Etichette

mercoledì 20 aprile 2016

Zeppole calabresi -კალაბრიული ძეპოლები კარტოფილით,რომელსაც მთელ კალაბრიის რეგიონში ამზადებენ საშობაოდ.არის როგორც ტკბილი,ასევე მარილიანი.კალაბრიელები ეძახიან "Zippulle"  მოდის ძველი რომაული "Zippula" დან,რომელიც გაფუებული ცომით და თაფლით მზადდებოდა.კიდევ ერთი მარტივი და სწრაფი რეცეპტი ჩემგან..


                                          ინგრედიენტები:
1კგ ფქვილი
500გრ მოხარშული და გატარებული  კარტოფილი
25გრ მზა საფუარი ან 2ს/კ მშრალი საფუარი
საახ.1ლ თბილი წყალი
40გრ მარილი
                                           შესაკაზმად:

გულში ჩასადებად შეგიძლიათ გამოიყენოთ,როგორც შებოლილი ლორის ნაჭრეები,ასევე პომიდორი,თევზი,მოცარელა და ცხვრის ყველი.მე ცხვრის ყველს გირჩევთ.

შეწვით მზესუმზირის ზეთში.


მომზადება:
გარეცხეთ კარტოფილი და მოხარშეთ კარგად,თავის კანიანად.გაფრცქვენით თბილი,გაატარეთ და დაელოდეთ გაციებას.
სანამ კარტოფილი ცივდება,თბილ წყალში გახსენით  მარილი და ცოტაოდენ წყალში საფუარი,1ჩ/კ შაქრით,შემდეგ კი შეაზავეთ მარილიან წყალში.როცა წყალში კარგად გაიხსნება მარილი და საფუარი.შეგიძლიათ ცომის მოზელა დაიწყოთ.
ვიღებთ 300გრ ფქვილს და ვზელთ წყალთან ერთად.ამ ეტაპზე ვამატებთ კარტოფილს შემდეგ კი დანარჩენ ფქვილს და ენერგიულად მოვზელთ მანამ ,სანამ არ მივიღებთ ელასტიურ ცომს.
ცომი იქნება საკმაოდ თხელი.
მიეცით ფორმა,მოათავსეთ სხვა თასში და შეფუთეთ.კარტოფილი თუ თბილი იქნება,მაშინ ასაფუებლად 1 საათი თუ არა და 2-3 საათი. 
ჩაასხით ზეთი ქვაბში და გააცხელეთ 180° .არ უნდა იყოს ძალიან მაღალ ცეცხლზე,ასე დაწვავთ.მერე კოვზით ამოიღებთ და ჩაუშვებთ ცხელ ზეთში და დააბრუნებთ შიგ რომ ფორმა მიიღოს.შეწვით,სანამ არ შეწითლდება
თუ შიგთავსით გსურთ,მაშინ ამოიღებთ ცომს კოვზით,დაადებთ ყველის ნატეხს და ხელის დახმარებით გადააფარებთ ცომს ზემოდან.შემდეგ კი ჩააგდებთ ზეთში.
გემრიელად მიირთვით <3

Nessun commento:

Posta un commento