friselle...ესეც ყველაზე ცნობილი ფრისელები(სუხარი) იტალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ნამდვილად ძალიან გემრიელია.მისი სახლში მომზადება ძალიან მარტივია და შეგიძლიათ დიდ ხანს შეინახოთ...განსაკუთრებით ზაფხულში დაგეხმარებათ ნაირნაირი სალათების მომზადებაში,ან უბრალოდ წვრილად დაჭრილი პომიდვრით და ბაზილიკოთი კლასიკურად,ან სულაც ზეითუნის ზეთით და ცოტაოდენი მარილით...უგემრიელესია
იგრედიენტები:
500გრ ფქვილი (თეთრი ან სერი)
230მლ წყალი
50მლ ზეითუნის ზეთი(მზესუმზირის)
1ს/კ ქერის სეროფი
10გრ საფუარი
10გრ მარილი
1ს/კ შაქარი
მომზადება:
ჩაყარეთ თასში ფქვილი,დაამატეთ ზეთი,შაქარი,ქერის სეროფი.გახსენით თბილ წყალში საფუარი და ამატეთ ნელა-ნელა.ბოლოს დაამატეთ მარილი და მოზილეთ ელასტიური ცომი.შეფუთეთ და დაასვენეთ 1სთ.
მზა ცომი გადაიტანეთ სამუშაო მაგიდაზე და გაყავით რამოდენიმე ნაწილად.დაახ.100გრ ნაჭრეები.
ამ პრინციპით გააბრტყელეთ და მიეცით ფორმა.მოათავსეთ პერგამენტიან ქაღალდზე ერთმანეთის მოშორებით და დატოვეთ ასაფუებლად,სანამ არ გაორმაგდებიან,შემდეგ კი გამოაცხეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 10წთ 200°-ზე.მზა ფრისელები გააცივეთ და ხერხიანი დანით გაყავით შუაში.მოათავსეთ ჟარონაზე,გაჭრილი მხარე ზემოთ უნდა იყოს და დააბრუნეთ ღუმელში 160°-ზე 40წთ განმავლობაში,სანამ არ დასუხარდებიან.
ფრისელები მზადაა.სანამ გამოიყენებთ დაანესტიანეთ წყლით .
ასეთი სალათების მომზადება შეგიძლიათ და პურს ნამდვილად შეგიცვლით,თანაც დიეტურია...
მოიწონეთ გვერდი facebook page მადლობა