Etichette

martedì 26 luglio 2016

ეს კი ლიმონჩელოს კრემია,რომელსაც როგორც მეგობრებს გარემოცვაში გამოცლით,ასევე შეგიძლიათ თქვენი ბისკვიტები დანამოთ.ან უბრალოდ მიაყოლოთ ბევრ ნამცხვარს.რეცეპტი მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს.


ინგრედიენტები:
6 ლიმონი
250მლ სუფთა სპირტი
400გრ ნაღები
250მლ რძე
ვანილი
500გრ შაქარი

მომზადება:
გაფრცქვენით ლიმონი.ლიმნის კანი მოათავსეთ მაღალ ბანკაში,დაასხით სპირტი და დახუფეთ.შეინახეთ 10 დღე ბნელ ადგილას.
10 დღის შემდეგ გადაწურეთ წმინდა საწურზე,დიდ თასში.
ქვაბში ჩაასხით რძე და ნაღები,დაუმატეთ ვანილი და გადაწურული ლიმნის ქერქი.როცა ადუღდება,გადმოდგით ცეცხლიდან და აურიეთ შაქარი.ურიეთ სანამ სულ არ გადნება .გააცივეთ კარგად და გადაწურეთ იმ თასში,სადაც ლიმნიანი სპირტი გაქვთ.კარგად აურიეთ და მოათავსეთ ბოთლებში.
გირჩევთ მოხმარების წინ შეანჯღრიოთ ბოთლი...

Nessun commento:

Posta un commento