Etichette

venerdì 15 luglio 2016

Paccheri fritti-ესაა ერთერთი მაკარონის სახეობა,რომლითაც უგემრიელეს საჭმელებს ვამზადებ.ფორმა ტრუბა,საკმაოდ დიდი ზომისები.მინდა დღეს შემოგთავაზოთ ყველაზე მარტივი და ყველაზე გემრიელი რეცეპტი.უნაზესი ხაჭოს და პესტოს გემოთი...პესტოს მომზადება არაა რთული და მის რეცეპტს ნახავთ ჩემს ბლოგზე.

ინგრედიენტები:
250გრ პაკერი
400გრ მშრალი ხაჭო
100გრ პესტო
50გრ გახეხილი ყველი
პილპილი გემოვნებით

მომზადება:

თასში მოათვასეთ ინგრედიენტები შიგთავსისთვის.ხაჭო,გახეხილი ყველი,პესტო და პილპილი.კარგად აურიეთ.
აადუღეთ წყალი და მოხარშეთ პაკერი მარილიან წყალში.შეფუთვაზე მითითებულ დროზე 5წთ ადრე ამოყარეთ.არ უნდა იყოს მოხარშული.ამოწურეთ და გადაიტანეთ ცივ წყალში.როცა კარგად გაცივდებიან,გააშრეთ სამზარეულოს ქაღალდზე.გატენეთ მზა შიგთავსით ტორტის მოსართავი ტომარა,და გამოავსეთ პაკერები.გაამზადეთ ცოტაოდენი ფქვილი, გათქვეფილი კვერცხი და დაფხვნილი სუხარი.პირველად ფქვილში მერე კვერცხში და ბოლოს სუხარში ამოავლეთ კარგად და შეწვით ცხელ ზეთში.დაელოდეთ სანამ არ დაწითლდებიან.ამოყარეთ სამზარეულოს ქაღალდზე,რომ  ზედმეტი ზეთი დაკარგონ..

გემრიელად მიირთვით <3

Nessun commento:

Posta un commento