Etichette

martedì 12 aprile 2016

                        მაკარონის დასამზადებლად დაგვჭირდება 
ეს იარაღები,მაგრამ თუ არ გვაქვს,საკმარისია მხოლოდ საბრტყელებელი და უბრალო დანა.
თუ კვერცხიანი მაკარონის გაკეთება გვსურს,ყოველ 100გრ ფქვილზე ვურევთ ერთ საშუალო ზომის კვერცხს.ხოლო თუ წყლით ვაკეთებთ,მაშინ ყოველ 100გრ ფქვილზე 50გრ წყალი.ერთი თეფში მაკარონის გასაკეთებლად,საკმარისია 100 გრ მაკარონი,ამიტომ თავად განსაზღვრავთ რამდენის გაკეთება გსურთ.კვერცხიანი ცომის შენახვა შეგიძლიათ 2 დღით მაცივარში,ან შეგიძლიათ  გაყინოთ.თუ გსურთ მაკარონი ყვითელი გამოვიდეს,შეაზავეთ მხოლოდ კვერცხის გულით.100გრ ფქვილზე 50 გრ კვერცხის გული.ასევე ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი ,რომელიც ცომს უფრო ელასტიურს და სრიალას გახდის.ფქვილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა სახეობის,ეს იქნება ხორბლის,სიმინდის თუ დიეტური.ასევე შეგიძლიათ მისცეთ ნატურალური შეფერილობა ისპანახით,(მწვანე) ჭარხლით ან პომიდვრით(წითელი) ან შავი ხიზილალით.

შემოგთავაზებთ tagliatelle(ტალიატელები) ს რეცეპტს.
ინგრედიენტები:
300გრ თეთრი ფქვილი
3 კვერცხი
ცოტაოდენი მარილი
1ს/კ ზეითუნის ზეთი


(1)დავყაროთ ფქვილი მაგიდაზე,გავაკეთოთ პატარა ჩაღმავება.(2) ჩსვასხათ კვერცხი (3)ცოტაოდენი მარილი.
(4) ჩანგლის დახმარებით ავთქვიფოთ კვერცხი,ძალიან ფრთხილად,ისე რომ არ დაიღვაროს.(5)როცა კვერცხის მასა კარგად გაიხსნება ფქვილში,მერე ხელით გადავზელთ.(6)ცომი ძალიან ფხვიერი გახდება და ვაგრძელებთ მუშაობას
(7)ცომი რომ შეიკვრება დავამატებთ ზეთს .(8) ვაგრძელებთ მუშაობას ცომზე სანამ ცომი ელასტიური არ გახდება.ცომი არ უნდა ეკვრებოდეს არც ხელს და არც მაგიდაც და უნდა ქონდეს სრიალა კანი.(9)ცომს მივცემთ ფორმას და ცელოფანში გავახვევთ.დავასვენებთ მაცივარში სულ ცოტა 30წთ.
(10)ცომი მზადაა დასამუშავებლად.ხელით მუშაობისთვის დაგჭირდებათ ცოტაოდენი ფქვილი და საბრტყელებელი.(11) ხელით მივცემთ იმ ფორმას,როგორიც გვინდა რომ გამოვიდეს,ფქვილის დახმარებით.(12)შემდეგ კი საბრტყელებლით.
(13)ცომი დაახლოვებით 2მმ უნდა გამოვიდეს,საკმაოდ თხელი.(14)კარგად ვაფქვილიანებთ ბოლოს და ვჭრით ორად,ძალიან გრძელები რომ არ გამოვიდეს.ფქვილი არ დაგავიწყდეთ,რომ ერთმანეტზე არ დაეწებოს.(15) გადაახვევთ რულეტივით  
(16)დაჭრით 1/2 სმ ის სიგანისას (17) გაშლით და ფქვილში ამოავლებთ.სანამ მოხარშავთ ეცადეთ ხელით ხშირად გაშალოთ ფქვილის დახმარებით რათა არ დაეწებონ ერთმანეთს.

იგივე ცომით შეგიძლით ათასნაირი ფორმის მიცემა.ტალიატელები გამოიყენება როგორც სოკოსთან და ნაღებთან ერთად,ასევე სხვადასხვა ასორტები,როგორიცაა გაროხი და ლორი,ასევე ლობიო და სხვა მარცვლეული.გემრიელია ასევე ზღვის პროდუქტებთან და რაგუსთან ერთად.

Nessun commento:

Posta un commento