![]() |
მომზადება ძალიან მარტივია.შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა შიგთავსით...იაპონიაში უკეთებენ,ტკბილი ლობიოს გულს,იტალიაში კი ნუტელათი.არჩევანი თქვენზეა,შეგიძლიათ გაუკეთოთ პავიდლოს შიგთავსიც..
ინგრედიენტები:
170გრ ფქვილი
3 საშუალო კვერცხი
80გრ შაქარის პუდრა
1ჩ/კ სოდა
1 ჩ/კ თაფლი
50მლ წყალი
მომზადება:
მოათავსეთ კვერცხი,შაქარის პუდრა,თაფლი და წყალი თასში და გათქვიფეთ.ვამატებთ ნელა-ნელა ფქვილს .სოდას ვურევთ ფქვილში.კარგად ვთქვეფავთ,სანამ ცომი არ გახდება ელასტიური...შეფუთეთ ცელოფანით და დატოვეთ 30წთ ოთახის ტემპერატურაზე.
წაუსვით კარაქი ცივ ტაფას,სამზარეულოს ქაღალდის დახმარებით,თხლად.გავაცხელოთ ტაფა და გამოვაცხოთ,ორ-ორი.როდესაც ზედა ფენა გაიკეთებს ბუშტუკებს,გადმოაბრუნეთ.დორაიაკების საიდუმლო იმაში მდგომარეობს,რომ უნდა იყოს მუქი ყავისფერი..
ესეც ჩვენი დორაიაკები...ახლა კი შეგიძლიათ გაჭრათ შუაზე,ან ორი ერთად და გაუკეთოთ ნაირ-ნაირი შიგთავსი..
გემრიელად მიირთვით <3
Nessun commento:
Posta un commento