Etichette

martedì 10 maggio 2016

სირთულე:მარტივი    მომზადება: 50წთ    ცხობა:30წთ   
პურის სახლში მომზადება,ყველაზე საოცარი პროცესია.ცხელ-ცხელ პურს რომ გამოიღებ ღუმელიდან და გადატეხავ.საოცარი სურნელი რომ დატრიალდება სახლში.იტალიაში ძალიან უყვართ ცხელ პურზე ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, ქონდარი და მარილი.უგემრიელესია,აუცილებლად სცადეთ.ეს პატარა პურები იდეალურია,როგორც შიგთავსით სამსახურში წასაღებად,ასევე პავიდლოთი ტკბილად,ასევე თანხლებით.იქონიეთ მაგიდაზე მუდამ ეს პატარა არომატული პურები,აუცილებლად მოახდენს ეფექტს .მომზადება ძალიან მარტივია.
ახლა კი თუ მზად ხართ,მივაშუროთ სამზარეულოს მაგიდას,ამ საყვარელი პურუკების მოსამზადებლად....

ინგრედიენტები:
500გრ თეთრი ფქვილი
300გრ სერი ფქვილი
640მლ წყალი
20გრ მარილი
10გრ საფუარი
ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი
30გრ სელის თესლი
10გრ სელის თესლი გარედან მოსაყრელად

(1) პირველ რიგში ავურიოთ თეთრი და სერი ფქვილი(3) დავამატოთ საფუარი
(4)კარგად აურიეთ საფუარი ფქვილში(5) თბილ წყალში გახსენით მარილი(6) ნელა-ნელა შეურიეთ ეს წყალი ფქვილს
(7) მოზილეთ ფუმფულა ცომი (8)როდესაც შეიკვრება ცომი,დავამატოთ სელის თესლი (9) კარგად ავურიოთ ცომს
(10)გადმოიღეთ სამუშაო დაფაზე ცომი და ცოტაოდენი ფქვილის დახმარებით კიდევ იმუშავეთ (11) შემდეგ მოათავსეთ თასში,შეფუთეთ და დატოვეთ ასაფუბლად გამორთულ,შუქანთებულ ღუმელში 1სთ (12)ცომი უნდა გაორმაგდეს
(13)როდესაც ცომი გაორმაგდება,გადმოიღეთ სამუშაო დაფაზე და იმუშავეთ.გაწელეთ და გადმოკეცეთ მაღლიდან.ასე გაიმეორეთ 10 ჯერ.(14)მიეცით ფორმა
(16)დატოვეთ ისევ 1სთ გამორთულ ღუმელში..(17)როდესაც ცომი გაორმაგდება,გადმოიღეთ სამუშაო მაგიდაზე ბოლოჯერ.(18)ცოტაოდენი ზეთის დახმარებით,მიეცით წაგრძელებული ფორმა 
(19)დაჭერით 70გრ ზომის ნაჭრეები 21ც.(20)ხელის წრიული მოძრაობით ცომს მიეცით მრგვალი ფორმა (21) მოათავსეთ ბურთები ერთმანეთის დაშორებით პერგამენტის ქაღალდზე,შესაბამის ჟარონაზე.
(22) წაუსვით ცოტაოდენი ზეთი ზემოდან და სელის ცოტაოდენი თესლი(23) დატოვეთ ისევ 1 სთ გამორთულ ღუმელში შემდეგ კი გამოაცხეთ 210°ზე 50წთ

მზადაა ჩვენი პატარა პურები.
გემრიელად მიირთვით....



Nessun commento:

Posta un commento