Etichette

martedì 26 luglio 2016

SPAGHETTI LIMONE E PISTACCHI-სპაგეტი ლიმნით და პისტაკით.ესეც ერთერთი საზაფხულო რეცეპტი.

ინგრედიენტები:
200გრ სპაგეტი (2 ულუფა)
50გრ პისტაკი 
1 ლიმონი
რამოდენიმე ისპანახის ფოთოლი
მარილი
პილპილი

მომზადება:

ქვაბში აადუღეთ წყალი,აურიეთ მარილი და მოხარშეთ სპაგეტი.მაკარონის მოხარშვისას,აუცილებლად დაინიშნეთ დრო,რაც შეფუთვაზეა მითითებული.კარგი სპაგეტი,აუცილებლად უმი უნდა იყოს.ანუ თუ მითითებულია 10წთ ხარშვა,თქვენ გააჩერეთ 8 წუთი,ანუ როგორც იტალიაში იტყვიან al dente...
ამასობაში გახეხეთ ლიმნის ცედრა,შემდეგ გაწურეთ ლიმონი.ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი,დაამატეთ პისტაკი,ლიმნის ცედრა და ლიმონი,ცოტაოდენი პილპილი და ისპანახი,დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ,შემდეგ კი დაამატეთ გადაწურული სპაგეტი..გააჩერეთ ტაფაში 2წთ,კარგად უნდა აურიოთ ინგრედიენტები.
გადაიტანეთ თეფშზე,დაამატეთ ცოტაოდენი ნედლი პისტაკი და 
                                                                                                                    გემრიელად მიირთვით...

Nessun commento:

Posta un commento