![]() |
სირთულე:მარტივი მომზადება:60წთ ხარშვა:60წთ |
ინგრედიენტები ცომისთვის:
500გრ სპაგეტი
3 კვერცხის გული
250გრ გახეხილი ყველი(უმჯობესია პარმიჯანო)
35გრ კარაქი
ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი
ზაფრანა გემოვნებით
მარილი გემოვნებით
პილპილი გემოვნებით
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
200გრ საქონლის ფარში
100გრ შებოლილი ,გახეხილი სულგუნი
100გრ ბარდა
40გრ ტომატი
100გრ წითელი ღვინო
25გრ კარაქი
ზეითუნის ზეთი გემოვნებით
ხახვის ერთი თავი,საშუალო
მარილი და პილპილი გემოვნებით
ამოვავლოთ:
დაფხვნილი ხმელი პური 500გრ
150გრ ფქვილი
360მლ წყალი
მარილი გემოვნებით
შეწვით მზესუმზირის ზეთში
(1)პირველ რიგში მოვამზადოთ შიგთავსი.გავალღვოთ კარაქი და ზეთი(2)დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი (3)როცა კარგად მოიშუშება შევურიოთ ფარში და მოვშუშოთ 5წთ საშუალო ცეცხლზე
(4)როდესაც ფარში კარგად გამოშრება ვამატებთ ღვინოს და ველოდებით სანამ არ აორთქლდება(5)გახსენით პომიდვრის წვენი ცოტაოდენ წყალში(6) დაამატეთ მოშუშულ ხორცს.შეაზავეთ მარილით და პილპილით და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე 20წთ.
(7)ახლა როცა ხორცი მზადაა ვამატებთ ბარდას.(8) გადმოიღეთ ცეცხლიდან და კარგად აურიეთ ინგრედიენტები.როდესაც კარგად გაცივდება,მოათავსეთ თასში,გადააკარით ცელოფანი და შეინახეთ მაცივარში(9)ახლა კი დროა მოვხარშოთ სპაგეტი.
(10)სპაგეტი ჩაყარეთ მდუღარე,მარილიან წყალში.ხარშვის დროს ცოტაოდენ ნახარშთან ერთად გახსენით ზაფრანა და დაუმატეთ(11)როდესაც კარგად მოიხარშება გადაწურეთ და მოათავსეთ ზეთიან ჟარონაზე,რომ არ დაეწებოს.(12) დაამატეთ წვრილად დაჭრილი კარაქი და გააცივეთ კარგად
(13)ახლა შევაზავოთ გახეხილი ყველით(14) კვერცხით(15) და დავკუწოთ მაკრატლის დახმარებით
(16)კარგად ავურიოთ ყველა ინგრედიენტი,შევფუთოთ ცელოფნით და მოვათავსოთ მაცივარში ერთი ღამე.(17)გამოიღეთ მაცივრიდან შენახული შიგთავსი და სპაგეტი.დაჭერით სულგუნი წვრილად(18)ახლა კი მოვამზადოთ ბურთები.ვიღებთ ცოტაოდენ სპაგეტს,ვაძლევთ ფორმას ,ვუკეთებთ პატარა ჩაღრმავებას
(19)დავამატოთ ერთი კოვზი შიგთავსი(20)ცოტაოდენი ყველი (21)ხელის დახმარებით მივცემთ ბურთის ფორმას.ასე დავამუშავებთ მთელ სპაგეტს
(22)შეფუთეთ და მოათავსეთ მაცივარში დაახ.10 წთ (23) მოვამზადოთ ე.წ. პასტელა.ვურევთ დაფხვნილ პურს და ფქვილს ერთმანეთში,ვამატებთ წყალს და ცოტაოდენ მარილს(24) ვთქვეფავთ მანამ,სანამ არ მივიღებთ არაჟნის სისქის მასას.
(25)დავიწყოთ მომზადება.პირველ რიგში გავაცხელოთ ზეთი.შემდეგ ბურთებს ჯერ პასტელაში ამოვავლებთ შემდეგ კი დაფხვნილ პურში (26) ჩავყაროთ ცხელ ზეთში 5-6 წუთით (27) ჟარონაზე გაშალეთ სამზარეულოს ქაღალდი,რომ დაკარგოს ზედმეტი ცხიმი.მიირთვით თბილი
შენახვა:გირჩევთ სულ მიირთვათ,მაგრამ თუ გსურთ შენახვა ,გაყინეთ აუცილებლად შესაწველი.
buon appetito...
Nessun commento:
Posta un commento