![]() |
უშვილობის პრობლემა შეიძლება დამოკიდებული იყოს არასწორ კვებაზეც და იმაზეც, რომ თქვენს ორგანიზმს აკლია ესა თუ ისე ვიტანიმები, რომელთა შევსებაც აუცილებელია იმისთვის რომ დარჩეთ ფეხმძიმედ. Harvard Medical School di Cambridge ის კვლევით დამტკიცდა საკვების და განაყოფიერების მჭიდრო კავშირი.
ჯანსაღი დიეტა, ვისაც სურს შვილის გაჩენა.
რას ნიშნავს დიეტა განაყოფიერებისთვის
შეისწავლეს მეცნიერებმა, რომ ხშირად ქალების პრობლემა , რომ დარჩნენ ფეხმძიმედ არის ფოლიკოლარულ პრობლემასთან კავშირში, ანუ როდესაც ქალის ორგანიზმი ვერ ამწიფებს კვერცხუჯრედს. ეს პრობლემა შეიძლება მოიგვაროთ სწორი კვებით.
პირველ რიგში თუ გინდათ რომ ფეხმძიმედ დარჩეთ, არ უნდა გაწუხებდეთ არც ჭარბი წონა და არც ძალიან გამხდარი არ უნდა იყოთ, აუცილებელია იდეალური წონა.
ხელის შემწყობი ვიტამინები
ომეგა 3 -ეხმარება კვერცხუჯრედის მომწიფებას
ცინკი-მნიშვნელოვანია ფერმენტების აქტივობისთვის
E ვიტამინი- ეს ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია
მაგნიუმი, რკინა, ცინკი-აუცილებელია რადგან სპერმატოზოიდების სწრაფ მოძრაობას უწყობს ხელს და ასევე ანემიის რისკს ამცირებს
ნახშირწყლები-მნიშვნელოვანია დიეტის დროს, მაგრამ ვისაც კუჭის მონელების პრობლემები გაქვთ ფრთხილად პურეულთან
ფოლიუმის მჟავა- მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს უჯრედების ზრდას
C და B ვიტამინი- ამ ორ ვიტამინს დიდი როლი უკავია ჩენს ორგანიზმში და განსაკუთრებით C ვიტამინი, იმიტომ რომ ანტიოქსიდანტია
A ვიტამინი- აუცილებელია გარანტირებული სპერმატოგენეზისათვის
სწორად არჩეული საკვები განაყოფიერებისთვის
დავიწყოთ ომეგა 3 ით. ანუ მნიშვნელოვანია მივირთვათ თევზი, დიდ ფოთლიანი მცენარეები ( ისპანახი, ჭარხლის ფოთოლი, სალათის ფურცლები, თალგამის ფოთოლი) ზეითუნის ზეთი და მშრალი ხილი
A ვიტამინით მდიდარი საკვებია სტაფილო, წითელი და მწვანე კომბოსტო და კარალიოკი.
B ვიტამინით კი, განსაკუთრებით B9 ფოლიუმის მჟავა და B12 მდიდარია ხორცი. არამარტო ღორი, ძროხა და ბატკანი, ასევე ორაგული.
ფოლიუმის მჟავით მდიდარია ისპანახი, სატაცური, სალათი, პომიდორი, მარცვლეული, ხილი (განსაკუთრებით კივი, მარწყვი და ფორთოხალი) და მშრალი ხილი ( კაკალი, ნუში)
აუცილებელია ასევე არ გადავამეტოთ Cვიტამინი, მაქსიმუმ 1000მგ დღეში. გადამეტება იწვევს საშვილოსნოს ყელის ლორწოს გამოშრობას.
ცილები აუცილებელია კუნთოვანი სისტემის გაუმჯობესებისთვის, ნუტრიციონისტების რჩევაა ცხოველური ცხიმების მაგივრად, მცენარეული ცხიმების მიღება . ( მარცვლეული მცენარეები. ლობიო, ბარდა და ა.შ)
და ბოლოს აუცილებელია მინერალური მარილების ბალანსი. ცინკი ეხმარება ჰორმონების ბალანსს, და რკინა ამცირებს მუცლის მოშორების რისკს.
განსაკუთრებით Co-Enzima Q10 რომელიც გვხვდება ქათმის ხორცში, არაქისში, ისპანახში, მარწყვისა და ფორთოხლის წვენში
რა უნდა გამოვრიცხოთ დიეტის დროს
არ უნდა ავკრძალოთ ცხიმები, მაგრამ ავარჩიოთ სწორად.
შემწვარი საკვები და მარგარინის ხშირი მოხმარება აქვეითებს განაყოფიერებას.
აკრძალეთ ალკოჰოლის და სიგარეტის მოხმარება.
ასევე გრძელვადიანი ქილის საკვები.
მადლობა და დაელოდეთ შემდეგ სტატიას
წყარო: MELAROSSA