panzerotti fritti-ყველაზე ცნობილი პანძეროტები...მოამზადეთ სხვადასხვა შიგთავსით,ეს იქნება ყველი,ლორი და პომიდორი თუ მხალეული...
ძალიან მარტივი და დამიჯერეთ,ბავშვების გულს უცებ მოიგებთ...
ინგრედიენტები ცომისთვის:
500გრ ფქვილი
250მლ წყალი
15გრ მარილი
1ჩ/კ შაქარი
2ჩ/კ საფუარი
2ს/კ ზეთი
შიგთავსი:
300გრ სულგუნი
300გრ ლორი
დაკუწული პომიდორი რამდენიც ეყოფა
ქონდარი
მომზადება:
წყალში გავხსნათ საფუარი.თასში ჩავყაროთ ფქვილი,დავამატოთ შაქარი,მარილი,ზეთი და დავასხათ წყალი.მოვზილოთ ელასტიური ცომი.გააკეთეთ გუნდა და გადაიტანეთ მაგიდაზე.მოჭერით დაახ.80გრ ის ნაჭრეები,მიეცით ფორმა და დატოვეთ ასაფუებლად 2 სთ.
ჩაყარეთ თასში გახეხილი სულგუნი,წვრილად დაკუწული ლორი და დაკუწული პომიდორი,დაამატეთ ქონდარი და კარგად აურიეთ.
ცომი მზადაა გასაბრტყელებლად.გააკეთეთ თხელი ლავაშები,მოათავსეთ შიგთავსი და გადაკეცეთ ნახევარმთვარის ფორმაზე და ჩანგლით კარგად შეაერთეთ პირები.
ჩაასხით ქვაბში ზეთი და მანამ შეწვით სანამ არ დაწითლდებიან
ჩემი რჩევაა მიირთვათ ცხელი.
შეგიძლიათ გაუკეთოთ ყველის და ისპანახის შიგთავსი,ზეთით და ქონდარით..
გემრიელად მიირთვით \<3
Nessun commento:
Posta un commento