![]() |
სირთულე:საშუალო მომზადება:150წთ ხარშვა:40წთ რაოდენობა:22 |
babà(ბაბა) ისტორია სათავეს პოლონეთიდან იღებს.საცხობი,რომელიც ლუიჯი 15 ფრანგის სიმამრს სტანისლავ ლესტუინსკის ეკუთვნოდა,იმ მიზეზით რომ მას არ მოსწონდა gugelhupf-ის მშრალი გემო,ცხობისას ღვინო(tokaj) და ხილის სიროფი გამოიყენა დასარბილებლად.შემდეგ სტანისლავის შვილმა,მარიამ გახსნა საცხობი საფრანგეთში,სადაც ბაბამ დიდი პოპულარობა მოიპოვა.
პარტენოპეული(ნაპოლიტანური) ჩანაწერებიდან კი ბაბას ისტორია ნეაპოლში,1836 წლიდან იღებს სათავეს,ყურძნის ჩამიჩითა და ზაფრანით.
დროთა განმავლობაში დაიხვეწა რეცეპტი და დღესდღეობით მუშავდება როგორც ვანილის კრემით,ნაღებით,ასევე ალუბლის სიროფით და ნაყინით.

600გრ ფქვილი
30გრ შაქარი
200გრ დარბილებული კარაქი
12 საშუალო ზომის ცივი კვერცხი
12.5გრ საფუარი( უნდა გახსნათ წინასწარ ცოტაოდენ შაქართან და წყალთან ერთად)
10გრ მარილი
25გრ წყალი
ინგრედიენტები დასანამად:
2ლ წყალი
შაქარი 800გრ
ლიმნის ცედრა 20გრ
ფორთოხლის ცედრა 40გრ
რომი 400მლ
გარედან წასასმელად: 400გრ გარგრის სიროფი.
(1)ბაბას მოსამზადებლად,პირველ რიგში ვამუშავებთ საფუარს.თუ უკვე მზა საფუარი არ გვაქვს,ე.წ. ლუდის საფუარი,მაშინ გავხსნათ 25გრ წყალში(2)დავუმატოთ ცოტაოდენი შაქარი.შეაზილეთ ცოტაოდენი ფქვილი,რომ მიიღოთ თხელი ცომის მასა.(3) დაამუშავეთ კარგად .
(4) შეფუთეთ მასა და გააჩერეთ 30წთ ასაფუებლად.(5) ცომი გაორმაგდება (6)დარჩენილი ფქვილი,რომელიც მაცივარში გექნებათ ცივი,გამოღეთ და მოამზადეთ სამუშაოთ.პირველ რიგში აურევთ მზა საფუარს (ხაში) (მუშაობა ხელითაც შეგიძლიათ თუ არ გაქვთ საზელი მოწყობილობა)
(7) გატეხეთ კვერცხები და კარგად გათქვიფეთ.(კვერცხი მაცივრის უნდა იყოს,ცივი)
(8)შეაზავეთ ნელა-ნელა ფქვილთან ერთად.(9)მერე აურევთ შაქარს და იქამდე ვზელთ სანამ ცომი არ მოსძვრება თასს,უნდა იყოს ელასტიური.(თუ ხელით ვაკეთებთ იმით მივხვდებით რომ ცომი აღარ დაგვეკვრება ხელზე.)
(10)ამ ეტაპზე მანქანას ვხსნით სათქვეფს და ვუყენებთ საზელს(ხელით ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მუშაობას)(11) დავჭრით კარაქს და ნელა-ნელა ვურევთ.ყველა შერევაზე კარგად ვხსნით ცომში და შემდეგ ისე ვამატებთ ახალ ნაჭრებს.ცომზე დაახლოვებით 25-30 წთ მოგიწევთ მუშაობა.უნდა მიიღოთ ელასტიური და ნაზი ცომი.(12) შემდეგ ვაფარებთ ცელოფანს და ვდებთ გამორთულ ,შუქანთებულ ჰაერღუმელში 3 საათით.
(13)სანამ ცომი ფუვდება,მოვამზადოთ ლიმნის და ფორთოხლის სიროფი.გავფრცქვნათ ლიმონი და ფორთოხალი (14) ჩავასხათ წყალი ქვაბში,ავურიოთ შაქარი (15) და ბოლოს ცედრა.წყალი რომ ადუღდება და შაქარი გალღვება გამორთეთ .
(16) ნელა-ნელა ვამატებთ რომს,რომ არ აორთქლდეს.(17)შევფუთავთ ცელოფნით და დავაცდით რომ კარგად შეზავდეს.(18)ამასობაში გავათხელებთ გარგრის მურაბას,ცედრის ცოტაოდენი ნახარშით.მასა უნდა მიიღოთ არც თხელი და არც სქელი.ცედრის ნახარში გვჭირდება ბაბას დასანამად და სულ არ გამოიყენოთ.
(19)ცომი მზადაა გამოსაყვანად.(20) კარგად გავაცხიმიანებთ კარაქით ფორმებს.პატარა ჭიქები უნდა იყოს ალუმინის.თუ ვერ ვნახავთ ასეთ ფორმებს ,მაშინ ეცადეთ ცოტა მაღალი ფორმები იყოს,მთავარია გემო)) (21) ცომს გადავზელთ ხელით
(22)ვიღებთ ცომის მასას ხელით(23)მუჭს ვკრავთ და ცერა თითსა და საჩვენებელს შორის ამოსულ ცომის მასას ვდებთ ფორმაში.ცომი დაახ.65-70 გრ უნდა იყოს.ისე რომ გავანაწილოთ 22 ფორმაში.
(25)დატოვეთ ფორმები გასაფუებლად ისევ შუქანთებულ ჰაერღუმელში(26)სანამ ცომი არ ამოვა მაღლამდე.(27) შემდეგ კი გამოაცხობთ 180° 30 წუთი.სანამ კარგად არ შეფერადდება.გამოღებთ და გააცივებთ.მერე ამოიღებთ ფორმებიდან.
(28)როცა ბაბა კარგად გაცივდება,გაათბეთ ცედრის ნახარში (40-45°) და ძალიან ნაზად აბრუნეთ შიგ.(30) შემდეგ ამოიღეთ და ძალიან ფრთხილად გამოწურეთ ოდნავ.
(31) დაყარეთ საწურზე რომ ზედმეტი სიროფი გამოუვიდეს (32) შემდეგ კი წაუსმევთ გაგრის სიროფს.(33) ჩააწყვეთ დახურულ კონტეინერში და შედეთ მაცივარში,თუ ეგრევე არ გადასანსლავთ..))))
(34)დაგემოვნებისას ცოტა რომს დაასხავთ.(35) შეგიძლიათ ასევე კრემით,ან ნაღებით ამოავსოთ.ან ნაყინით და ხილით.
შენახვის პირობები
შენახვა შეგიძლიათ როგორც დანამული ,ასევე დასანამი.ჩემი რჩევაა გამომცხვარი შეინახოთ და შემდეგ ჩაყაროთ ცედრის ნახარშში.გამომცხვარი ბაბა 1 კვირა ძლებს მაცივარში,ხოლო საყინულეში 60 დღე.ხოლო ნახარში შეგიძლიათ დახუფული შეინახოთ მაცივარში,ერთი თვე.
რჩევები
აუცილებლად იქონიეთ ფქვილი და კვერცხი მაცივარში გამოცხობამდე,მინიმუმ 2 საათი და მხოლოდ ხმარების დროს გამოიღეთ.ბაბა ასევე კარგია ლიმნის ლიქიორით (limoncello)რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ მოგვიანებით.და კიდევ ბაბა ხელით იჭმევა,არანაირი ჩანგალი...
გემრიელად მიირთვით.....<3
Nessun commento:
Posta un commento