![]() |
სირთულე:საშუალო მომზადება:30წთ ცხობა:40წთ |
ინგრედიენტები:
შავი ფქვილი 300გრ
ქერის ფქვილი 160გრ
წიწიბურას ფქვილი 40გრ
დაფერფლილი ნიგოზი 100გრ
წყალი 340გრ თბილი
საფუარი 1ჩ/კ
მარილი 10გრ
(1)ნიგვზიანი პურის მოსამზადებლად პირველ რიგში დავაქუცმაცოთ ან დავფერფლით კაკალი.(2)ახლა კი მოვზილოთ ცომი.მოათავსეთ სამივე ტიპის ფქვილი ერთ თასში და კარგად აურიეთ ხელით..(3)დაამატეთ საფუარი
(4)შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა როგორც მანქანით,ასევე ხელით.ნელა-ნელა ვამატებთ წყალს.(5) იმუშავეთ დაახ. 10წთ სანამ ცომი ელასტიური არ გახდება.(6) ბოლოს ვურევთ ნიგოზს.
(7)როდესაც კარგად შეერევა ნიგოზი ფქვილს,გადმოვიღებთ სამუშაო მაგიდაზე.(8) ცოტაოდენი ფქვილის დახმარებით ვიმუშავებთ ისევ.(9)შემდეგ მივცემთ ფორმას (10)მოათავსეთ თასში და დატოვეთ გამორთულ შუქანთებულ ჰაერღუმელში 3 სთ-ით.(11)როდესაც ცომი გაორმაგდება გადმოიღეთ სამუშაო მაგიდაზე(12)დაამუშავეთ ცომი
(13) ცომი ხელის დახმარებით გააბრტყელეთ,გადაკეცეთ სამად(14) მიეცით გრძელი ფორმა (15) მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე,შესაბამის ჟარონაზე
(16)დასერეთ ძალიან თხლათ.(17)მოათავსეთ წინასწარ გაცხელებულ ჰაერღუმელში 240° ზე პატარა წყლის თასით ქვეშ.გამოსაცხობად იდეალურია ღუმელის შუა ნაწილი.20წთ ის მერე დაუწიეთ 220° ზე,გამოიღეთ წყლის თასი და დატოვეთ კიდევ 20წთ.(18)პური გააციეთ სანამ მიირთმევთ,თუმცა მე ცხელს ვამჯობინებ ყოველთვის.
შენახვა:შეინახეთ ქაღალდის ცელოფანში ორი დღით.ან შეგიძლიათ გაყინოთ საყინულეში ნაჭრეებად.
გემრიელად მიირთვით <3
Nessun commento:
Posta un commento