Etichette

mercoledì 6 luglio 2016

Pane brioches-ფუმფულა პური...უმარტივესი და უგემრიელესი.შეგიძლიათ მიირთვათ როგორც საუზმეზე,გემრიელ პავიდლოსთან ერთად,ან შეგიძლიათ გაუკეთოთ ყველის,ლორის და კარტოფილის შიგთავსი.აუცილებლად უნდა სცადოთ ეს ჰაეროვანი პური და დამიჯერეთ ,ძალიან შეაყვარებთ ოჯახს..მე შემოგთავაზებთ კლასიკურ რეცეპტს,შიგთავსის გარეშე.


ინგრედიენტები ხაშისთვის:

170გრ ფქვილი
1ს/კ საფუარი
150მლ თბილი რძე

ინგრედიენტები ცომისთვის:
450 გრ ფქვილი
1 კვერცხის გული  და ერთი მთლიანი
20გრ შაქარი
10გრ მარილი
70მლ ზეთი
100მლ თბილი წყალი

წასასმელად:
1 კვერცხი და ცოტაოდენი რძე
მოაყარეთ სეზამის მარცვლები 



მომზადება:

პირველ რიგში მოვამზადოთ ხაში...ჩავყაროთ თასში ფქვილი საფუართან ერთად,დავასხათ რძე და მოვზილოთ ნაზი ცომი .შევფუთოთ და დაველოდოთ აფუებას....
თასში მოათავსეთ ხაში,დაამატეთ  დარჩენილი ფქვილი და დავიწყოთ მოზელა.
დავამატოთ ზეთი,შაქარი და კვერცხი და ნელა-ნელა ვამატოთ წყალი..ბოლოს ვამატებთ მარილს.

ცომი დაახ.10წთ ზილეთ,სანამ ცომი ელასტიური არ  გახდება..მიეცით ფორმა და დატოვეთ ასაფუებლად,სანამ არ გაორმაგდება..

ცომი მზადაა სამუშაოდ...

გადმოიღეთ მაგიდაზე და გაჭერით სამად..

მიეცით გრძელი ფორმა

გააკეთეთ ნაწნავი
მოათავსეთ ფორმაში,პერგამენტის ქაღალდზე.წაუსვით კვერცხი და მოაყარეთ სეზამი.დატოვეთ ფორმაში ასაფუებლად,სანამ არ გაორმაგდება.
მოათავსეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში,180° ზე დაახ.40წთ..
ესეც ჩვენი ბრიოში...ჰაეროვანი და უგემრიელესი...<3

Nessun commento:

Posta un commento