Etichette

mercoledì 20 aprile 2016

PIZZELLE FRITTE-პატარა შემწვარი პიცები.ნაპოლიტანური რეცეპტი,მათთვის ვისაც უყვარს შემწვარი საკვები.პიცისგან იმით განსხვავდება,რომ ზეთში წვავთ.შეგიძლიათ შეაზავოთ როგორც პომიდვრის სოუსით და გახეხილი ყველით,ასევე შებოლილი ლორით და ცოცხალი ბოსტნეულით.ნეაპოლის ქუჩები სავსეა ამ ტიპის საცხობებით,სადაც შემწვარ ცომზე მუშაობენ.ისტორია კი პირდაპირ კავშირშია ნეაპოლთან.პიცელები განკუთვნილი იყო ღარიბი უბნებისთვის,რომელსაც ნაპოლიტანელები ეძახდნენ "a ogge a otte" -" la mangio oggi e la pago tra otto" ნიშნავს " დღეს შევჭამ და 8 დღის მერე გადავიხდი",რადგან კრედიტით ჭამდნენ და 8 დღეში ფარავდნენ...შეუძლებელია ნეაპოლში მოხვდეთ და მხარი აუქციოთ ამ საცხობებს,სადაც ფუმფულა,ახალ ცომებს წვავენ,ათასნაირად...მე ვეცდები ბევრნაირი რეცეპტი შემოგთავაზოთ,ამ კუთხით,იმიტომ რომ ჩემი საყვარელი საკვებია,მიუხედავად იმისა რომ ასუქებს....))))

                                                12 პატარა პიცის დასამზადებლად:

1ჩ.კ შაქარი                                 500გრ ფქვილი
10გრ საფუარი                          20მლ ზეთი
300მლ წყალი                            10გრ მარილი


                                                 პომიდვრის სალსის მოსამზადებლად:

1 საშუალო ხახვი
1 კბილი ნიორი
1 ქილა დაკუწული პომიდორი
1ს.კ ქონდარი
ბაზილიკო ან მწვანე რეჰანი
მარილი გემოვნებით
ზეთი გემოვნებით
გახეხილი ყველი გემოვნებით


შესაწველად მზესუმზირის ზეთი



(1)ცომის მოსამზადებლად ჩაასხით წყალი ჯამში და შეაზავეთ მარილით(2)ნელა ნელა გახსენით ზეთი წყალში (3) მეორე თასში ჩაყარეთ ფქვილი და დაასხით ცოტაოდენ წყალში გახსნილი საფუარი და შაქარი.შემდეგ კი აურიეთ ზეთიანი წყალი.

(4) დაიწყეთ ცომის დამუშავება ხელით .წყალი ნელა-ნელა გახსენით ფქვილში.(5) იმუშავეთ მანამ,სანამ ცომი არ გახდება რბილი და ელასტიური (6)მიეცით ბურთის ფორმა, მოათავსეთ  გაფქვილულ ჯამში და  შეფუთეთ.მოათავსეთ  გამორთულ ჰაერღუმელში,სახლის ტემპერატურისგან შორს.დაელოდეთ სანამ ცომი არ გამორმაგდება

გადავიდეთ სალსის მომზადებაზე,რომელიც პიცელების გასაფორმებლად დაგჭირდებათ.(7-8-9) ზეთში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი და შემდეგ აურიეთ პომიდორი.
(10)დატოვეთ დაბალ ცეცხლზე დაახ.20 წუთი,ბოლოს კი დაამატეთ ქონდარი და მარილი.(11-12) ცომი გამოღეთ  და დაჭერით 12 ნაწილად,დაახ.60გრ-იანი ნაჭრეები.
 (13) იმუშავეთ სათითაო ნაჭერზე.მიეცით ბურთის ფორმა(14) მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე ერთმანეთის მოშორებით და გადააფარეთ ცელოფანი.დაასვენეთ 1 საათი,რომ გაორმაგდნენ.(15)შემდეგ კი ისე  გაწელეთ ცომი.შუაგული უნდა ქონდეს თხელი,ნაპირებთან შედარებით,რომ პატარა ჩაღრმავება გაკეთდეს შეწვის დროს.
  (16).ზეთი გააცხელეთ 180° ზე  (17)არ უნდა დააბრაწოთ.ძალიან ნაზად უნდა იყოს შემწვარი.(18)როგორც კი შეყვითლდება ამოყრით და გაშლით ქაღალდზე,რომ  დაკარგოს ზედმეტი ცხიმი.
(19-20-21) პიცელები მზადაა შესაკაზმად.პირველი პომიდვრის სოუსი,შემდეგ გახეხილი ყველი და ერთი ფოთოლი ბაზილიკო,ან რეჰანი. მიირთვით ცხელი.


                                                      შენახვა:
რჩევაა შეჭამოთ სულ,მაგრამ თუ შენახვა გსურთ,შეინახეთ ბურთები,სანამ ბოლოჯერ ააფუებთ.
      




Nessun commento:

Posta un commento