![]() |
სირთულე: რთული მომზადება:60წთ ცხობა:50წთ დოზა:10 ადამიანი |
ინგრედიენტები ე.წ. ხაშისთვის:
100გრ ფქვილი
60გრ თბილი რძე
2გრ საფუარი
1ს/კ თაფლი ან შაქარი
ინგრედიენტები ცომისთვის(1.3კგ)
400გრ ფქვილი 160გრ შაქარი
4 დიდი კვერცხი და 3 კვერცხის გული 40გრ ხილის მარმელადი
ერთი ლიმნის ცედრა ვანილი
120გრ ყურძნის ჩამიჩი 2გრ საფუარი
5გრ მარილი
პირველ რიგში მოვამზადოთ ე.წ. ხაში.(1) ჩავყაროთ პატარა თასში ფქვილი,საფუარი და შაქარი(თაფლი)(2) დავამატოთ თბილი რძე (3)მოვზილოთ ცომი
(4) გააკეთეთ პატარა ბურთი(5) შეფუთეთ და დატოვეთ 1სთ გამორთულ,შუქანთებულ ჰაერღუმელში.შემდეგ გამოღეთ და შედეთ მაცივარში და დატოვეთ ერთი ღამე შიგნით(6)მომზადების წინ, 2სთ-ით ადრე გამოიღეთ.
(7)მოათავსეთ საზელ მანქანაში(შეგიძლიათ ხელით იმუშაოთ.შეურიეთ 200გრ ფქვილი,2გრ საფუარი,60გრ შაქარი(8)შეურიეთ ასევე 2 კვერცხი(9)მოზილეთ კარგად.სანამ არ მიიღებთ ელასტიურ ცომს.
(10)აურიეთ 60გრ კარაქი,ნელა-ნელა,პატარ-პატარა ნაჭრეები(11)როცა კარგად გაიხსნება კარაქი და ცომი ისევ ელასტიური გახდება ამოიღეთ თასიდან(12) მიეცით ფორმა
(13)შეფუთეთ და დატოვეთ ასაფუებლად ,დაახ.2 საათი გამორთულ,შუქანთებულ ჰაერღუმელში.შემდეგ გადაიტანეთ მაცივარში და დატოვეთ მთელი ღამე.გამოიღეთ ორი საათით ადრე მომზადებამდე.(14)ამასობაში დაასველეთ ყურძნის ჩამიჩი წყალში.(15)გახეხეთ ერთი ლიმნის ცედრა და დაჭერით ხმელი ხილი.
(16)დაჭერით ასევე ფორთოხლის ცედრა პაწია კუბიკებად.(17)დავუბრუნდეთ ცომს(18)მოვათავსოთ მანქანაში(დავიწყოთ ხელით მუშაობა.(18)შევურიოთ ვანილი
(19) დავამატოთ დარჩენილი ფქვილი(20)საბოლოო 2 კვერცხი და 3 კვერცხის გული (21)მოვზილოთ კარგად.ავურიოთ ასევე ლიმნის ცედრა
(22)დარჩენილი შაქარი(23)დარჩენილი კარაქი პატარ-პატარა ნაჭრეები და მარილი(24)როცა ცომი ელასტიური გახდება დაამატეთ დაჭრილი ხმელი ხილი
(25)ხილის ჟელატინი (26)გარეცხილი და კარგად გაწურული ქიშმიში.ბოლოს ეს ყველაპერი კარგად მოზილეთ,ისე რომ ყველაპერი კარგად განაწილდეს ცომში (27)ამოიღეთ ცომი,ფორმა მიეცით და შეფუთეთ.დატოვეთ 2 საათი გამორთულ ,შუქანთებულ ჰაერღუმელში
(28) როცა ცომი გაორმაგდება,ამოიღეთ და მაგიდაზე გააბრტყელეთ ხელის დახმარებით.
(31)დაკეცეთ ცომი,რამოდენიმე ნაწილად და გადმოაბრუნეთ (32) მოათავსეთ ფორმაში(თუ გსურთ რამოდენიმე გააკეთოთ,მოათავსეთ პატარა ფორმებში) (33)ცხიმწასმულ ფორმაში დატოვეთ ასაფუებლად ისევ ჰაერღუმელში.
(34) შემდეგ მოხსენით ცელოფანი და დატოვეთ 15 წუთი,რადგან ზედაპირი შეუმაგრდეს.(35)დასერეთ პანეტონი,წაუსვით 10გრ კარაქი(35) გამოაცხეთ 200° ზე 10-15 წუთი.მოათავსეთ ასევე პაწია თასით წყალი.ცხობის დროს სირბილისთვის და ტენიანობისთვის.შემდეგი 15 წუთი 190° ზე .თუ შეატყობთ რომ მაღალია 180° მდე დაიყვანეთ.ჯამში 50 წუთი ჭირდება გამოსაცხობად.როცა 10 წუთი დარჩება გამოცხობამდე,გამოღეთ წყლის თასი.(36) როცა გამოცხვება,გააცივეთ და მიირთვით როგორც კრემიანი,ასევე კრემის გარეშე.
შენახვა:
სახლში გამომცხვარი პანეტონი,.დიდხანს ვერ ძლებს.დაახ.2-3 დღე.თუ შენახვა გსურთ,შეინახეთ საყინულეში მანამ,სანამ გამოაცხობთ.
რჩევები:
თუ გსურთ შეამციროთ დრო,მაშინ ცომი დაასვენეთ მაცივარში,5-6 საათით. გემრიელად მიირთვით