![]() |
Cruffin-ნახევრად კრუასანი და ნახევრად მაფინი...ვისაც გიყვართ ხრაშუნა ნამცხვრები..
ინგრედიენტები:
450გრ ფქვილი
75 გრამი მარგარინი დაჭრილი
250მლ თბილი წყალი
1ს/კ საფუარი
30გრ შაქარი
ცოტაოდენი მარილი
მომზადება:
მოვზილოთ ცომი...გავხსნათ წყალში საფუარი,ჩავყაროთ ფქვილი თასში,დავამატოთ შაქარი და ვზილოთ ნელა-ნელა წყალთან ერთად.შემდეგ ვამატებთ მარილს და დაჭრილ კარაქს.ვაგრძელებთ მუშაობას,სანამ ცომი ელასტიური არ გახდება.მიეცით ფორმა და დატოვეთ ერთი საათი ასაფუებლად...
ახლა კი მივყვეთ ინსტრუქციას...ცომი გადმოიღეთ მაგიდაზე ,გაყავით რვა ნაწილად,პიცის პრინციპით...თუ გაქვთ საბრტყელებელი,2მმ ზე გააბრყელებთ,თუ არადა ხელით.ცომი ძალიან თხელი უნდა იყოს...ყველა ფენას წაუსვით კარაქი და გადაახვიეთ .შემდეგ გაჭერით შუაზე ეს ტრუბები დაახვიეთ სპირალივით...მოათავსეთ ცხიმიან ფორმებში
დატოვეთ ასაფუებლად,სანამ არ გამორმაგდებიან.გამოაცხეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში,200° ზე 10წთ ,შემდეგ დაუწიეთ 180° ზე და დატოვეთ სანამ არ დაწითლდებიან...
ესეც კრუფინები...მოაყარეთ შაქრის პუდრი და მიირთვით თბილი...
Nessun commento:
Posta un commento