Etichette

mercoledì 13 aprile 2016

orecchiette(ორეკიეტტე)..ნიშნავს ყურებს.ძალიან მნიშვნელოვანი მაკარონის ფორმა,რომელიც ეკუთვნის პულიის რეგიონს.ისტორიული წყაროებიდან ორეკიეტტე ,როგორც მაკარონის ფორმა,მოდის ძველი რომაული მაკარონის "lixulae" დან,მაგრამ როგორც ბარის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ჩანაწერებიდან ირკვევა,დაახლოვებით ჩვენი წელთაღრიცხვით 1500 წელს ,ვინმე მეწარმის ანდერძი,რომელიც შვილს უტოვებდა თავის საცხობს და ორეკიეტტების რეცეპტს.ფორმა ძალიან მარტივი.გული უფრო თხელი,ნაპირებთან შედარებით და სიდიდე დაახ.3/4 დიამეტრი როგორც თითის ბალიშის.ფორმას როგორც დანის საშუალებით,ასევე ცერა თითის დაჭერითაც აძლევენ. ესაა ყველაზე გემრიელი მაკარონი რომელიც მზადდება ხორბლის ფქვილით.


ინგრედიენტები:
200გრ ხორბლის ფქვილი (semola di grano duro)
100გრ წყალი
ცოტაოდენი მარილი
1ს/კ ზეითუნის ზეთი
შეგახსენებთ რომ ყოველ 100გრ ფქვილზე 50გრ წყალი,ანუ ნახევარი და 100გრ არის ერთი პორცია.
(2)დავყრით ფქვილს  მაგიდაზე და ნელა-ნელა ავურევთ წყალს.(3) როცა შევაზელთ წყლის მასას,გავაგრძელებთ ორივე ხელით მუშაობას.
(4)დავამატებთ ზეთს (5) შემდეგ კი ვიმუშავებთ ცომზე სანამ არ მივიღებთ ელასტიურ მასას.(6)ცომი არ უნდა ეკვრებოდეს ხელზე და არც მაგიდაზე,ზედაპირი კი პრიალა უნდა ქონდეს.

(7) ცომს გავახვევთ ცელოფანში და დავასვენებთ მაცივარში სულ ცოტა 30 წუთი.(8)ცომს დავჭრით რამოდენიმე საწილად და ხელის ჰორიზონტალური მოძრაობით მივცემთ წვრილი მილის ფორმას .(9)დავჭრით დაახ.1სმ დიამეტრის კუბებს.
(10)დანის ან ცერა თითის დახმარებით ცომს ჩაღრმავებებს გავუკეთებთ.დანას ჩამოუსმევთ ცომს,(11) შემდეგ გადმოაბრუნებ ცომს და მიიღებს ყურის ფორმას(12)
(13) ისე გავშალოთ ,რომ ერთმანეთზე არ დაეწებნენ.(14)მოვაყაროთ ფქვილი თუ მომზადებას ვაპირებთ,თუ არადა დავტოვოთ ასე გასაშრობად.(15) ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში  7-8 წუთით.
(16)შეგიძლიათ ორეკიეტტები გაყინოთ სათითაო(17) შემდეგ მოათავსოთ სპეციალურ ცელოფანში (18)შეინახოთ 2 თვის მანძილზე.

ახლა კი გვაქვს ორეკიეტტები და როგორ უნდა მოვამზადოთ?
ყველაზე გავრცელებული სახეობა არის "orecchiette con le cime di rapa" ესაა ერთერთი მხლის  მეტად გავრცელებული სახეობაა იტალიაში .მაგრამ უბრალო ,პომიდვრის სოუსით და პარმეჯანით,ან ბროკოლით და კუპატით ,ან უბრალო ღორის რაგუთიც ძალიან გემრიელია...buon appetito <3



Nessun commento:

Posta un commento