Etichette
- pasticceria (31)
- antipasti (17)
- pane (16)
- primi piatti (12)
- street food (8)
- bevande (7)
- pasta fresca (7)
- torte salate (6)
- vita sana (5)
- creme (4)
- diete (2)
- gelati (2)
- lingua italiana (2)
venerdì 15 luglio 2016
PANINI BRETZEL-ეს პატარა გერმანული პურები,ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში.ადვილი მოსამზადებელი და უგემრიელესი.შემატეთ თქვენს სამზარეულოს პურის დიდი არჩევანი.პური ხომ ყველას ძალიან გვიყვარს...
ინგრედიენტები:
550გრ ფქვილი
10გრ მარილი
35გრ კარაქი
2ჩ/კ საფუარი
1ს/კ ალაოს სეროფი
300გრ წყალი
ზემოდან მოსაყრელად:
ყაყაჩოს თესლი
გოგრის თესლი
სეზამის თესლი
მომზადება:
ჩაყარეთ თასში ფქვილი,საფუარი და ალაოს სეროფი.კარგად აურიეთ ერთმანეთში.ნელა-ნელა შეურიეთ წყალი და მოზილეთ ცომი.ბოლოს კი მარილი და კარაქი.ზილეთ სანამ ცომი ელასტიური არ გახდება.მიეცით ფორმა,შეფუთეთ და დატოვეთ ასაფუებლად 2სთ.
ცომი მზადაა.გადაიტანეთ სამუშაო მაგიდაზე და დაჭერით დაახ.30გრ ზომის ნაჭრეები ,მიეცით ბურთის ფორმა და მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე ერთმანეთის მოშორებით,დატოვეთ 1სთ.
სანამ ცომი ფუვდება აადუღეთ 2ლ წყალი ქვაბში.აურიეთ 8ჩ/კ სოდა და 2ს/კ მარილი.ჩაყარეთ ცომები შიგ ცოტა-ცოტა.ამოყარეთ,როგორც კი სოდის ქაფს გაიკეთებენ ზემოდან.მოათავსეთ ისევ პერგამენტის ქაღალდზე და მოაყარეთ სხვადასხვა თესლები.გაჭერით თხელი დანით შუაში ორად..მოათავსეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180° ზე 25წთ ის განმავლობაში...
დამიჯერეთ ეს საუცხოო გემო არ დაგავიწყდებათ...
Iscriviti a:
Commenti sul post (Atom)
Nessun commento:
Posta un commento