Etichette

martedì 26 luglio 2016

შემოგრჩათ პური და არ იცით რა მოამზადოთ? ძალიან ბევრი რეცეპტი ვიცი პურის რეალიზებისთვის,ერთერთი კი პურის პოლპეტებია.მოამზადეთ როგორც ანტიპასტო ან თუნდაც მისაყოლებლად.შეგიძლიათ მოუმზადოთ პომიდვრის უბრალო სალსა და ჩააწყოთ შიგ.შვილების გულებს აუცილებლად მოიგებთ ამ უბრალო და მარტივი რეცეპტით.ახლა კი გადავინაცვლოთ სამზარეულოში

ინგრედიენტები:
500გრ პური
1ლ რძე
3 საშ.კვერცხი
1 კონა ოხრახუში
100გრ გახეხილი ყველი,უმჯობესია პარმეჯანო
მარილი გემოვნებით
პილპილი გემოვნებით

მომზადება:
დატეხეთ პური დიდ თასში და დაასხით რძე..გააჩერეთ სანამ არ დარბილდებიან,შემდეგ კი გადაწურეთ კარგად სხვა თასში.დააყარეთ პარმიჯანო,კვერცხი,წვრილად დაჭრილი ოხრახუში,მარილი,პილპილი.კარგად აურიეთ ერთმანეთს.გააკეთეთ კაკლის ზომის ბურთები და ამოავლეთ ან ფქვილში ან დაფხვნილ სუხარში.შეწვით ზეთში და პურის პოლპეტები მზადაა.თუ გსურთ მოუმზადეთ სალსა.
ჩაასხით პატარა ქვაბში ზეთი,ჩააგდეთ ნიორი.რომ დაწითლდება ამოიღეთ, ჩაასხით ტომატპასტა და ადუღეთ 10წთ .უყავით ცოტა მარილი და ბაზილიკო.პურის პოლპეტებს მოასხით ეს სალსა.
 მიირთვით გემრიელად <3



Nessun commento:

Posta un commento