![]() |
სირთულე:მარტივი მომზადება:45წთ ხარშვა 30წთ |
ინგრედიენტები კუსკუსისთვის:
250გრ კუსკუსი (ესაა დაღერღილი ხორბალი)
250მლ წყალი
200გრ წიწაკა(ან გოგორა)
2 თავი ახალი ხახვი
150გრ სტაფილო
120გრ ყაბაყი(ან კარტოფილი)
150გრ ნედლი ლობიო
ნიახური
მარილი,პილპილი გემოვნებით
ზეითუნის ზეთი
რამოდენიმე პიტნის ფოთოლი
ლიმნის ცედრა
ინგრედიენტები თევზის ბურთებისთვის:
260გრ გამორჩეული ახალი თევზი
1 საშუალო კარტოფილი
30გრ დაფხვნილი ხმელი პური
ცოტაოდენი ფქვილი
ოხრახუში
მარილი,პილპილი
ზეთი
(1) პირველ რიგში მოვამზადოთ თევზის ბურთები.გავასუფთაოთ თევზი.ვაჭრით თავს(2)გაჭერით ისე რომ თევზის ერთი ნაწილი სუფთად გამოეყოს მეორეს.(3)მეორე ნაწილს ააჭერით ფხიანი ნაწილი და თევზის ორ სუფთა ნაწილს მივიღებთ.
(4)მოათავსეთ წვრილად დაჭრილი თევზი თასში ,დაამატეთ გატარებული კარტოფილი(6)დაამატეთ ოხრახუში,მარილი,პილპილი და ზეთი.
(7)დაამუშავეთ ხელით კარგად.(8)დაამატეთ დაფხვნილი პური,კიდევ დაამუშავეთ ცომი (9)შემდეგ კი გავაკეთოთ პატარა ბურთები...შეგიძლიათ მოამზადოთ ამ ტიპის ბურთები,რომელიც ჩემს წინა რეცეპტში შემოგთავაზეთ spagetti con le polpettine di pesce
(10)ამოავლეთ ბურთები ფქვილში(11)მოათავსეთ მაცივარში მანამ,სანამ შეწვავთ (13)ახლა კი მოვამზადოთ ბოსტნეული კუსკუსისთვის.დავჭრათ ნიახური წვრილად
(13)სტაფილო (14)ახალი ხახვი ალყა-ალყა (15) გოგრა ან კარტოფილი
(16)ნედლი ლობიო (17)ყაბაყი ან წიწაკა .ინგრედიენტები უნდა იყოს კარგად გარეცხილი წინასწარ.(18)ამ ეტაპზე კი დაასხით ზეთი ტაფაზე,დაყარეთ ნიახური და სტაფილო და მოშუშეთ
(19)შეურიეთ ხახვი,მერე ლობიო,გოგრა(წიწაკა) კარგად მოშუშეთ ეს ყველაფერი 20წთ დაბალ ცეცხლზე.დაამატეთ ცოტაოდენი წყალი,მარილი და პილპილი
(22)მოამზადეთ კუსკუსი...ჩაასხით წყალი ქვაბში,დაამატეთ ცოტაოდენი ზეთი და აადუღეთ (23)რომ ადუღდება ჩაყარეთ კუსკუსი და ხარშეთ 5 წუთი თავდახურული.ამასობაში კუსკუსი წყალს შეიწოვს და გაორმაგდება
(25)გადაიტანეთ ტაფაში,მზა ბოსტნეულთან ერთად(26)დაამატეთ ყაბაყი ან კარტოფილი წვრილად დაჭრილი და დატოვეთ 2-3 წუთი ცეცხლზე,თავდახურული.(27) მოვამზადოთ ბურთები...გავაცხელოთ ზეთი ტაფაზე და შევწვათ კარგად
(28)როდესაც ბურთები სუნს გაუშვებენ,მზადაა.(29)ამოვყაროთ ქაფქირით და დავყაროთ სამზარეულოს ქაღალდზე,რომ ზედმეტი ცხიმისგან განთავისუფლდეს.(30)როცა კარგად გაშრება ბურთები,აურეით ბოსტნეულს და კუსკუსს.
(31)დაამატეთ რამოდენიმე პიტნის ფოთოლი (32)დაახეხეთ ლიმნის ცედრა და კუსკუსი მზადაა..
შეინახეთ კონტეინერში 2-3 დღით.
buon appetito..
Nessun commento:
Posta un commento