Etichette

mercoledì 20 aprile 2016

Zeppole salate napoletane-ნაპოლიტანური ძეპოლები.გაფუებული ცომის ბურთები.ნეაპოლიის ქუჩებში დიდი მოთხოვნით სარგებლობს.შეგიძლიათ შეაზავოთ როგორც მოხარშული კარტოფილით კალაბრიულად,ასევე პულიური რეცეპტით,ზეთის ხილით.ასევე ოხრახუშით და სხვადასხვა მწვანილეულით,ან უბრალოდ კლასიკურად, ყველაფრის გარეშე.

                                                    ინგრედიენტები:
       300გრ ფქვილი
     290გრ წყალი
  5-8გრ მზა საფუარი,ან  1ს/კ საფუარი  ჩვეულებრივი
მარილი 10გრ
მზესუმზირის ზეთი  შესაწვავად

მომზადება:
წყალში გავხსნით საფუარს და მარილს შემდეგ კი ნელა ნელა დავამატებთ ფქვილს.მივიღებთ თხელ მასას.
დავასვენებთ 1 საათი,სანამ კარგად არ ამოფუვდება.შემდეგ კი თუ გვსურს შევკაზმოთ,შეგვიძლია დაჭრილი ოხრახუში ავურიოთ,ან ბაზილიკო,ან მოხარშული და გაწურული ისპანახი.შემდეგ კი შევწვავთ ზეთში
ვიღებთ სუფრის კოვზით და ვასხავთ ზეთში,მერე კი ვაბრუნებთ შიგ რომ მრგვალი ფორმა მიიღოს.
იგივე რეცეპტით შეგიძლიათ შეწვათ გოგრის ყვავილები,რომელიც ძალიან პოპულარულია იტალიაში.
ამ ცომს გაამზადებთ,შემდეგ ყვავილს ამოაცლით ბუტკოს,ძალიან  ფრთხილად და ან ყველს ჩაუდებთ შიგნით,ან ხაჭოს და თავებს გადაუგრეხავთ.
შემდეგ კი მზა ცომში ამოავლებთ და ცხელ ზეთში ჩაყრით

მე პირადად ძალიან მიყვარს გოგრის ყვავილი,როგორც შემწვარი,ასევე პიცაში,ნაღებ მოსხმული...გემრიელად მიირთვით <3

Nessun commento:

Posta un commento