ინგრედიენტები:
600გრ ფქვილი
200მლ რძე
100გრ შაქარი
80გრ კარაქი
2 კვერცხი
ცოტაოდენი მარილი
1ჩ/კ თაფლი
25გრ საფუარი
გახეხილი ლიმნის ცედრა
გული:
300გრ ხაჭო
120გრ შაქარი
1 პატარა კვერცხი
ლიმნის ცედრა
ვანილი
მომზადება:
პირველ რიგში მოამზადეთ შიგთავსი.მოათავსეთ ხაჭო თასში,დაამატეთ შაქარი,კვერცხი,ლიმნის ცედრა და ვანილი,კარგად აურიეთ ერთმანეთში.
ახლა კი მოამზადეთ ე.წ. ხაში. 100გრ ფქვილს დაამატეთ 25გრ საფუარი,თაფლი,100მლ თბილი რძე.მოზილეთ თხელი ცომი,შეფუთეთ და დაასვენეთ 1სთ.
ცომი მზადაა ახლა კი დავამატოთ დარჩენილი ინგრედიენტები.ფქვილი,შაქარი,კარაქი,რძე,2 კვერცხი და ლიმნის ცედრა.კარგად დაამუშავეთ ცომი.დატოვეთ ასაფუებლად,სანამ არ გაორმაგდება.
მზა ცომი გადმოიტანეთ სამუშაო მაგიდაზე და დაყავით პაწია ნაწილებად,დაახ.30გრ ბურთულები.მერე სათითაო გააბრტყელეთ და ამ პრინციპით გამოავსეთ:
ცომი გააბრტყელეთ,დასერეთ ექვს ნაჭრად.შუაში მოათავსეთ ხაჭო შემდეგ კი შეკარით ფურცლები.თავი გახსნილი უნდა დაუტოვოთ.მოათვასეთ პერგამენტიან ჟარონაზე,წაუსვით გათქვეფილი კვერცხი და გამოაცხეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 170° ზე დაახ.15-20წთ.
ვარდები მზადაა.შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტაოდენი შაქრის პუდრა
მიირთვით გემრიელად ...
მოიწონეთ გვერდი facebook page მადლობა
Nessun commento:
Posta un commento