![]() |
სირთულე:მარტივი მომზადება:40წთ ხარშვა:15წთ |
ინგრედიენტები სპაგეტისთვის:
320გრ სპაგეტი
50გრ ღვინო
200გრ ნაღები
1 კბილი ნიორი
10გრ კარაქი
10გრ ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით
ინგრედიენტები თევზის ბურთებისთვის:
რადგან დიდი არჩევანი არ გვაქვს თევზის...აარჩიეთ სამი თევზის ტიპი
დაახ.300გრ
80გრ პური
1 საშ,კვერცხი
50გრ გახეხილი ყველი
1 კბილი ნიორი
10გრ ზეითუნის ზეთი
ზაფრანა,მარილი,პილპილი გემოვნებით
(1) პირველ რიგში მოვამზადოთ თევზის ბურთები.თუ არის იმის საშუალება რომ კრევეტები შეიძინოთ,აუცილებლად გამოიყენეთ.გამოარჩიეთ თევზი კარგად და კარგად გარეცხეთ.(3)გამოარჩიეთ პურის რბილი ნაწილი და დაჭერით კუბიკებად.
(4).გათქვიფეთ ერთი კვერცხი(5)მოათავსეთ დაჭრილი პური ბლენდერში,დაამატეთ ნიორი
(7)გაატარეთ პური და ნიორი,შემდეგ კი დაამატეთ თევზი,რაც გაქვთ
(10)აურიეთ ზეთი (11) გათქვეფილი კვერცხი (12) გახეხილი ყველი,მარილი და პილპილი
(13)გაატარეთ ეს ყველაფერი,სანამ ცომის მასას არ მივიღებთ. (14) პატარა თასში გახსენით ზაფრანა თბილ წყალში (15) გადმოიღეთ ცომი თასში და დაამატეთ ზაფრანა
(16)კარგად დაამუშავეთ ცომი ხელის დახმარებით (17) შემდეგ კი გააკეთეთ პაწია ბურთები დაახ.6გრ სიდიდის.
(19)ახლა კი ავიღოთ ღრმა ტაფა.დავასხათ ზეთი და კარაქი (20)დაამატეთ 1 კბილი ნიორი.როდესაც შეყვითლდება ამოიღეთ უკან (21)ჩაყარეთ ბურთები და მოშუშეთ 5წთ საშუალო ცეცხლზე და ურიეთ რომ არ დაეკროს ძირზე.
(22)დაამატეთ ღვინო(23)დაელოდეთ აორთქლებას,შემდეგ კი დაასხით ნაღები, მარილი და პილპილი და მოშუშეთ 10წთ დაბალ ცეცხლზე (24) ამასობაში მოხარშეთ სპაგეტი
(25)როდესაც დააკლდება ხარშვას 2-3 წუთი ,გადაწურეთ და პირდაპირ მოათავსეთ თევზის ტაფაში.(26)კარგად აურიეთ ინგრედიენტები (27) მზადაა სპაგეტი,თევზის ბურთებით .დააგემოვნეთ ცხელი...სპაგეტი უნდა იყოს უმი.
შენახვა: უკვე მომზადებული სპაგეტი მიირთვით სულ,მაგრამ თუ შენახვა გსურთ,ბურთები მომზადებამდე შეინახეთ მაცივარში მაქსიმუმ 1 დღე,ან გაყინეთ მაცივარში 1 თვე.
გემრიელად მიირთვით...<3
Nessun commento:
Posta un commento