ყველაზე ფუმფულა პური,უგემრიელესი შიგთავსით.
მოამზადეთ მარტივად და სწრაფად.
ინგრედიენტები:
500გრ ფქვილი
125მლ რძე
125მლ მაწონი
2ს/კ საფუარი
1 კვერცხი
50მლ ზეთი
1ს/კ შაქარი
1ს/კ მარილი
200გრ გახეხილი ლორი
100გრ გახეხილი ყველი
მომზადება:
თასში ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი,მარილის გარდა და მოზილეთ ცომი ,ამატეთ რძე ნელა-ნელა.ცოტა რომ შეიკვრება დაამატეთ მარილი და კარგად იმუშავეთ,სანამ ელასტიურ ცომს არ მიიღებთ.შეფუთეთ და დატოვეთ,სანამ ცომი არ გაორმაგდება.
ცომი მზადაა,გადმოიღეთ გაფქვილულ სამუშაო დაფაზე,გაჭერით ორად.გააბრტყელეთ ერთი ნაწილი,დაახ.3მმ სისქის.ამოჭერით განიერ პირიანი ჭიქით.
ამ პატარა ლავაშებში მოათავსეთ ცოტაოდენი გახეხილი ლორი და ყველი,გადაკეცეთ ნახევარმთვარე და შემდეგ პირები შეაერთეთ,
ისე რომ შიგთავსი ჩანდეს.მოათავსეთ ჟარონაზე ერთმანეთთან ახლოს.გააკეთეთ დაახ.სამი წყობა ,წაუსვით გათქვეფილი კვერცხის გული და რძე.დააფარეთ ჩაის ტილო და დატოვეთ 30წთ ასაფუებლად.
გამოაცხეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180°ზე 30-40წთ.
მიირთვით გემრიელად <3
მოიწონეთ გვერდი facebook page მადლობა
Nessun commento:
Posta un commento