Etichette

venerdì 25 novembre 2016


pangoccioli-ფუმფულა პურები შოკოლადის პაწია ცრემლებით...თქვენს სახლში საოცარ სურნელს დაატრიალებს და თქვენი შვილების საყვარელი პური გახდება.მოუმზადეთ საუზმეს,განსაკუთრებით საშობაო პერიოდში.მე ამ პურს საშობაოს ვეძახი.საუცხოო გემო აქვს ....

ინგრედიენტები:
500გრ ფქვილი
80 შაქარი
1 კვერცხი და 1 კვერცხის გული
90გრ კარაქი
100გრ შოკოლადის ცრემლები
25გრ საფუარი
10გრ მარილი
1 ჩ/კ თაფლი
ცოტაოდენი ვანილი
ფორთოხლის ცედრა
100მლ წყალი
150მლ რძე

მომზადება:
დიდ თასში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი.ფქვილი,მარილი,შაქარი,საფუარი,თაფლი,კარაქი,ვანილი,კვერცხი,ფორთოხლის ცედრა,წყალი და რძე.მოზილეთ რბილი და ელასტიური ცომი.როცა ცომი მზად იქნება,დააყარეთ შოკოლადის ცრემლები და კარგად გადაზილეთ.შეფუთეთ და დატოვეთ ასაფუებლად ,სანამ არ გაორმაგდება.გადმოიღეთ ცომი სამუშაო მაგიდაზე და გაყავით 12 ნაწილად.შემდეგ დაამუშავეთ სათითაოდ და მიეცით მრგვალი ფორმა.გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდიან ჟარონაზე და დატოვეთ 2 საათი ასაფუებლად.პურები მზადაა გამოსაცხობად.გახსენით კვერცხის გული რძეში,წაუსვით გარედან და გამოაცხეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180° ზე დაახ. 25წთ
მიირთვით გემრიელად ...

მოიწონეთ გვერდი facebook page მადლობა



Nessun commento:

Posta un commento