Etichette

mercoledì 4 maggio 2016

სირთულე:საშუალო    მომზადება:30წთ   ხარშვა:70წთ
Lasagne alla bolognese- ბოლონიური ლაზანია.ყველაზე მეტად მიყვარს და მინდა ეს რეცეპტი გაგანდოთ.ლაზანია,როგორც მთავარი კერძი,იტალიაში ამზადებენ როგორც დღესასწაულებზე,ასევე ყოველდღიურ მენიუში შედის.არსებობს ბევრნაირი რეცეპტი როგორც ხაჭოთი და ღორის ხორცით,ასევე საქონლის ფარშით.ლაზანია სწორედ რომ ბოლონიიდან იღებს სათავეს,ამ კლასიკური რეცეპტით.გემრიელი რომ გამოვიდეს,აურიეთ საქონლის და ღორის ხორცი.ასევე კარგი ხარისხის პომიდორი.ბესამელი და პასტა,რომლის რეცეპტსაც ჩემს ბლოგზე იხილავთ.pasta fresca
                                                                
ინგრედიენტები რაგუსთვის:
ერთი სტაფილო
2 საშ.თავი ხახვი
ნიახური
1კგ ფარში
250გრ დაკუწული პომიდორი
50გრ რძე
თეთრი ღვინო 150გრ
მარილი
პილპილი

ინგრედიენტები ბესამელისთვის:
1ლ ახალი რძე
100გრ კარაქი
80გრ ფქვილი
ცოტაოდენი მუსკატის კაკალი
მარილი
პილპილი



მოამზადეთ მაკარონის ცომი.ამ რეცეპტის მიხედვით
(1)გადავიდეთ რაგუს მომზადებაზე.დაჭერით წვრილად ხახვი,სტაფილო და ნიახური.ჩაყარეთ ქვაბში და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე კარგად.(2)შეურიეთ ღორის ფარში 500გრ და საქონლის 500გრ
(3)ურიეთ ხის კოვზით,სანამ არ დაწითლდება ხორცი.(5)როცა კარგად დაშრება ცხიმი,დაასხით ღვინო.(6)დაელოდეთ სანამ არ აორთქლება ღვინო,შემდეგ კი დაამატეთ დაკუწული პომიდორი ან ტომატი.
(7) ცოტაოდენი წყალი,მარილი,პილპილი.(9)ბოლოს კი რძე.რაგუ გემრიელი მაშინაა,როცა დიდ ხანს იხარშება.დატოვეთ დაბალ ცეცხლზე დაახ.2 საათი.თუ დააშრა წვენი,ამატეთ ცოტა-ცოტა ტომატი.

მოვამზადოთ ბესამელი.(10)პატარა ქვაბში გააცხელეთ რძე და გაადნეთ კარაქი შიგ,დაბალ ცეცხლზე(11)როცა კარგად გადნება კარაქი,შეურიეთ მისკატი,მარილი,პილპილი და გამოურთეთ,ნელა-ნელა შეურიეთ ფქვილი და ენერგიულად გათქვიფეთ.
ახლა კი ავაწყოთ ლაზანია.(16) დავასხათ ცოტაოდენი ბესამელი ფორმაზე(17) დავადოთ ცომის ნაჭერი.(ფოტოზე მოცემულია მზა ფენები.თქვენ ეცადეთ ფორმის შესაბამისად გააბრტყელოთ ცომი.დაგჭირდებათ ოთხი ფენა.მოზილეთ დაახ.600გრ ფქვილის ცომი)(18)გადავუსვათ ბესამელი და გავანაწილოთ რაგუ
(19)რაგუს მოვაყაროთ  გახეხილი ყველი,უმჯობესია პარმეჯანი.(20) ისევ გავიმეორებთ იგივეს.ბესამელი,მერე რაგუ და ბოლოს პარმეჯანი.გაანაწილეთ რაგუ და ბესამელი ოთხი ფენისთვის.

(22)ბოლო ფენას რომ შევავსებთ,მოვაყაროთ პარმეჯანი კარგად და გამოვაცხოთ.200° 25 წუთი.მზადაა,როცა შეწითლდება ზემოდან.გამოიღეთ და შეაგრილეთ.


                                                                     შენახვა:

შეინახეთ ლაზანია მაცივარში,დახურულ კონტეინერში.შეგიძლიათ ასევე ცომის შენახვა მაცივარში 1-2 დღე,ან საყინულეში 3 კვირა.მაგრამ გირჩევთ გამოიყენოთ ახალი მოზელილი.

და ბოლოს თუ გსურთ რომ ბოლონიური ცომი მოამზადოთ,ცომის მომზადებისას,კვერცხის მაგივრად შეურიეთ ისპანახი.100გრ ფქვილზე 50გრ ისპანახი.როგორც არის მოცემული რეცეპტში pasta fresca

buon appetito <3






Nessun commento:

Posta un commento