Etichette

mercoledì 11 maggio 2016

სირთულე:მარტივი    მომზადება:30წთ    ცხობა:45წთ  
TORTA RUSTICA-შემწვარი,მარილიანი ტორტი.ესაა ნაზი აფუებული ცომი,შეზავებული წყლით,რძით,ზეთით ,ძეხვის და ყველის შიგთავსით.მოამზადეთ როგორც ამ შიგთავსით,ასევე ბოსტნეულით ,ან ზღვის პროდუქტებით.დააგემოვნეთ ძველ ლუდთან ერთად.თუ მზად ხართ,მაშინ დავიწყოთ ....

ცომი,ერთი საშუალო ზომის ტორტისთვის:
500გრ ფქვილი
125მლ თბილი რძე
125მლ თბილი წყალი
40მლ ზეითუნის ზეთი
60გრ კარაქი
12გრ საფუარი
10გრ მარილი
შიგთავსი:

200გრ თხლად დაჭრილი სულგუნი
150გრ შებოლილი ლორი,თხლად დაჭრილი

წაუსვით მაღლიდან ერთი კვერცხი ,ცოტაოდენ რძეში გახსნილი
(1)ტორტის მოსამზადებლად,პირველ რიგში მოვზილოთ ცომი.გახსენით მარილი წყალში(2) ცოტაოდენი შაქარი და  საფუარი კი რძეში
(4)გაცერით ფქვილი (5) პირველ რიგში ვამატებთ რძეს საფუართან და შაქართან ერთად (6) შემდეგ კი მარილიან წყალს.
(7)აურიეთ წვრილად დაჭრილი რბილი კარაქი (8)ზეითუნის ზეთი (9)დაიწყეთ ცომის მოზელა
(10) იმუშავეთ მანამ,სანამ ყველა ინგრედიენტი კარგად არ გაიხსნება (11) გადმოიტანეთ ცომი სამუშაო მაგიდაზე და კიდევ დაამუშავეთ (12)მეცით ფორმა და მოათავსეთ თასში.გადააკარით ცელოფანი და დატოვეთ ასაფუებლად,სანამ არ გაორმაგდება
(13)გაფუებული ცომი ამოიღეთ თასიდან,გაჭერით ორად.(14)გააბრტყელეთ პირველი ფენა დაახ.სახევარი სმ (15)გაამზადეთ ფორმა,პერგამენტის ქაღალდით და საბრტყელებლის დახმარებით მოათავსეთ ცომი შიგ
(16)კარგად გაანაწილეთ ცომი,ფორმაზე შემდეგ კი დაალაგეთ შებოლილი ლორი(17) ზემოდან კი დაალაგეთ ყველის თხელი ფენები (18)გააბრტყელეთ მეორე ცომის ნაწილი და გადააფარეთ ზემოდან
(19)ეცადეთ მისცეთ ასეთ ფორმა,თითების დაჭერით (20)შემდეგ ჩანგლის დახმარებით ნაპირებს გაუკეთეთ შვეული ხაზები (21)გატეხეთ ერთი კვერცხი,დაამატეთ ცოტაოდენი რძე და წაუსვით ტორტს მაღლიდან
(22)გადააფარეთ ცელოფანი და დატოვე 1 საათი.(23)გამოაცხეთ 180° ზე 45წთ (24) ტორტი მზადაა.დააგემოვნეთ ცხელი
შეინახეთ მაცივარში 3-4 დღე.გააცხლეთ სანამ მიირთმევთ.შეგიძლიათ გაყინოთ გამომცხვარი და გაალღვოთ 12 საათით ადრე ...
გემრიელად მიირთვით..


Nessun commento:

Posta un commento