირთულე:მარტივი   მომზადება:60წთ   ხარშვა:60წთ
ARANCINI DI SPAGETTI ბრინჯის ბურთები შიგთავსით,პირველად სიცილიაში დამზადდა.მერე კი ნელა-ნელა განვითარდა და ახლა ეს საყვარელი და გემრიელი ბურთები შეგიძლიათ ბევრნაირად დააგემოვნოთ.ეს კი სპაგეტის ბურთებია.რომელიც შეზავებულია კარაქით და კვერცხით.ხორცის,ბარდის და ყველის შიგთავსით ,შემწვარი ზეთში.იტალიაში მიირთმევენ როგორც antipasto(ჭამის წინ)

ინგრედიენტები ცომისთვის:
500გრ სპაგეტი
3 კვერცხის გული
250გრ გახეხილი ყველი(უმჯობესია პარმიჯანო)
35გრ კარაქი
ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი
ზაფრანა გემოვნებით
მარილი გემოვნებით
პილპილი გემოვნებით

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
200გრ საქონლის ფარში
100გრ შებოლილი ,გახეხილი სულგუნი
100გრ ბარდა
40გრ ტომატი
100გრ წითელი ღვინო
25გრ კარაქი
ზეითუნის ზეთი გემოვნებით
ხახვის ერთი თავი,საშუალო 
მარილი და პილპილი გემოვნებით

ამოვავლოთ:
დაფხვნილი ხმელი პური 500გრ
150გრ ფქვილი
360მლ წყალი
მარილი გემოვნებით
შეწვით მზესუმზირის ზეთში

(1)პირველ რიგში მოვამზადოთ შიგთავსი.გავალღვოთ კარაქი და ზეთი(2)დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი (3)როცა კარგად მოიშუშება შევურიოთ ფარში და მოვშუშოთ 5წთ საშუალო ცეცხლზე

(4)როდესაც ფარში კარგად გამოშრება ვამატებთ ღვინოს და ველოდებით სანამ არ აორთქლდება(5)გახსენით პომიდვრის წვენი ცოტაოდენ წყალში(6) დაამატეთ მოშუშულ ხორცს.შეაზავეთ მარილით და პილპილით და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე 20წთ.
(7)ახლა როცა ხორცი მზადაა ვამატებთ ბარდას.(8) გადმოიღეთ ცეცხლიდან და კარგად აურიეთ ინგრედიენტები.როდესაც კარგად გაცივდება,მოათავსეთ თასში,გადააკარით ცელოფანი და შეინახეთ მაცივარში(9)ახლა კი დროა მოვხარშოთ სპაგეტი.
(10)სპაგეტი ჩაყარეთ მდუღარე,მარილიან წყალში.ხარშვის დროს ცოტაოდენ ნახარშთან ერთად გახსენით ზაფრანა და დაუმატეთ(11)როდესაც კარგად მოიხარშება გადაწურეთ და მოათავსეთ ზეთიან ჟარონაზე,რომ არ დაეწებოს.(12) დაამატეთ წვრილად დაჭრილი კარაქი და გააცივეთ კარგად
 (13)ახლა შევაზავოთ გახეხილი ყველით(14) კვერცხით(15) და დავკუწოთ მაკრატლის დახმარებით
(16)კარგად ავურიოთ ყველა ინგრედიენტი,შევფუთოთ ცელოფნით და მოვათავსოთ მაცივარში ერთი ღამე.(17)გამოიღეთ მაცივრიდან შენახული შიგთავსი და სპაგეტი.დაჭერით სულგუნი წვრილად(18)ახლა კი მოვამზადოთ ბურთები.ვიღებთ ცოტაოდენ სპაგეტს,ვაძლევთ ფორმას ,ვუკეთებთ პატარა ჩაღრმავებას
(19)დავამატოთ ერთი კოვზი შიგთავსი(20)ცოტაოდენი ყველი (21)ხელის დახმარებით მივცემთ ბურთის ფორმას.ასე დავამუშავებთ მთელ სპაგეტს



(22)შეფუთეთ და მოათავსეთ მაცივარში დაახ.10 წთ (23) მოვამზადოთ ე.წ. პასტელა.ვურევთ დაფხვნილ პურს და ფქვილს ერთმანეთში,ვამატებთ წყალს და ცოტაოდენ მარილს(24) ვთქვეფავთ მანამ,სანამ არ მივიღებთ არაჟნის სისქის მასას.
(25)დავიწყოთ მომზადება.პირველ რიგში გავაცხელოთ ზეთი.შემდეგ ბურთებს ჯერ პასტელაში ამოვავლებთ შემდეგ კი დაფხვნილ პურში (26) ჩავყაროთ ცხელ ზეთში 5-6 წუთით (27) ჟარონაზე გაშალეთ სამზარეულოს ქაღალდი,რომ დაკარგოს ზედმეტი ცხიმი.მიირთვით თბილი 

შენახვა:გირჩევთ სულ მიირთვათ,მაგრამ თუ გსურთ შენახვა ,გაყინეთ აუცილებლად შესაწველი.
buon appetito...




martedì 10 maggio 2016

სირთულე:მარტივი    მომზადება: 50წთ    ცხობა:30წთ   
პურის სახლში მომზადება,ყველაზე საოცარი პროცესია.ცხელ-ცხელ პურს რომ გამოიღებ ღუმელიდან და გადატეხავ.საოცარი სურნელი რომ დატრიალდება სახლში.იტალიაში ძალიან უყვართ ცხელ პურზე ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, ქონდარი და მარილი.უგემრიელესია,აუცილებლად სცადეთ.ეს პატარა პურები იდეალურია,როგორც შიგთავსით სამსახურში წასაღებად,ასევე პავიდლოთი ტკბილად,ასევე თანხლებით.იქონიეთ მაგიდაზე მუდამ ეს პატარა არომატული პურები,აუცილებლად მოახდენს ეფექტს .მომზადება ძალიან მარტივია.
ახლა კი თუ მზად ხართ,მივაშუროთ სამზარეულოს მაგიდას,ამ საყვარელი პურუკების მოსამზადებლად....

ინგრედიენტები:
500გრ თეთრი ფქვილი
300გრ სერი ფქვილი
640მლ წყალი
20გრ მარილი
10გრ საფუარი
ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი
30გრ სელის თესლი
10გრ სელის თესლი გარედან მოსაყრელად

(1) პირველ რიგში ავურიოთ თეთრი და სერი ფქვილი(3) დავამატოთ საფუარი
(4)კარგად აურიეთ საფუარი ფქვილში(5) თბილ წყალში გახსენით მარილი(6) ნელა-ნელა შეურიეთ ეს წყალი ფქვილს
(7) მოზილეთ ფუმფულა ცომი (8)როდესაც შეიკვრება ცომი,დავამატოთ სელის თესლი (9) კარგად ავურიოთ ცომს
(10)გადმოიღეთ სამუშაო დაფაზე ცომი და ცოტაოდენი ფქვილის დახმარებით კიდევ იმუშავეთ (11) შემდეგ მოათავსეთ თასში,შეფუთეთ და დატოვეთ ასაფუბლად გამორთულ,შუქანთებულ ღუმელში 1სთ (12)ცომი უნდა გაორმაგდეს
(13)როდესაც ცომი გაორმაგდება,გადმოიღეთ სამუშაო დაფაზე და იმუშავეთ.გაწელეთ და გადმოკეცეთ მაღლიდან.ასე გაიმეორეთ 10 ჯერ.(14)მიეცით ფორმა
(16)დატოვეთ ისევ 1სთ გამორთულ ღუმელში..(17)როდესაც ცომი გაორმაგდება,გადმოიღეთ სამუშაო მაგიდაზე ბოლოჯერ.(18)ცოტაოდენი ზეთის დახმარებით,მიეცით წაგრძელებული ფორმა 
(19)დაჭერით 70გრ ზომის ნაჭრეები 21ც.(20)ხელის წრიული მოძრაობით ცომს მიეცით მრგვალი ფორმა (21) მოათავსეთ ბურთები ერთმანეთის დაშორებით პერგამენტის ქაღალდზე,შესაბამის ჟარონაზე.
(22) წაუსვით ცოტაოდენი ზეთი ზემოდან და სელის ცოტაოდენი თესლი(23) დატოვეთ ისევ 1 სთ გამორთულ ღუმელში შემდეგ კი გამოაცხეთ 210°ზე 50წთ

მზადაა ჩვენი პატარა პურები.
გემრიელად მიირთვით....