Etichette

mercoledì 4 maggio 2016

მომზად:მარტივი     მომზადება:20წთ    ცხობა:35წთ
კიდევ ერთი საოცარი და მარტივი რეცეპტი.რომელია ყველაზე კლასიკური ნამცხვარი,რომელიც ყველა იტალიელის ოჯახში მზადდება? KROSTATA ესაა ფხვიერი და ჰაეროვანი brizeè ხილის მურაბით,ან შოკოლადით,ვანილის კრემით, ხაჭოთი ან თუნდაც ხილის ასორტით.მე შემოგთავაზებთ ხილის პავიდლოთი.გემო თავად აირჩიეთ რომელი გიყვართ.ეს იქნება ატამი,ბალი,ალუბალი,გარგარი თუ სხვა.პატარა საიდუმლოს გაგანდობთ.პავიდლოს შეურიეთ ცოტაოდენი კაკალი,ან ნუში.

                                                        ინგრედიენტები brizeè სთვის :

400გრ ფქვილი
200გრ კარაქი
170გრ შაქარი
2 კვერცხი და ერთი კვერცხის გული
ცოტაოდენი ლიმნის ცედრა
                                                                        შიგთავსი:

700გრ პავიდლო ,გემო თავად აარჩიეთ


პირველი ეტაპი.მოვამზადოთ brizeè (1) ჩავყაროთ ბლენდერში ფქვილი და კუბიკებად დაჭრილი კარაქი.(2)ავურიოთ კარგად სანამ ფხვიერ მასას არ მივიღებთ(3) ავურიოთ შაქარი კარგად
(4)დავახეხოთ ცოტაოდენი ცედრა(5)შევურიოთ კვერცხი და კარგად ვიმუშაოთ
(7)ვიმუშაოთ სანამ არ მივიღებთ ცომს.(8)შევფუთოთ ცელოფანში და დავასვენოთ მაცივარში დაახ.1 საათი.(9)კროსტატის ფორმაზე წავუსვათ კარაქი და ცოტაოდენი ფქვილი.(10)
(11)გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან და ნელა-ნელა ძალიან ფრთხილად გავაბრტყელოთ ცომი, ფქვილის დახმარებით დაახ 2-3მმ სისქის.საკმაოდ თხელი.(12)გავაფქვილიანოთ ცომი,ნელა-ნელა დავახვიოთ საბრტყელებელზე და გავშალოთ ფორმაზე
(14)მოვაჭრათ დარჩენილი ცომი დანის,ან საბრტყელებლის დახმარებით.გადაატარეთ ზემოდან და მოსძვრება ცომის ზედმეტი ფენა.ან დანის შიგნიდან გარეთ მოძრაობით ჩამოვაჭრათ.(15)დავჩხვლიტოთ ჩანგლით,რომ ცხობის დროს არ ამოიბეროს .
(16)დავასხათ პავიდლო და კარგად გავანაწილოთ.(18)დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით გრძლად
(19)გაანაწილეთ ისე,რომ რომბების ფორმა მიიღონ.(20)გათქვიფეთ ერთი კვერცხი და ფრთხილად წაუსვით ცომს.გამოაცხეთ 190° ზე 35წთ.თუ გინდათ რომ ბზინავდეს,მოამზადეთ ცოტაოდენი შაქრის სეროფი და გადაუსვით რომბებს.
შეინახეთ მაქს.2-3 დღე.მარტივად რომ გააბრტყელოთ გირჩევთ პერგამენტის ქაღალდზე.თუ გაბრტყელებისას დაიშალა,არ ინერვიულოთ.ფორმაზე ააწყეთ ნელა-ნელა.
გემრიელად მიირთვით <3

Nessun commento:

Posta un commento